Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0651
EUR
3.5049
RUR
0.0431
GBP
3.8715

ის პროგრამა, რომელიც ჩვენ გვქონდა ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ორგანიზებულად ევროპიდან გამოსაყვანად, ორშაბათიდან გაგრძელდება და რეისების რაოდენობა იქნება ბევრად უფრო ფართო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

„ორშაბათს გვექნება პირდაპირი სია, რომელი დედაქალაქიდან, რომელი ქვეყნიდან, რა სიხშირითა და რა რიცხვში იქნება დანიშნული ეს შეღავათიანი რეისები. ამაში ჩვენს მოქალაქეებს, ემიგრანტებს ბილეთში არა ის კატასტროფული ციფრები, რომელსაც დღეს ასახელებენ, არამედ, 200 ევროზე მეტი არ ექნებათ გადასახდელი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაავალა, 6 ივლისისთვის უკვე არსებობდეს ფრენების კონკრეტული განრიგი, ბილეთების მოქალაქეებისთვის მისაღები ფასებით.

1-ლი ივლისიდან ტრენინგ ცენტრები იხსნება - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

 

რაც შეეხება ფიტნეს დარბაზებისა და აუზების გახსნის ზუსტ თარიღსა და რეკომენდაციებს, მისი განმატებით, ამის შესახებ დეტალები საკოორდინაციო საბჭოზე იქნება ცნობილი.

 

„ჩვენ ამ დარგთან გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია და მათთან საბოლოოდ დასკვნით ფაზაში ვართ, რომ შევაჯეროთ ისეთი რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც მათ შეეძლებათ და ამასთანავე მაქსიმალურ პრევენციას გაითვალისწინებენ და საკოორდინაციო საბჭოზე უახლოეს პერიოდში გადაწყდება ის თარიღი, თუ როდის შეძლებენ ისინი ოპერირებას. რეკომენდაციები იქნება: სადეზინფექციო სამუშაოები, შეზლონგების გამოყენებისას შესაბამისი დეზინფექციის განხორციელება ყოველი გამოყენების შემდგომ, ასევე პირსახოცები, რომელიც ერთჯერად შეფუთვაში უნდა იყოს და შესაბამისი რეცხვის პროტოკოლები იქნება, გაწერილი რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

როგორც ადრე ვთქვი, გიორგი გაბუნიას ურჩევნია დადგეს მუხლებზე და პატიება ითხოვოს, – ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა.

 

კადიროვი ქართველი ჟურნალისტის ლიკვიდაციის შეკვეთას უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ მისგან მიღებულ დავალებებს ყოველთვის ასრულებენ.

 

რუსული სიკვდილის ბრიგადები - რეჟიმის მიერ შეკვეთილი მკვლელობები 2020-06-16 რუსული სიკვდილის ბრიგადები - რეჟიმის მიერ შეკვეთილი მკვლელობები დღევანდელი ქართული პოლიტიკა მკვდარია, ზუსტად ისევე, როგორც უკრაინული. ნაცვლად იმისა, რომ ამ ქვეყნების მთავრობები ხალხზე ფიქრობდნენ, სულელურ განცხადებებს აკეთებენ.

 

ამჯერად თქვეს, რომ კილერი დააკავეს, რომელიც კადიროვის დაკვეთით ქართველ ჟურნალისტზე გეგმავდა თავდასხმას. ბატონებო, დამიჯერეთ, რომ თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის ამ დავალებას ასრულებს და თუ დავალების შესრულება ჩუმადაა საჭირო, ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს იგებს“, – დაწერა ჩეჩნეთის ლიდერმა სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“.

 

კადიროვმა გიორგი გაბუნიას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაბუნია ჩეჩნეთის ლიდერის პირადი მტერი გახდება.

 

„გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს. მან შეურაცხყოფა მიაყენა არა ერთ ადამიანს, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქეს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები ამ ადამიანის აღსაზრდელად. პირადად ამ ადამიანს კი მოვუწოდებ, სწორი დასკვნები გამოიტანოს და ჭკუას მოუხმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩემი პირადი მტერი გახდება“, – აცხადებს კადიროვი.

 

ცნობისთვის გუშინ, 15 ივნისს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა.

