შინაარსით კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ვართ ერთიანი და რუსეთს კიდევ ერთხელ დავანახეთ, რომ მათ კომფორტული ფორმატი არსად ექნებათ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

 

როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გავრილოვის საქართველოს პარლამენტში დანახვა მიუღებელია.

 

„ეს შეცდომა ძალიან დამაზიანებელია. მე მესმის საზოგადოების შეშფოთება. მიუღებელი იყო და წარმოუდგენელია, როცა ჩემს პარლამენტში ვხედავ იმ ქვეყნის წარმომადგენელს, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩემი ქვეყნის ტერიტორიები, როცა ჩემი გმირი თანამოქალაქეები შეეწირნენ რუსულ აგრესიას. შეიძლება ითქვას, რომ ამ ცუდი გაკვეთილით ის ვისწავლეთ, რომ ჩვენ ყველა ერთ აზრზე ვართ. თუმცა, შემდგომი მოვლენები არ უნდა შევიდეს ჩვენი საერთო მტრის ინტერესებში. ამ შეცდომაზე პასუხები საზოგადოებამაც უნდა მიიღოს და ჩვენც. სადაც ვართ ერთად, ეს ერთიანობა უნდა ვაჩვენოთ. მმართველი გუნდიდან ყველა ამ პასუხისმგებლობას ვიზიარებთ. ბუნებრივია, ვითხოვთ ახსნა-გამარტებას ორგანიზატორებისგან. თქვენ თუ გაინტერესებთ პასუხისმგებლობა, მე მაინტერესებს, აქედან რა დასკვნებს გავაკეთებთ", - განაცხადა სესიაშვილმა.

 

მისივე თქმით, საქართველო საერთაშორისო ფორმატებს იმისთვის იყენებს, რომ რუს დელეგატებს უთხრას, რომ რუსები ოკუპანტები არიან, ხოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მათ ფორუმზე გუშინდელი გამოსვლით "ადგილი მიუჩინა".

 

„სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში რუსი დელეგაციები არიან და ამ ფორმატებს ვიყენებთ, რომ ვუთხრათ მათ, რომ ისინი არიან ოკუპანტები. თუმცა, ჩვენთვის უფრო მგრძნობიარე და აღმაშფოთებელი იყო ამ ფორმით გავრილოვის აქ ყოფნა. მაგრამ, ჩვენ ყველა ერთ აზრზე ვართ და ბოდიში და არ მგონია, რომ ნაძირალა გავრილოვის გულისთვის ერთმანეთს უნდა ვეჩხუბოთ. თქვენ ნახეთ ირაკლი კობახიძის გამოსვლა ამ ფორუმზეც, სადაც მან ძალიან სწორი აქცენტებით თავისი ადგილი მიუჩინა რუსებს. ამით ჩვენ ის ფორუმი გამოვიყენეთ, სადაც რუსეთიცაა წარმოდგენილი და რუსებმა თავიანთ კოლეგებთან ერთად მოისმინეს ის, რაც საერთაშორისო საზოგადოების პოზიციაა. ეს ფორმატი გამოსაყენებელი იყო, მაგრამ ამ ფორმას, რაც მივიღეთ, ვაკრიტიკებთ. მაგრამ შინაარსით კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, პირველ რიგში, საზოგადოებას, რომ ვართ ერთიანი და რუსეთს კიდევ ერთხელ დავანახეთ, რომ არ ექნებათ მათ კომფორტული ფორმატი არსად. ეს მოხდა საქართველოში და ამან დაგვაზიანა, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყოთ დედამიწის ზურგზე, ყველგან ექნებათ რუსებს პრობლება, რადგან ისინი არიან ოკუპანტები და არღვევენ საერთაშორისო სამართალს", - განაცხადა სესიაშვილმა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.