საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე განცხადებას ავრცელებს. დიმიტრი ხუნდაძესთვის კატეგორიულად მიუღებელია ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან, საქართველოს ტრიბუნიდან საუბარი. დიმიტრი ხუნდაძე, პროტესტის ნიშნად, პარლამენტის სხდომათა დარბაზში არ შევიდა. პროტესტი კი, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის მიმართ გამოხატა, რომელმაც საქართველოს პარლამენტის სავარძელი მოირგო.

 

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, შეუძლებელია ოკუპანტი ქვეყნის დელეგაციის წევრი, მის მიერ ოკუპირებულ ქვეყანას, საქართველოს საპარლამენტო ტრიბუნიდან მართლმადიდებლობასა და სამართლიანობაზე ესაუბრებოდეს.

 

“ჩემთვის მისაღები იყო მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება და კმაყოფილი ვიყავი გუშინდელი დღით, რადგან პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთებული. მისაღები იყო ყველფერი, მანამ სანამ საქართველოს საპარლამენტო ტრიბუნას, რუსეთის წარმომადგენელი არ დაიკავებდა . პარლამენტის სხდომათა დარბაზში მანამ არ შევალ, სანამ იქ რუსი დეპუტატი იქნება. მისაღებია, რომ ჩვენ ვიყენებდეთ ტრიბუნას და არა ოკუპანტი რუსეთის წარმომადგენელი,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.