არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებისა და პოლიციის დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანია დაშავებული. მათ ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე უტარდება. უმეტესწილად დაშავებულებს აღენიშნებათ დაჟეჟილობები, დაფიქსირდა ასევე რამდენიმე ხელის ამოვარდნის შემთხვევა, რამდენიმე აქციის მონაწილის განცხადებით კი, მათ სამართალდამცველებმა დაზიანება ხელკეტებით მიაყენეს.

 

ასევე, დაშავებულია რამდენიმე სამართალდამცველი. დაშავებულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.