Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.2897
EUR
3.8292
RUR
0.0427
GBP
4.196

Space-ის კოსმოსური ხომალდი Crew Dragon დედამიწაზე დაბრუნდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, NASA-ს ასტრონავტებმა რობერტ ბენკენმა და დაგლას ჰერლიმ ხომალდი ფლორიდის სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანეში წარმატებით დასვეს.

 

ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 45 წლის განმავლობაში, როცა ამერიკელი ასტრონავტები ოკეანეში საკუთარი ხომალდით დაეშვნენ. ამგვარად, NASA-სა და SpaceX-ის თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა და ამიერიდან, კოსმოსში ადამიანების გასაყვანად ამერიკული სააგენტო სწორედ ილონ მასკის კომპანის მიმართავს. სპეციალისტების თქმით, ეს ამერიკელი კოსმოსური პროგრამის ახალი ეპოქის დასაწყისია. აქამდე ამერიკელები რუსული ხომალდებით სარგებლობდნენ.

 

30 მაისს SpaceX-მა პირველად გააგზავნა ასტრონავტები კოსმოსში თავის ხომალდ Crew Dragon-ით. ეს პირველი შემთხვევა იყო ისტორიაში, როცა ფრენა კერძო კომპანიამ განახორციელა.

მეტეროლოგების პროგნოზით, საქართველოში უახლოეს დღეებში ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი და შესაძლოა, ნიშნულმა 42 გრადუსსაც გადააჭარბოს.

 

„ხვალაც, 8 ივლისსაც მაღალი ტემპერატურა იქნება. დღის ბოლოს იწყება ნალექი. განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში, აჭარისა და გურიის ტერიტორიაზე ველით შედარებით მნიშვნელოვან ნალექს. დღის მეორე ნახევრიდან, აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს“ - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგი, დავით ლოლაძე.

 

სპეციალისტების თქმით, სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის. ძლიერმა სიცხემ, შესაძლოა, გულისცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება გამოიწვიოს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, მაღალი ტემპერატურის დროს, აუცილებელია ბევრი სითხის მიღება და მზეზე გადაადგილებისგან თავის შეკავება.

 

„ასევე, თავი უნდა ავარიდოთ ფიზიკურ დატვირთვას. ან, თუ ფიზიკური დატვირთვა აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს უნდა მოხდეს დილით, ძალიან ადრე. თავი უნდა ავარიდოთ ალკოჰოლიან, ტკბილ და გაზიან სასმელებს. აუცილებლად უნდა გვეხუროს ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, უნდა ვატაროთ სათვალე“, - აცხადებს NCDC-ს არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ლელა სტურუა.

 

საქართველოს ტერიტორიაზე, კვირის ბოლოდან, შედარებით, აგრილდება. დროგამოშვებით იწვიმებს. ზოგან - ძლიერად. მოსალოდნელია ელჭექი და სეტყვაც.

7-8 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსი იქნება.

 

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 6-9 ივნისს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, თუმცა, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.

 

ჰაერის ტემპერატურა 7-8 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი.

 

ამასთან, თბილისში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

მეცნიერების ცნობით, ავსტრალიაში ტყის ხანძრების შედეგად დაახლოებით 3 მილიარდი ცხოველი დაიხოცა ან დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, კვლევა ბუნების მსოფლიო ფონდმა (WWF) ჩაატარა. მეცნიერებმა 11.46 მილიონი ჰექტარის ფართობის ტერიტორია შეისწავლეს, სადაც ხანძრები სექტემბრიდან თებერვლის ჩათვლით მძვინვარებდა.

 

მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ხანძრებამდე ტერიტორიის პოპულაციების შესახებ არსებულ ინფორმაციას ეყრდნობა. ანგარიში არ შეიცავს ინფორმაციას თევზებსა და კუებზე.

 

ავსტრალიის მთავრობამ ველური ბუნების აღსადგენად უკვე გამოყო $35 მილიონი, თუმცა გარემოს დამცველები მთავრობას კონსერვაციის კანონის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.

