გუშინ, პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც იყო პოლიციის და ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები,- ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

გახარიას თქმით, მზადდება მასალა და ყველას ექნება ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა რუსთაველზე თითოეული წამის სიზუსტით.

 

„გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო. მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი. გუშინ, პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც იყო პოლიციის და ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული. ძალადობაში, რომელმაც საბოლოოდ მიიღო პარლამენტის შტურმის სახე. ეს არის უმძიმესი, რამ რაც ამ ქვეყანაში უკვე ათწლეულებია არ მომხდარა. მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე, პარლამენტის შენობაზე მასში შეღწევის მიზნით და სამწუხაროდ, სიტუაცია დაიძაბა ისე, რომ პოლიციამ მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. ჩვენ საჯაროს გავხდით როგორ ვითარდებოდა რუსთაველზე მოვლენები“,- განაცხადა გახარიამ.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.