Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.1813
EUR
3.4778
RUR
0.0406
GBP
3.9629

გაეროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსოფლიოს საკვები პროდუქტების დეფიციტი ემუქრება. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე მუშახელის დეფიციტის გამო სოფლის მეურნეობის მწარმოებელმა ქვეყნებმა შესაძლოა ხორბლის, ბრინჯისა და სხვა პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვაზე იფიქრონ.

 

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ორგანიზაციის ექსპერტის, მაქსიმო ტორეროის თქმით, პრობლემის წინაშე მსოფლიო შესაძლოა უახლოესი კვირების განმავლობაში დადგეს. მაგალითისთვის, ყაზახეთმა უკვე შეაჩერა ხორბლის ფქვილის, წიწიბურისა და ბოსტნეულის ექსპორტი. ბრინჯის ექსპორტი დროებით შეწყვიტა ვიეტნამმაც.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში ონლაინგაყიდვებიც შეწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები საკვების გარდა, ინტერნეტით ვერაფერს შეუკვეთავენ.

 

საქართველოში ეს შეზღუდვა ორი დღის წინ, მთავრობის 30 მარტის დადგენილებით შევიდა ძალაში და საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე იმოქმედებს.

 

წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია (იურიდიული პირი) 15 ათასი ლარით ჯარიმდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმდება ან/და საქმიანობის უფლება ეზღუდება.

საკარანტინო რეჟიმის მეორე დღეს, ქვეყნის მასშტაბით, ყველა დიდი ქალაქის შესასვლელთან სპეციალური გამშვები პუნქტები მოქმედებს. გამკაცრებულია ზომები როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

 

ზუგდიდსა და ფოთში ამ დროისთვის 9 ბლოკ პოსტია განთავსებული. ადგილზე კონტროლი 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

 

საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო გუშინ დღის ბოლოს ახალციხის შესასვლელშიც კონტროლდება მოქალაქეთა გადაადგილება. იქ იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ადგილზე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

 

31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმედდა.

 

საქართველოში კორონავირუსის 110 შემთხვევა დადასტურდა.

 

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 23 ადამიანი განიკურნა.

არავის არაფერი აუკრძალია, მაგრამ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მივიდეთ მაინც ჯანდაცვის სამინისტროში, ან დაავადებათა კონტროლის ცენტრში, დავინტერესდეთ რა პირობებია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლების და ჩვენი კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოება დავიცვათ და ამის შემდგომ მივიდეთ შესაბამის შტაბში და მივიღოთ ეს ნებართვა მუშაობის, არანაირი პრობლემა აქ არ არსებობს და ვერ იარსებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ონლაინ შესყიდვებზე საუბრის დროს განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის ძირითადი ამოცანაა, მაქსიმალურად შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და გადავიდეთ მომსახურეობის დისტანციურ ფორმებზე.

 

„ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, მომსახურეობის სფერო არის ის სფერო, სადაც ადამიანები ყველაზე დიდი რაოდენობით მოძრაობენ, როგორც „ბექში“, ასევე ყველაზე მეტი შემხებლობა აქვთ კლიენტთან, ჩვენს მოქალაქესთან. ამიტომ, აქ, სახელმწიფოზე დაკისრებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, ისევე, როგორც ბიზნესის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ელემენტარული პროცესების და უსაფრთხოების პირობების დაცვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, პირადად მე ვიძლევი გარანტიას, რომ უახლოეს პერიოდში, დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას. საერთოდ, ჩვენ ამ მძიმე საკარანტინო პირობებზე ვსაუბრობთ, რაღაც შეზღუდულ პერიოდზე. ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, ჩვენი ფინანსური რეზერვი არ არის დიდი, ჩვენ არ ვართ, სამწუხაროდ, არც ბრიტანეთი და არც გერმანია, რომ თვეები ვაფინანსოთ ჩვენი მოქალაქეების სამწუხაროდ სახლში ჯდომა. ჩვენ ყველას ერთად, რამდენადაც გამომწვევი არ უნდა იყოს ეს სიტუაცია, მოგვიწევს შრომის დაწყება და ეს პერიოდი დადგება ძალიან მალე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მთავრობის ძირითადი პრინციპია - მინიმალური ზიანი ეკონომიკას.

 

„ჩვენ, გვინდა თუ არ გვინდა, ყველა შემთხვევაში ვსაუბრობთ ბიზნესზე, სამუშაო ადგილებზე, ეკონომიკაზე, მაინც გამოვდივართ COVID-19-დან იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ბრძოლა, რომელშიც ახლა ვართ. მთავარია სულისკვეთება. ჩვენი ძირითადი პრინციპი გახლავთ მინიმალური ზიანი ეკონომიკას. მაგრამ, რამდენჯერმე ვთქვით, რომ ეს არის შეზღუდვები, რომელიც საჭიროა დღეს და არის დროებითი. პირდაპირ და ღიად ვამბობთ, ჩვენი ამოცანაა, ამ პირობებშიც, როდესაც ქვეყანაში არის კარანტინის საკმაოდ მძიმე ფორმა გამოცხადებული, მაგრამ ეს არ არის სრული კარანტინი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები იმ დარგებში, რომლებიც დაშვებულია, სამსახურშიც მოძრაობენ, მათ გადაადგილების არანაირი პრობლემა არ აქვთ. დღეს, ევროპის უმრავლეს დედაქალაქში, უბრალოდ სახლიდან გამოსვლა არის წუთებით შეზღუდული და ამას, სპეციალური ნებართვები სჭირდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მსხვილი სისტემური საწარმოები, რომლის გაჩერებაც სერიოზული დარტყმა იქნება ეკონომიკისთვის, რა თქმა უნდა, გააგრძელებენ მუშაობას.

