ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც თვითდაზიანებს იყენებს. ჩემი დაჭერა მისთვის ზიანი იყო, ჩემი გამოშვება მისთვისაც ზიანი იყო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საპატიმროს დატოვების შემსდეგ განაცხადა. მისივე თქმით, აქტიურობასა და პრინციპულობას აქვს ფასი და ყოველთვის შედეგს გამოიღებს.

 

უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არ არის მარტო და მის გვერდით არიან საერთაშორისო პარტნიორები.

 

„ბიძინა ივანიშვილი მენტალურად არის საბჭოთა, გეოპოლიტიკურად -რუსი, სოციალურად - აღზევებული მდაბიო და პერსონალურად -მატყუარა, ამიტომ არანაირი წინაპირობა არ არსებობს იმისთვის, რომ მან გააგრძელოს ქვეყნის მართვა. ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე დაინახეს, რომ აქტიურობასა და პრინციპულობას აქვს ფასი და ყოველთვის შედეგს გამოიღებს. საქართველო არ არის მარტო და ქვეყანა არ არის ჩალით დახურული და რაც არ უნდა ეცადოს ივანიშვილი ამას ვერ იზამს. ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო წნეხი და ჩვენ ვნახეთ საზოგადოების წნეხი. მინდა ჩვენს პარტნიორებს დიდი მადლობა ვუთხრა, ასევე, თითოეულ ადამიანს, ჩემს თანაპარტიელებს, სხვა პარტიების წარმომადგენლებს, რადგან ერთსულოვნება იყო და ზუსტად ამ ერთსულოვნებამ გამოიღო ის შედეგი, რომ ქართული საზოგადოების გვერდით დადგა საერთაშორისო საზოგადოება და იმ უტიფრობისა და ტყუილის ნიაღვარს, რასაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ძალუმად ვუსმენდით, დაუპირისპირდა მაინც სიმართლე და ის იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მას წინააღმდეგობა ვერ გაუწია, მათ შორის, მაგინებელმა ჩვენმა ძვირფასმა პრეზიდენტმა,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

 

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ბოიკოტი გაგრძელდება იმ შემთხვევაში თუ შეთანხმება ბოლომდე არ შესრულდება და გიორგი რურუა არ გათავისუფლდება. „არ არსებობს სანახევრო ფეხმძიმობა, არ არსებობს სანახევრო ხელშეკრულება. ჩვენ დახლზე არ ვართ და „ქართულ ოცნებას“ არ ვევაჭრებით და ჩვენი პარტნიორებიც ამით არ არიან დაკავებულები, განსხვავებით ივანიშვილისგან, რომელიც ტესტავს საკუთარ ხალხს და ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს,“- განაცხადა უგულავამ.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.