მოვუწოდებ ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს „ქართული ოცნებიდან“, გაემიჯნონ ამ ძალადობას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ განაცხადა.

 

მარგველაშვილმა აქციის დროს დაშავებული მოქალაქებიის გამო მწუხარება გამოთქვა.

 

„მინდა მოვუწოდო ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს „ქართული ოცნებიდან“, გაემიჯნონ ამ ძალადობას, გაემიჯნონ ქართველი ახალგაზრდების, პატრიოტების ქუჩაში დევნას, სროლას და გამოყენებას ისეთი იარაღის, რის შედეგადაც დღეს ასობით ადამიანი არის დაზარალებული. გამოვხატავ ჩემს დარდს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაზარალებულია. მე არ ვაყენებ პოლიტიკურ მოთხოვნებს. მიმაჩნია, რომ დღეს მთავარია იმ ღირებულების დაცვა, რომ საქართველო რუსეთს არ მიიღებს, საქართველო არ შეეგუება რუსეთის ოკუპაციას, ქართული საზოგადოება არ შეეგუება რუსეთის დადგმულ სცენარებს პარლამენტში“,- აღნიშნა მარგველაშვილმა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.