გახარიამ თვითონ შემოთვალა, მოდით დავილაპარაკოთ, პრემიერ-მინისტრს და გიორგი გახარიას უნდა შევხვედროდით, მაგრამ გაზი გაუშვეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, პრემიერთად და შს მინისტრთან შესვლას და დალაპარაკებას აპირებდნენ. მან ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძესაც უთხრა, თუმცა ამ დროს პოლიციამ გაზი გაუშვა.

 

„ჩვენ ახლა გახარიას თანამდებობაზე დატოვების ფასს ვიხდით, გახარიამ თვითონ შემოთვალა მოდით დავილაპარაკოთ, პრემიერ - მინისტრს და გიორგი გახარიას უნდა შევხვედროდით და მოთხოვნები რაც აქ ხალხს აქვს გადაგვეცა და მათგან მოგვესმინა, როგორ რანაირად აპირებდნენ ამ ყველაფრის შესრულებას, მაგრამ გაზი გაუშვეს.

 

არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ აქ ყველა ადამიანი ვინმეს დაუჯერებს, აქ ყველა გაბრაზებულია, შეურაცხყოფილია. ვეხვეწეთ ამ ხალხს, რომ 15 წუთი გვაცალეთ, რომ შევიდეთ დაველაპარაკოთ და გადავცეთ თქვენი მოტხოვნები,“-აცხადებს უგულავა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხალხისგან შეხვედრაზე შესვლის თანხმობა მიიღეს, თუმცა ამ დროს პოლიციამ გაზი გაუშვა.

 

„რაც მთავარია ხალხს ვკითხეთ შევიდეთ თუ არა, ხალხმა გვითხრა შედით გავჩერდებითო, მაგრამ გაზი დაგვიშინეს ,“-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

 

ვაშაძის განცხადებით, შეკრებილი ხალხი არ დაიშლება.

 

„გადავკეტავთ მთელ ქალაქს,“ - განაცხადა მან.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.