 

მისივე თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო.

ქუთაისის შემოვლითი გზის 19-კილომეტრიან მონაკვეთზე, ახალი ორი ზოლის მშენებლობა დასრულებულია და დღეიდან მოძრაობა როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით, ცალმხრივი ხდება, - ახლად აშენებული გზა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გახსნა.

 

გზის დარჩენილი 22.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც ქუთაისის შემოვლითი გზა სრულად ოთხზოლიანი და ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას და შესაძლებელს გახდის ამ გზით სარგებლობას ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით. შემოვლითი გზა განტვირთავს ქუთაისს დასავლეთის მიმართულებით მიმავალი ავტომანქანების ნაკადისგან და შემცირდება მგზავრობის დრო.

 

„ამ გზაზე უსაფრთხოების თემა ყოველთვის აქტუალური იყო და ამიტომ გახდა ეს გზა ცალმხრივი და გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს მოქალაქეებს. დღეს გაიხსნა ამ გზის 19-კილომეტრიანი მონაკვეთი, წლის ბოლომდე ეს გზა ფაქტობრივად სრულად გაიხსნება, რაც კომფორტთან ერთად, უსაფრთხოების დიდი გარანტი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ქვეყნის სტუმრებისთვის. ეს არის ერთმნიშვნელოვნად უმნიშვნელოვანესი კვანძი წითელი ხიდი-სარფის მაგისტრალისა და წელს ამ მაგისტრალის 70 კილომეტრი გაიხსნება, რაც დროის ეკონომიასთან ერთად მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების გარანტიაც იქნება. ერთ კვირაში გავხსნით სამტრედია-გრიგოლეთის კიდევ ერთ მონაკვეთს, ამ ზაფხულს, შემოდგომამდე გავხსნით ხაშურის შემოვლით გზას, რომელიც უდიდესი დისკომფორტის შემქმნელი იყო ჩვენი მოსახლეობისთვის წლების განმავლობაში და ახალ წლამდე, ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 70 კილომეტრს გავხსნით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, საქართველოს მთავრობამ ახალი 2 ზოლის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსა, რომელიც სრულად 2020 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება 200 255 000 ლარამდეა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საცხოვრებელ შენობებზე ვიდეომონიტორინგის დაწყებამდე აუცილებლად გასათვალისწინებელი წესების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

 

სამსახურის განცხადებით, საკუთარ საცხოვრებელ სახლზე ვიდეოკამერის დამონტაჟებისას აუცილებელია კანონით დადგენილი წესების გათვალისწინება. წინააღმდეგ შემთხვევაში ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი წესების დაუცველად ვიდეომონიტორინგის განხორციელებისათვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

 

„საცხოვრებელი შენობების ვიდეომონიტორინგის არეალში მოხვედრისას, ნებისმიერი პირის ქცევა კონტროლს ექვემდებარება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიდეომონიტორინგის არეალში მოხვედრილი პირების: მეზობლის, თანამესაკუთრის, საცხოვრებელ შენობაში მყოფი ადამიანების, უფლებების დაცვა და პატივისცემა.

 

საცხოვრებელი შენობების ვიდეომონიტორინგისას მესაკუთრეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი წესები: ვიდეოთვალთვალის სისტემა უნდა განათავსოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნები;

 

ვიდეომონიტორინგის სისტემის დამონტაჟებამდე უნდა მოიპოვოთ შენობის მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობა და განახორციელოთ მეზობლების სათანადო ინფორმირება (ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით);

 

ვიდეომონიტორინგის არეალში მოაქციეთ მხოლოდ თქვენი შესასვლელი და საერთო სივრცე;

 

სხვა მესაკუთრეთა ბინის შესასვლელის ვიდეომონიტორინგი შეგიძლიათ მხოლოდ მათი თანხმობით.

 

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ამ წესების დაუცველად ვიდეომონიტორინგის განხორციელებისათვის. დაიცავი კანონი და პატივი ეცი სხვის პირად ცხოვრებას!“, - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია გეგმავს ახალი პროექტის განხორციელებას რომლის თანახმადაც ველოსიპედით მოსარგებლე მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას შეძლებენ. დღეს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ველოსიპედის ატანა აკრძალულია.