 

„მათ ექნებათ კონკრეტული პირობები უსაფრთხოების და პირველ რიგში, ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის ნაწილში. ისინი იღებენ ამ პასუხისმგებლობას, რომ დააკმაყოფილებენ, დაწყებული ტრანსპორტირებით თავიანთი თანამშრომლების, შემდგომ შრომის პირობებით ადგილზე, მათი ჯანმრთელობის კონტროლით, ტემპერატურული სკრინინგით და კიდევ ბევრი რამით. ამ პირობებში, სისტემური საწარმოები აგრძელებენ მუშაობას და ეს ეკონომიკის საკმაოდ დიდი ნაწილია“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

მან ასევე ისაუბრა მშენებლობის სექტორსა და სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

 

„გარდა ამისა, ჩვენ ვამბობთ, რომ მშენებლობის სექტორი და საერთოდ, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელზეც პირდაპირ არის დამოკიდებული პოსტ კრიზისულ პერიოდში ეკონომიკა როგორ სწრაფად განვითარდება, რა თქმა უნდა, ასევე აგრძელებენ ფუნქციონირებას, მაგრამ იგივე, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის პირობების სრული დაცვით. ისევე, როგორც სისტემურ დარგებთან ჩვენ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და მათ საქმიანობაშიც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი არ შეეშალოთ. მაგრამ, ამასთან ერთად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დისტანციური მომსახურეობის ზოგიერთი ფორმა მოითხოვს ბექ ოფისში საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანების შრომას. ჩვენ ყველა მივესალმებით იმას, რომ დიდი სავაჭრო ქსელები დისტანციურ მომსახურეობაზე გადალაგდნენ და ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამას, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, როგორც საკანონმდებლო დონეზე, გარკვეული შეღავათების დონეზე და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ის ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს- ამის შესახებ ილია მეორის მიმართვაში წერია, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

 

პატრიაქრის მიმართვაში ასევე წერია, რომ მორწმუნეთა იმ ნაწილს, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე მათ, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, შეუძლიათ სახლში დარჩნენ.

 

„ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ.

 

მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს.

 

სასულიერო პირთათვის ღვთისმსახურების აღსრულება სამღვდელო მოვალეობის განუყოფელი ნაწილია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ერისთვის.

 

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა:

 

– ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები:

 

– ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია;

 

– საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც;

 

– საერთოდ, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში;

 

– მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე;

 

– სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები;

 

– მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს.

 

ყოვლადწმინდა სამება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდათა დასი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს, განსაცდელში მყოფ თითოეულ ადამიანს. ილოცეთ და გაძლიერდით!

 

„უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“,- აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. შესაბამისი განცხადება გიორგი გახარიამ საკოროდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

 

„მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და განსაკუთრებით თბილისელებს გადავუხადო მადლობა იმ გაგებისთვის, რომლითაც ისინი მოეკიდნენ გუშინდელი დღის, განსაკუთრებით 21 საათის შემდგომ თბილისში და საერთოდ საქართველოს მასშტაბით ღონისძიებებს. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ აჩვენებს, თუ როგორ გვაქვს ჩვენ ერთობლივად აღქმული სწორად ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი საერთოა. არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის და პირველ რიგში, ეს გახლავთ პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ. პირველ რიგში, ეს გახლავთ პასუხისმგებლობა ჩვენი მშობლების, ჩვენი უფროსი თაობის მიმართ. ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას“, - განაცხადა გახარიამ.

მომხმარებლებს, რომელთა მარტის თვის ბუნებრივი გაზის ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს და უკვე დაფარეს გადასახადი, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა სააბონენტო ბარათებზე დაუბრუნდებათ- ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

 

როგორც კომპანიაში განმარტავენ, აბონენტებს, რომელთაც ეს შეღავათი ეხებათ და თანხა ჯერ არ დაუფარავთ, არ მოეთხოვებათ მისი გადახდა და შესაბამისად, ბუნებრივი გაზით მომარაგება არ შეუწყდებათ.

 

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება კომუნალური გადასახადების დაფინანსებას, გაცნობებთ, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომლებიც თვის განმავლობაში მოიხმარენ 200 და ნაკლებ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში საქართველოს მთავრობა სრულად აუნაზღაურებს მოხმარებული გაზის საფასურს ზემოაღნიშნული მოცულობის ფარგლებში.

