ჩემთვის, როგორც აფხაზეთში დაბადებული და გაზრდილი საქართველოს მოქალაქისთვის, მტკივნეული და შეურაცხმყოფელია, დუმის მოქმედი დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვა, ამასთან, მისი მოწოდებების და დამოძღვრის მოსმენა, - ამის შესახებ ნათქვამია ბიზნესმენ რომან ფიფიას განცხადებაში.

 

„ასევე, კატეგორიულად მიუღებელია მისი პოზიცია, რომ თურმე 2008 წლის აგვისტოს ომი ყოფილა უსიამოვნება, დაუშვებელია გავრილოვის მხრიდან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ რესპუბლიკებად მოხსენიება. მე, როგორც ყველა საქართველოს მოქალაქეს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, დაუშვებლად მიმაჩნია რუსეთის დუმის დეპუტატის მსგავსი გამოსვლა პარლამენტის ტრიბუნიდან“, - აცხადებს ფიფია.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.