საქართველოში გერმანიის ელჩი მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება. როგორც ჰუბერტ ქნირშმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა, დიალოგის შედეგად ხელმოწერილ დოკუმენტებში კონკრეტული სახელები და გვარები ნახსენები არ არის და ნებისმიერ მსურველს ამ დოკუმენტების წაკითხვა შეუძლია. ​

 

„ცხადია, რომ ამ შეთანხმებებში არ არის ნახსენები სახელები დ გვარები, მაგრამ უშუალოდ შეთანხმების შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ამასთან დაკავშირებით საჯაროდ განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებზე მათ დაასახელეს კონკრეტული სახელები და გვარები. შეთანხმება სწორედ ის გახლავთ, რაც გამოქვეყნდა. დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, პოლიტიკურ მოლაპარაკებებში კარგია, თუ ბოლოს მოხდება წერილობით ტექსტზე შეთანხმება და ეს იქნა მიღწეული. ეს ტექსტები გამოქვეყნდა და ყველას შეუძლია მათი ნახვა“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.