გასული თვე ციმბირში დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი ივნისი იყო. ამის შესახებ BBC იტყობინება. ​

 

კოპერნიკის ატმოსფეროს მონიტორინგის სამსახურში აღნიშნავენ, რომ საშუალო ტემპერატურა რეგიონში წელს 5 გრადუსით მაღალია. 20 ივნისს კი ჰაერი 38 გრადუსამდე გათბა, რაც არქტიკისთვის ახალი რეკორდია.

 

ტყის ხანძრების გამო ატმოსფეროში 59 მეგატონა CO2 გამოიყო, რაც ბოლო 18 წლის განმავლობაში რუსეთის რეგიონისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სიცხის ტალღამ არქტიკაში ყინულის დნობაც გამოიწვია.

 

ამასთან, ციმბირის დასავლეთ ნაწილში ტემპერატურა ჩვეულებრივზე დაბალია.

ამერიკელი და მექსიკელი მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტყეების გაჩეხვამ და ბრაკონიერობამ ცხოველების, ფრინველების და რეპტილიების სულ მცირე 515 სახეობა გადაშენების ზღვარზე მიიყვანა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ცნობით, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენს პლანეტაზე მეექვსე მასობრივი გადაშენების პროცესი მიმდინარეობს. ცოცხალი არსებები ბუნებრივ ტემპთან შედარებით დედამიწის ზურგიდან 100-ჯერ სწრაფად ქრებია. თუმცა წინა პერიოდებისგან განსხვავებით, როდესაც გადაშენება ბუნებრივი კატაკლიზმებით იყო გამოწვეული, ეს პროცესი ადამიანის აქტივობის შედეგია.

 

„მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში შევედით. ჩვენი კვლევის შედეგად გავარკვიეთ, რომ კრიზისი იმდენად სერიოზულია, რომ მომდევო 10-50 წელიწადში ჩვენი ქმედებები კაცობრიობის მომავალს განაპირობებს“, - ამბობს მექსიკის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ჯერარდო ცებალოსი.

 

იანვარში გაერომ ველური ბუნების გადარჩენის გეგმა წარადგინა. ანალოგიური გეგმა ორგანიზაციამ 2010 წელსაც შეადგინა, მაგრამ მსოფლიომ მასში გაწერილი პირობები ვერ შეასრულა, ამიტომ ახლა პლანეტაზე სახეობების გადაშენების უპრეცედენტო ტემპი ფიქსირდება, საფრთხეშია ეკოსისტემები, რაც ადამიანის ცხოვრებაზე ძლიერ გავლენას ახდენს.

ვიეტნამის მთავრობამ გადაწყვიტა, ქვეყანაში ველური ბუნების სახეობებით ვაჭრობა აკრძალოს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

ვიეტნამის პრემიერ-მინისტრის, ნგუენ სუან ფუკის განცხადებით, განადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირებას ისახავს მიზნად.

 

ცვლილება ცხოველების სხეულის სხვადასხვა ნაწილებით, მათ შორის, პანგოლინის ქერცლით, მარტორქის რქებითა და სპილოს ძვლებით ვაჭრობასაც კრძალავს.

 

მეცნიერების ვარაუდით, ახალი კორონავირუსის ადამიანებზე გავრცელების ერთ-ერთი წყარო სწორედ ველური ბუნების სხვადასხვა სახეობებია და ამ მხრივ, განსაკუთრებით საშიში ის ქვეყნები და რეგიონებია, სადაც ამ სახეობებით ვაჭრობენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივნისამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

 

ამასთან, საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა, ასევე მაღალი ტემპერატურის ფონზე მყინვარების ინტენსიურმა დნობამ, შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ისტორიაში პირველად SpaceX-მა და NASA-მ კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდი Crew Dragon გაუშვეს. SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ორი ასტრონავტის გაგზავნა.

 

შეგახსენებთ, რომ ასტრონავტების გაშვების პირველი მცდელობა 28 მაისს უამინდობის გამო გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს Space Shuttle-ის პროგრამის დახურვის შემდეგ, ეს ამერიკიდან ასტრონავტების კოსმოსში გაშვების პირველი შემთხვევა იქნება.

 

SpaceX-ი პირველი კერძო კომპანია გახდა, რომელმაც ადამიანები კოსმოსში გაგზავნა.

