„ხელისუფლების სათავეში სხედან პუტინის პირდაპირი მონები,“ - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილის და მისი ხელისუფლების ადგილი ციხეშია.

 

„დღეს ყველამ ვნახეთ, საქართველოში რა ხდება. ხელისუფლების სათავეში სხედან პუტინის პირდაპირი მონები. ამიტომაც ჩვენ ყველანი ასეთ დღეში ვართ. ივანიშვილი და მისი ყველა დამქაში ციხეში! მთელი ხელისუფლება ციხეში! სასამართლო ციხეში! პარლამენტი ციხეში! მთავრობა ციხეში! მათი ადგილია ციხე და არა თავისუფლება. ესენი არიან პუტინის პირდაპირი მონები, საქართველოში ატარებენ რუსულ პროპაგანდას. ესენი ყველანი დასაჭერები არიან, ყველა ერთნაირი ნაძირალაა,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.