მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ამ პანდემიის დროს თვითიზოლაციაში მამყოფა და შემინახა, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მან ასევე მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ კარანტინის პერიოდში თვითიზოლაციაში იყო.

 

„ერთადერთი შემიძლია, ივანიშვილს მისთვის გასაგებ ენაზე ვუთხრა: როცა გეუბნებიან, რომ „ჩაინიკი“ ხარო, ერთი ადგილიდან ბოლი უნდა გამოუშვა. მთელმა მსოფლიომ უთხრა, რომ „ჩაინიკია“ და შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

 

მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ამ პანდემიის დროს თვითიზოლაციაში მამყოფა და შემინახა. „იმედზე“ სპეციალური რუბრიკა ვნახე ივანიშვილისადმი მადლობის და სადმე სოფო კილაძესა და წულუკიანს შორის ჩამაკვეხეთ, დიდი მადლობა მას ამისთვის“, - განაცხადა უგულავამ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.