 

შვედმა მოზარდმა, ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა ქველმოქმედ გალუსტ გიულბენკიანის სახელობის პრემია მოიპოვა. გიულბენკიანის ფონდი მას ერთ მილიონ ევროს გამოუყოფს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

კონკურსის მიზანი იყო, გამოევლინათ ადამიანი, ადამიანთა ჯგუფები ან ორგანიზაცია მთელი მსოფლიოდან, რომელთაც წვლილი შეაქვთ კლიმატის ცვლილების შემცირებაში და გადმოირჩევიან ინოვაციური ხედვით.

 

კონკურსის ჟიურის წევრები აცხადებენ, რომ ის „თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო, ქარიზმატული და ინსპირირებული ფიგურაა, რომლიც დამაჯერებლად იბრძვის არსებული ვითარების შესაცვლელად.

 

გალუსტ გიულბენკიანის სახელობის პრემია 1956 წლიდან გაიცემა და მიზნად ხელოვნების, ქველმოქმედების, მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციას ისახავს.

 

გრეტა ტუნბერგი შვედი გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების მოწინააღმდეგე აქტივისტია, რომლის მიერ წამოწყებულმა „სასკოლო გაფიცვებმა“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

 

2019 წელს, ჟურნალმა „Time-მა“ ის წლის ადამიანად დაასახელა. ასევე 2019 და 2020 წლებში ნობელის პრემიაზე იყო ნომინირებული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ივნისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

 

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში თბილისში ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს.

 

ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

ლიდსის უნივერსიტეტისა და დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარებმა, შეიმუშავეს თეორია, იმის ასახსნელად თუ რატომ მოძრაობს ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი კანადადან რუსეთის მიმართულებით.

 

PHYS. ORG-ის ინფორმაციით, პოლუსის გადაადგილების ასახსნელი მიზეზის თეორია ფილიპ ლივერმორს, კრისტოფერ ფინლს და მეთიუ ბეილიფს ეკუთვნით.

 

დედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი 1830 წელს აღმოაჩინა ჯეიმს კლარკ როსმა.

 

იმ დროისთვის ის იყო კანადაში, ნუნავუტის ტერიტორიაზე.

 

მას შემდეგ მეცნიერები თვალყურს ადევნებენ მის ძალიან ნელ მოძრაობას. 1990-იან წლებში მან სიჩქარეს მოუმატა და კანადიდან ციმბირის მიმართულებით ინაცვლებს.

 

პოლუსის მოძრაობამ გამოიწვია ინტერესი მედიაში, რადგან ის აიძულებს ცვლილებებს სანავიგაციო სისტმებს და სმარტფონებს, რომლებიც მას ფოკუსურ წერტილად იყენებენ.

 

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ბირთვისა და მანტიის საზღვარზე ორი უარყოფითი მაგნიტური ნაკადი მიედინება. ისინი დამატებით ვარაუდობენ, რომ ბირთვში მდნარი ლითონის ნაკადის ცვლილებები იწვევს ცვლილებას მაგნიტური ნაკადის ნაწილაკებში.

 

პოლუსის პოზიცია განისაზღვრება იმის მიხედვით, რომ როდესაც ერთი ნაწილი იძენს ძალას, მეორე კარგავს, რის შედეგადაც პოლუსი უფრო ძლიერად გადაადგილდება, რისი შედეგიაა გამუდმებული ომი ორ ნაწილაკს შორის. ამჟამინდელი მოძრაობაც ერთ-ერთი ნაწლიკითაა განპირობებული.

 

მკვლევარებმა შეიმუშავეს თეორია 20 წლის სატელიტური მონაცემების შესწავლის შემდეგ, რომელიც დედამიწის მაგნიტური ველის ევოლუციური ფორმის გასაზომად სჭირდებოდათ.

 

თეორიის შემუშავების შედეგად შექმნეს მოდელი, რომელიც პოლუსის ისტორიულ მოძრაობას შეესაბამება და გამოიყენეს ის მომავალი გზის გასაგებად. მან აჩვენა, რომ რუსეთისკენ მიმავალი ბოძები ამჟამინდელ სწრაფ ტემპს შეინარჩუნებს და საბოლოოს ციმბირის ნაწილს გადალახავს. მოდელს არ შეუძლია რაიმე შეფასების გაკეთება შორეულ მომავალზე.

არქივი

« « » » September 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?