Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9781
EUR
3.3
RUR
0.0467
GBP
3.8549

დეკანოზი შალვა კეკელია მეუფე პეტრეს განცხადებას ეხმაურება და მას „ცრუ პეტრეს“ და „პატრიარქის მოწინააღმდეგეს“ უწოდებს.

 

„მეუფე პეტრე არის ცრუ, პატრიარქის მოწინააღმდეგე, ეკლესიაში შფოთის შემომტანი, " სიმართლის მანტიაში გახვეული", ორპირი, მე თვითონ ვიყავი ქაშვეთის ეკლესიაში და წმიდა გიორგის ხატთან პარაკლისი გადავიხადე მომიტინგეებთან და პოლიციელებთან ერთად. 7 ნოემბერსაც და 26 მაისსაც ხალხის გვერდზე ვიყავი, ცრუ პეტრე სად იყო? მე ვიცი "ნაცების" ფულით რეზიდენციას აშენებდა და მათ წინააღმდეგ ხმას როგორ ამოიღებდა, ახალაიებს რომლებიც მიტინგების დარბევას ხელმძღვანელობდნენ გმირებად მოიხსენიებს და ახლა გახდა ხალხის გულშემატკივარი, მანახეთ მისი ერთი განცხადება, როცა ხალხი უმოწყალოდ სცემდნენ, ასახიჩრებდნენ, ხოცავდნენ...ციხის საშინელი კადრების შემდეგ, რამაც მთელი ქვეყანა შეძრა, სად იყო "მართალი მეუფე პეტრე", დღეს გააცნობიერა და შეინანა? სირცხვილი... მინდა "პროფესიონალ" ჟურნალისტებს ვკითხო! ამ კითხვებს რატომ არავინ უსვამთ?. "მირჩევნია სიმართლისთვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილით გავმართლდე", - აცხადებს შალვა კეკელია.

 

შეგახსენებთ, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეების დაშლის დროს, ქაშვეთის ტაძარი დაკეტილი იყო.

აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი ამ დრომდე რჩება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა ვარაზისხევი გადაკეტეს და ავტომობილებს მოძრაობის საშუალებას არ აძლევენ. რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან არსებულ სიტუაციას, იქ მხოლოდ პოლიცია რჩება.

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისიდან დროშა და ბანერი ჩამოხსნეს. ისინი ამ წუთებში დროშას წვავენ. მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეებისკენს სპეცრაზმი მიემართება.

აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში აღარ იმყოფებიან. მათი ნაწილი სამართალდამცველებმა დააკავეს, ნაწილი კი - გაიქცა.

 

მანამდე აქციის მონაწილეები რამდენიმე ქუჩაზე იმყოფებოდნენ, კერძოდ, მელიქიშვილის გამზირზე, კოსტავას გამზირზე, ვარაზისხევში და მიმდებარე ქუჩებზე.

 

საავტომობილო მოძრაობა ამ წუთებში ყველა ქუჩაზე აღდგენილია.

 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. სიტუაციის დაძაბვის შემდეგ პარლამენტში მივიდნენ პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები. აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოყვანილ იქნა სპეცრაზმი. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის რამდენიმემ თვალი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია თითქმის სრულად დაშალეს. დემონსტრანტების მცირე ნაწილმა ცოტა ხნით გმირთა მოედანზე გადაინაცვლა, შემდეგ კი უნივერსიტეტისკენ გაემართა.

 

ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ მხოლოდ სპეციალური დანიშნულების რაზმი იმყოფება, რომელიც ნელ-ნელა ტოვებს ტერიტორიას. პარლამენტის შენობის წინ და ფილარმონიასთან მხოლოდ პოლიციელები იმყოფებიან.

ხელისუფლება, ნეტავ, ვისი გული გაახარე?! - ასე ეხმაურება დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.