 

მომხმარებლებს, რომელთა მარტის თვის ბუნებრივი გაზის ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს და უკვე დაფარეს გადასახადი, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათებზე და გამოყენებული იქნება მომდევნო პერიოდის დავალიანების დასაფარად. ხოლო იმ მომხმარებლებს, რომლებსაც მარტის თვის გადასახადი (ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს) მიმდინარე პერიოდისათვის დაფარული არ აქვთ, არ მოეთხოვებათ მისი გადახდა და შესაბამისად, ბუნებრივი გაზით მომარაგება არ შეუწყდებათ.

 

აღნიშნულში არ იგულისხმება თანადაფინანსება, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლები, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში მოიხმარენ 201 კუბურ მეტრ და მეტი მოცულობის ბუნებრივ გაზს, თავად უზრუნველყოფენ საფასურის ანაზღაურებას სრულად.

 

აღნიშნული არ ეხებათ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს და ისინი მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს ფარავენ სრულად“, – აცხადებენ კომპანიაში.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ნაწილს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი 3 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება.

ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან სამშობლოში კიდევ 102 მოქალაქე დაბრუნდა.

 

საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანას. თბილისის აეროპორტში ჩარტერული რეისი ამ წუთებში დაეშვა. ავიარეისი ავიაკომპანიამ „Myway Airlines” განახორციელა. ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან სამშობლოში გამოემგზავრა საქართველოს 102 მოქალაქე, მათ შორის საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლები, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.

 

ჩარტერით გამომგზავრების საფასური ერთ მგზავრზე შეადგენდა 100 ევროს. ბულგარეთიდან ჩარტერით ჩამოსული პირები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს სამშობლოში გაივლიან.

 

ეს არის ბულგარეთიდან ჩვენი მოქალაქეების ორგანიზებულად გამომგზავრების მე-2 ეტაპი (დაახლოებით 2 კვირის წინ 90-მდე მოქალაქე სახმელეთო გზით დაბრუნდა სამშობლოში). დღევანდელი რეისის შესრულებამდე, საქართველოს საელჩომ ბულგარეთში დახმარება აღმოუჩინა საქართველოს 100-მდე მოქალაქეს (თავშესაფრის უზრუნველყოფით, მედიკამენტებით, საკვებითა და პირველადი საჭიროების პროდუქტებით).

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, - ამის შესახებ საქართველოს პრმეიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც.

 

„აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადი. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა.

 

საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 22 ადამიანი განიკურნა.

იმ აბონენტებს, რომლებმაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი და მოხმარებული ჰქონდათ ბუნებრივი გაზი არაუმეტეს 200 კუბური მეტრისა, სუბსიდიის თანხა პირად ბარათზე აესახებათ- ამის შესახებ ინფორმაციას „სოკარ ჯორჯია გაზი“ ავრცელებს.

 

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ აბონენტებს, რომელთაც მიმდინარე წლის მარტი, აპრილი და მაისის თვეში ექნებათ ბუნებრივი გაზის მოხმარება თვეში არაუმეტეს 200 მ3-სა, ფაქტობრივად მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს დაფარავს სახელმწიფო. იმ აბონენტებს, რომელთაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი და მოხმარებული ჰქონდათ ბუნებრივი გაზი არაუმეტეს 200 მ3-სა, სუბსიდიის თანხა აესახებათ პირად ბარათზე. სუბსიდიის თანხა არ ეხება წინა თვეების დავალიანებისა და გაზიფიკაციის თანხის დაფარვას. „სოკარ ჯორჯია გაზი“ ელოდება ამ გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმების დაზუსტებას“-წერია განცხადებაში.

 

მანამდე ანალოგიური განცხადება „თბილისი ენერჯიმაც“ გაავრცელა

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ნაწილს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი 3 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მთავრობა საპატრიარქოსთან შეთანხმებით დაგეგმავს, როგორ ჩატარდება აღდგომის დღესასწაული. კითხვაზე, მაშინ, როდესაც 3 კაცზე მეტის შეკრება საგანგებო მდგომარეობის გამო იკრძალება, როგორც ჩატარდება აღდგომის დღესასწაული და აქვს თუ არა კოორდინაცია მთავრობას საპატრიარქოსთან, გომელაურმა ასე უპასუხა:

 

„საპარიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად მთავრობა. გავიარეთ სხვადასხვა მიმართულებით საკითხები. აღდგომა მოდის, თუმცა ჯერ ორი კვირაა იქამდე. ამაზე შევჯერდებით თუ როგორი ფორმით და როგორ ჩატარდება ყველაფერი. ველოდებით! ორ კვირაში რა იქნება არავინ იცის, მსოფლიოში არავინ იცის და ჩვენთან წინასწარ ვერ დავგეგმავდით ნამდვილად“, - განაცხადა გომელაურმა.

მთავრობა დაეხმარება მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების შედეგად სამსახური დაკარგეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

 

„ჩვენ გვესმის, რომ უნდა მოვახდინოთ თითოეული ჩვენი იმ მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და მას შემდგომ, რაც ამ იდენტიფიცირებას მოვახდენთ, ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი ასევე პირდაპირი დახმარებისთვის”, - 

 

საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 22 ადამიანი განიკურნა.

 

ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმშია 5 106 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 294 მოქალაქე რჩება. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ევროკავშირი

არქივი

« « » » April 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?