"შეთანხმება შედგა, რომლის დეტალებასაც ყველა მხარე ეთანხმებოდა, მნიშვნელოვანია, რომ სრულად შესრულდეს", – ეს განცხადება კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა გააკეთა.

 

ადამ კინზინგერი გიორგი რურუას საქმეზე და რვა მარტის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე საუბრობს. კონგრესმენმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში მხარეებს შეთანხმების სრულად შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

ადამ კინზინგერმა პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და გიორგი რურუას კვლავ საპატიმროში ყოფნაზე ისაუბრა. კონგრესმენი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა, ხაზს უსვამს, რომ შეთანხმება ჯერ სრულად არ არის შესრულებული.

 

ადამ კინზინგერმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმების შესრულების შემდეგ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების საკითხი წინა პლანზე იქნება წამოწეული.

 

,,მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება სრულად შესრულდეს. არ დავიწყებ იმის განხილვას, რა გაკეთდა და რა არა. დემოკრატია რთულია. თუმცა, ჩანს, რომ მხარეები რეალური პროგრესისკენ მიდიან. ეს უნდა დავამთავროთ და წინ წავიდეთ, უფრო დიდი საკითხები გვაქვს გადასაწყვეტი, როგორიცაა კორონავირუსის შემდგომი განვითარება და მომავალი არჩევნები, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.

 

პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა, გიორგი რურუა კი კვლავ პატიმრობაში რჩება. სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შემდეგ, სტრატეგიული პარტნიორები რვა მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას და "მთავარი არხის" ერთ–ერთი მეწილის გათავისუფლებას ელიან.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.