მე მინდა გკითხოთ, რატომ უნდა ვიდგეთ ჩვენ პარლამენტის წინ და რატომ არ უნდა ვიყოთ პარლამენტის შენობაში,-ასე მიმართა ნიკა მელიამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

 

მისი თქმით, თუ ერთი საათის განმავლობაში არ გადადგებიან კობახიძე, გახარია და გომელაური, ისინი პარლამენტის შენობაში მშვიდობიანად შევლენ.

 

მან აქციის მონაწილეებს მიმართა, ხელის აწევით დაედასტურებინათ თანხმობა.

 

ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ისინი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებსაც ითხოვენ.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.