პოლიციამ მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები,- ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა. კითხვაზე, რამდენად პროპორციული ძალა იყო გამოყენებული პოლიციის მხრიდან რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე გახარიამ ასე უპასუხა: „მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე პარლამენტის შენობაში შეღწევის მიზნით და სამწუხაროდ, სიტუაცია დაიძაბა იმ დონეზე, რომ პოლიციამ მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება და ჩვენმა მოქალაქეებმა ეს ნახეს ეკრანებზე, იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. რა თქმა უნდა, არალეტალური. ჩვენ ყველაფერს წამების, წუთების მიხედვით ვამზადებთ და გავხდით საჯაროს როგორ ვითარდებოდა რუსთველზე მოვლენები.

 

გიორგი გახარიას თქმით, გუშინდელი დღე ძალიან მძიმე იყო და პოლიტიკურმა პარტიებმა მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი ძალადობაში გადაზარდეს.

 

„გუშინ იყო თბილისისთვის და ქვეყნისთვის ძალიან მძიმე დღე. მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი. გუშინ პოლიტკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც მიმართული იყო პოლიციის წინააღმდეგ, ინსტიტუტების წინააღმდეგ. ძალადობაში, რომელმაც საბოლოოდ მიიღო პარლამენტზე შტურიმის სახე. ესაა უმძიმესი რამ, რაც ამ ქვეყანაში უკვე ათწლეულებია არ მომხდარა“, -აცხადებს გიორგი გახარია.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.