 

„ველოსიპედი ქალაქში საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ მისი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ატანა აკრძალულია. ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ მსოფლიოს წარმატებული ქალაქების მაგალითები. მსოფლიოს ბევრ ქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტს აქვს შესაბამისი სამაგრები. მოქალაქე დაამაგრებს ველოსიპედს და ავა ტრანსპორტში. მოიკვლიეთ ეს სამაგრები, ეტაპობრივად საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დავამაგროთ, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ველოსიპედით გადაადგილდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა შეეძლოთ“, - აღნიშნა კალაძემ.

 

მისი თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

 

„ ასევე დიდი ყურადღება ექცევათ ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეებს. ყველა ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტში ეს ყველაფერი არის პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც უნდა იყოს ყველაზე სწრაფი, უნდა მოძრაობდეს ქალაქში შეზღუდვების გარეშე“, - აღნიშნა კალაძემ.

სახელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ. სახმელეთო საზღვარზე მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც ტვირთების გადაზიდვა, შეუფერხებლად ხორციელდება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანა კომფორტს უქმნის საერთაშორისო და გადამზიდავ კომპანიებს. „ვაკონტროლებთ სატვირთო მანქანების თითოეული მძღოლის ჯანმრთელობას მთელი იმ 72-საათიანი ციკლის განმავლობაში, როდესაც მათ ქვეყანაში ყოფნა უწევთ. აქ კონტროლი საკმაოდ ეფექტიანია, მაგრამ სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შენგენის ვიზის მფლობელები, რომლებმაც საფრანგეთი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სატრანსპორტო შეზღუდვების გამო ვერ დატოვეს, დროებით ბინადრობის უფლებას მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Schengen Visainfo ავრცელებს.

 

როგორც ,,Schengen Visainfo” - ის ვებგვერდზე წერია, საფრანგეთში მყოფი მოგზაურების ვიზის 90 დღით გახანგრძლივებას ან დროებით ბინადრობის უფლებას მიიღებენ.

 

,,ყველა საერთაშორისო მოგზაურმა, რომელიც საფრანგეთში შენგენის ვიზით 17 მარტამდე ჩავიდა და COVID პანდემიით გამოწვეულმა სატრანსპორტო შეზღუდვების გამო ქვეყანა ამ დრომდე ვერ დატოვა, უკვე დაარღვია 90-იანი ვადა და მათი საფრანგეთში ყოფნისთვის ლეგალური სახის მისაცემად ახლა დროებითი ბინადრობის მოწმობის აღება იქნება საჭირო.“ - წერია Schengen Visainfo ვებგვერდზე

საქართველოს საელჩო თურქეთის მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

 

მათი ინფორმაციით, თურქული მხარის გადაწყვეტილებით, მიმიდნარე წლის 1-ლი ივლისიდან მოიხსნება არსებული შეღავათი იმ მოქალაქეთათვის, რომლებმაც თურქეთში COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და 29 მარტიდან ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდნენ.

 

„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და ამოეწურათ ლეგალურად ყოფნის ვადა 29 მარტიდან, თურქეთის ტერიტორია სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით უნდა დატოვონ 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ 1-ლი ივლისიდან, ისინი ვერ ისარგებლებენ მოქმედი შეღავათებით და საზღვრის კვეთისას მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები“, - აცხადებენ საელჩოში.

globalpress.ge  მწუხარებას გამოთქვამს ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილის, ალექსის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს ოჯახს, მათ ახლობლებსა და ალექსის ყველა გულშემატკივარს.

 

ერთი წლის ალექ­სი პა­ტუ­რაშ­ვი­ლს რამ­დე­ნი­მე თვის წინ ღვიძლზე სიმ­სივ­ნუ­რი წა­ნა­ზარ­დი აღ­მო­აჩ­ნდა. ის თურქეთის საავადმყოფოდან საქართველოში, იაშვილის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გადმოიყვანეს.

