ვცდილობ და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ვეცდები, თქვენს გვერდით ვიდგე, - ასე მიმართა მალხაზ მაჩალიკაშვიმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილ ახალგაზრდებს.

 

როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ის დღეს პარლამენტის წინ მებრძოლ ახალგაზრდებს, სულით გაუტეხავ ადამიანებს ხედავს.

 

„ძალიან მიყვარხართ ასეთები. თქვენი ყველა მოთხოვნა უნდა იყოს დაკმაყოფილებული. ამ ქვეყნის მომავალი თაობა ხართ, თქვენზე დგას საქართველო და არავის აქვს უფლება, თქვენ გადაგაბიჯონ! სახელმწიფოც, ხელისუფლებაც, მთავრობაც თქვენ ხართ. თქვენ ირჩევთ ხელისუფლებას, თქვენ ირჩევთ მთავრობას. შეგიძლიათ, გამოთქვათ თქვენი აზრი, სწორი და მართალი აზრი და ის უნდა იყოს გათვალისწინებული ყველგან და ყველაფერში. მეათე თვეა, ვებრძვი ამ უსამართლობას, აქ, კარვებში. წელიწადნახევარია, ჩემთვის დღევანდელ ხელისუფლებას არანაირი პასუხი არ აქვს. იმას ცდილობენ, რაღაც სიბინძურით, ტყუილით ადამიანებს რაღაც დააჯერონ. ამას მე არ დავუშვებ, თქვენთან და მხოლოდ თქვენთან ერთად! ამიტომ მე ყოველთვის მჯერა თქვენი გვერდში დგომის. ვცდილობ და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ვეცდები, ვიდგე თქვენ გვერდით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, გააძლიეროს მთელი ქვეყანა და ერი. მადლობა ყველას გულით, რომ ხართ ასეთ სულით გაუტეხავი და მებრძოლი ადამიანები!“, - მიმართა მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილებს.

 

აქციის მონაწილეები მალხაზ მაჩალიკაშვილს მთელი გამოსვლის დროს ტაშს უკრავდნენ.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.