ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, აღნიშნულ მოთხოვნაზე ის სერიოზულ კომენტარს არ გააკეთებს. კითხვას, ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ თითოეული ღონისძიების მენეჯმენტზე, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარე არის პასუხისმგებელი.

 

„მე ამასთან დაკავშირებით შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთება იმ ადამიანების მოთხოვნაზე, რომლებიც ამ განცხადებით გამოდიან, ვერ გავაკეთებ, კონკრეტული მიზეზების გამო“, - განუცხადა კობახიძემ „იმედს“.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.