 

ბავშვი ამ დრომ­დე რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

მუხლებზე დაჩოქილს ვერ მნახავს, ვერც კადიროვი და ვერც მისი პუტინი, - ამის შესახებ "მთავარი არხის" ჟურნალისტი გიორგი გაბუნია აცხადებს. გაბუნია რამზან კადიროვის მუქარას ეხმაურება და ამბობს, რომ არ აპირებს ბოდიშის მოხდას და ახლა ჯერი არის საქართველოს ხელისუფლებაზე, თუ როგორ დაიცავს ის საკუთარ მოქალაქეს.

 

,,მე პოზიციას არ შევიცვლი, ჩემი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც იყო. რა თქმა უნდა, ბოდიშის მოხდაზე და მუხლებზე ხოხვაზე და ამაზე ლაპარაკიც ხომ უკვე ზედმეტია. ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ, კიდევ ერთხელ, არანაირი ბოდიშის მოხდას. პოზიცია ზუსტად ისეთი მაქვს, კიდევ ცოტა ვთქვი მაშინ, რაც ვთქვი პუტინზე, უფრო მეტის თქმაც შეიძლებლოდა. მეტს მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ, ჩემში ვერაფერს შევცვლი, აქ ისევ სახელმწიფომდე მიდის საქმე. სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქე," - ამბობს გიორგი გაბუნია.

 

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ჟურნალისტი გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. გაბუნია ხვალ მოწმის სახით გამოსაკითხად, 10:00-ზე არის დაბარებული. მივა თუ არა გაბუნია სუს-ში, ჯერ-ჯერობით უცნობია. ამბობს, რომ ამას ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს.

 

მანამდე კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია დაიბარეს. თუმცა, გვარამია სუს-ში მისვლას არ აპირებს და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში გამოკითხვას მოითხოვს. გადაწყვეტილების მიზეზი სამართალდამცავი უწყებების მიმართ უნდობლობაა.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი დააკავა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, საქართველოში გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მიზნით იმყოფებოდა. ქართველი ჟურნალისტის მკვლელობა რამზან კადიროვის დაკვეთილი იყო.

ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

 

როგორც გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

 

"კონტრტერორისტულმა სამსახურმა საქართველოში დააკავა რუსეთის მოქალაქე, ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში, 1982 წლის 21 დეკემბერს. მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც ახლა უნდა გესაუბროთ. ის სხვა მიზეზით დააკავეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან, არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით", - განაცხადა გვარამიამ.

 

ნიკა გვარამიას განცხადებით, გიორგი გაბუნიას გამონათქვამების შემდეგ, რომელიც "რუსთავი2"-ის ეთერში პუტინის მისამართით გაკეთდა, საქართველოს ხელისუფლებას მართებდა გაბუნიას უსაფრთხოების დაცვა.

 

„ ის ფაქტი, რომ ჩვენ არამხოლოდ ხელისუფლება გვიტევს, არამედ გვიტევს ბოროტების მთავარი ღერძი, რუსეთი, გასაკვირი არ არის.ეს „რუსთავი2“-ში დაიწყო, როდესაც ჩვენ დაგვგმო, რუსეთის დუმამ, ორივე პალატამ, რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა, ბოროტების მთავარმა სიმბოლომ. მართალი გითხრათ, ეს პატივიც არის და ამავე დროს დიდი საშიშროებაც, რასაც ჩვენ იმთავითვე ვაცნობიერებდით. გიორგი გაბუნიას გამონათქვამები ეთერში, მართალია კორექტურობისგან შორს იყო, მაგრამს სრულიად ჯდებოდა არხის სარედაქციო პოლიტიკაში-არა ფორმით არამედ, შინაარსით. გახსოვთ, ალბათ, მაშინდელი მოვლენები, რამდენიმე ასეული ურცხვი ქართველი, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე შეიკრიბა, მაშინდელ „რუსთავი2“-ს ვგულისხმობ. გახსოვთ, ჩვენი განცხადებები, რომ ეს იქნებოდა ძალიან დიდი რისკისშემცველი და საქართველოს მთავრობას მართებდა გიორგი გაბუნიას უშიშროების, პირადი უსაფრთხოების დაცვა“ , - განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, რომ ამის ნაცვლად მიიღეს საქართველოს მთავრობის წევრების მხრიდან „დამგმობი განცხადებები“.

 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქავთარაძის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია ერთი პირი.

არქივი

« « » » July 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?