მოვლენების რაიმე ფორმით ესკალაცია ან გართულება დაამძიმებს მდგომარეობას და ეს საქართველოს მტრის ინტერესის სფეროშია, -ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა.

 

მისი თქმით, ერთი მხრივ, პარლამენტის წინ პროცესი გულწრფელმა ადამიანებმა გამოხატეს, თუმცა მეორე მხრივ, პარლამენტში შესვლის მცდელობასა და პოლიციელებისთვის ინვენტარის წართმევას თუ ბოთლების სროლას გამართლება არ აქვს.

 

„რა თქმა უნდა, იმას, რაც ჩვენ დილით პარლამენტში ვნახეთ, არანაირი გამართლება არ აქვს. ოკუპანტი ქვეყნის ოკუპანტი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ეს იყო პრაქტიკულად, უთავმოყვარეობა და სახელმწიფოზე ლაფის დასხმა. ამიტომაც, ცხადია, ამაზე პასუხი უნდა აგონ შესაბამისმა პირებმა, ცხადია, პარლამენტის წინ პროტესტი აბსოლუტურად გულწრფელი ადამიანების პროტესტია, რომლებიც ითხოვდნენ კონკრეტული პირების როგორც პასუხისგებას, ასევე ინფორმაციას, თუ რა პროცესთან გვქონდა საქმე. ეს იყო ამ პროტესტის ერთი მხარე, მაგრამ ასევე ძალიან მალე, ცოტა ხნის წინ ვნახეთ, რომ იყო ერთგვარი მცდელობა პარლამენტში შესვლის, რასაც აბსოლუტურად არანაირი გამართლება არ აქვს. პოლიციელებისთვის ინვენტარის, აღჭურვილობის წართმევის მცდელობა, ან გნებავთ, ცარიელი წყლის ბოთლების სროლა, ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ორივე მხარე განსაკუთრებით ყურადღებით იყოს. პოლიტიკოსებმა უნდა აიღონ პასუხისმგრებლობა ამ პროცესზე, რაც ახლა ხდება პარალამენტის შესასვლელთან, რუსთაველის მხრიდან და რაიმე ფორმით აქ მოვლენების ესკალაცია ან გართულება, ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ დაამძიმებს მდგომარეობას და ეს მხოლოდ ქვეყნის, საქართველოს მტრის ინტერესის სფეროში შედის“,- აღნიშნა სალაძემ ვიდეომიმართვაში.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.