ყველა წავა ციხეში, ვინც დაარღვევს კანონს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა რუსთაველზე აქციის მსვლელობისას გააკეთა.

 

„მიმდინარეობს თუ არა რაიმე სახის მოლაპარაკებები, არ ვიცი, მე ერთი რამ ვიცი, რომ ხალხის სამართლიანი პროტეტესტის გამოყენება სცადეს პროვოკატორმა „ნაციონალებმა“ არაულობისთვის. გვპირდებით, ყველა პასუხს აგებს კანონის წინაშე. ამის გარანტიას გაძლევთ. ვინც კანონს დაარღვევს, ყველა წავა ციხეში ვინც კანონს დაარღვევს, არანაირი არეულობა არ მოხდება კიდევ ერთხელ არ ავარევინებთ ქვეყანას და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პოლიციას, რომელიც აბსოლუტურად კანონის ფარგლებში მოქმედებს და იცავს წესრიგს“, - განცხადა სოზარ სუბარმა და მოუწოდა ჟურნალისტებს, არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია „იყენებს რაღაც საშუალებებს“.

 

რაც შეეხება იმას, გადადგა თუ არა მთავრობის რომელიმე წევრი, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს უპასუხა, რომ „ არავინ არ გადამდგარა“.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.