 

„ეზეკიელ წინასწარმეტყველი ამბობს: ვინც ხალხის წინააღმდეგ აღმართულ მახვილს დაინახავს და საგანგებოდ ბუკს არ დასცემს, მე უფალი, საბაოთი, მას ვაზღვევინებ დაღუპულთა სულებს! ყოჩაღ ხელისუფლებავ! როგორი მოშურნეობით აღასრულე პატივმოყვარეობისა და ძალაუფლების ვნებით შეპყრობილმა შენი ხალხის სისხლისღვრა! ასე გადაწყვიტე შენს ხალხში არსებული ეროვნული ღირსებისადმი პასუხმიგება? დღეს, 9 აპრილი გაგვახსენე, როგორ ნადირობდა მტრის სადამსჯელო რაზმები თავისუფლებისათვის მებრძოლი ჩვენი ხალხის მიმართ. ნეტავ, ვისი გული გაახარე?! არ აღმოგაჩნდა პოლიტიკური სიმწიფე, არ აღმოგაჩნდა პასუხისმგებლობა ოდესღაც ნდობით გამსჭვალული, მწარე სვე-ბედისგან დათრგუნული შენი ხალხის მიმართ. რა გითხრა დღეს ქართველმა ხალხმა. სამართლიანად მოგკითხა და გითხრა: ჩემი სამშობლოს მტრის და ოკუპანტის სახე რატომ მანახე ჩემი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალის სავარძელში დაბრძანებული. ხალხმა გამოავლინა სახელმწიფოებრივი აზროვნება, შიშველი ხელებით საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვისათვის გამოვიდა და პასუხისმგებლობითა და მზრუნველობით მოპყრობის ნაცვლად, ბარბაროსული მეთოდებით მიმართე ძალის დემონსტრირებას. ნუთუ, ვერ ხვდები რომ უსამართლობას და ბოროტებას დასასრულიც შესაბამისი აქვს“, - წერს მეუფე ზენონი სოციალურ ქსელში.

გმირთა მოედანთან პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა, დაშავებულია რამდენიმე სამართალდამცველი. ახალგაზრდების ჯგუფმა პოლიციელებს ქვები და ხელკეტები ესროლა, ადგილზე გამოჩნდა სპეცრაზმი.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული 16 ადამიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც "გლობალპრესს" რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, მათთან შეყვანილი პაციენტებიდან 4 გაწერეს. დამატებით კომენტარს კლინიკაში არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ დამატებითი ინფორმაციისთვის ჟურნალისტებმა პრესსამსახურს ხვალ უნდა მიმართონ..

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის მისამართით ფოიერვერკები ისროლეს, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზით უპასუხა.

 

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ისევ ძლიერი დაკვამლიანებაა. სამართალდამცველები ლესია-უკრაინკას ქუჩამდე ჩასვლას და გზის გადაკეტვას აპირებენ.

დემონსტრანტების ჯგუფსა და პოლიციელებს შორის ფილარმონიასთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მათ პოლიციის მანქანა მოატრიალეს. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები და ხელკეტები ესროლეს.

 

დემონსტრანტები ვარაზისხევიდან რუსთაველისკენ მიდიოდნენ და გზის გადაკეტვას აპირებდნენ, თუმცა პოლიციელებმა მათ გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან დაშავებული პოლიციელები ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან კაკავამ საავადმყოფოში მოინახულეს.

 

როგორც "გლობალპერესს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დაშავებული პოლიციელები თბილისის რამდენიმე კლინიკაში გადიან სტაციონარულ მკურნალობას. ზუსტი რიცხვი, რამდენი სამართალდამცველია დაშავებული ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის მიზნით სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი მოქალაქეების მიმართულებით კიდევ ერთხელ გაუშვეს. ცრემლსადენი გაზით მოწამლული მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ადგილას არიან განლაგებულები, ასვე ისმის სავარაუდოდ, რეზინის ტყვიის გასროლის ხმა

 

ამასთან, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დაკავებულები სამართალდამცველებმა საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს. ისინი, სავარაუდოდ, პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ.

 

ამ დროისთვის კი რუსთაველზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. პოლიცია პროტესტის მონაწილეების დაშლას წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს. არიან დაშავებულები, მათ შორის , სამუშაო პროცესის დროს დაშავდნენ ჟურნალისტები.

 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

არქივი

« « » » November 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?