Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0651
EUR
3.5049
RUR
0.0431
GBP
3.8715

კორონავირუსის პანდემიის გამო თურქეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ თურქეთის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.

 

საელჩო განმარტავს, რომ ადამიანები, რომლებიც ფრენების გაუქმების გამო აღმოჩნდნენ პრობლემის წინაშე და ვერ ახერხებენ ტერიტორიის დატოვებას, არ დაჯარიმდებიან.

 

„პირები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ფრენების გაუქმების გამო, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით, იმყოფებიან თურქეთში და ვერ ახერხებენ ტერიტორიის დატოვებას, არ დაექვემდებარებიან პირობით ან უპირობო საჯარიმო სანქციებს, თუ მათ იძულებითი გარემოებების არსებობის პერიოდში (სატრანსპორტო კომუნიკაციის შეწყვეტის დღიდან მის აღდგენამდე) გადაუცდებათ ვიზის/ცხოვრების ნებართვის ვადა.

 

ფრენების ჩვეულ რეჟიმში აღდგენის შემდეგ, იმისათვის, რომ ამ პირებზე არ გავრცელდეს ჯარიმები, უშუალოდ მათ ქვეყანასთან სატრანსპორტო კომუნიკაციის აღდგენის შემდეგ, მოქალაქეებმა არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში უნდა დატოვონ თურქეთის ტერიტორია“, - აცხადებს თურქეთის საელჩო.

მთავრობამ პირბადის ტარების წესის შესახებ დადგენილება მიიღო. მისი ტარება სავალდებულო არ იქნება 6-წლამდე ბავშვებისთვის. ასევე იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ სასუნთქი გზების პრობლემა. მაგალითად, ფილტვის ქრონიკული დაავადებები და ბრონქული ასთმა.

 

პირბადის ტარება არ მოუწევთ შშმ პირებს, აგრეთვე სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალს, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის კონკრეტული სოციალური სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდებისას, მაგალითად ლოგოპედის მომსახურებისას.

ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და სხვა მასშტაბური ღონისძიებების გადახდის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 2 000 ლარით, იურიდიული პირები კი 10 000 ლარით დაჯარიმდებიან. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

 

ანრი ოხანაშვილის თქმით, ამ რეგულაციის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

„მთავრობის რეგულაციებით იკრძალება ისეთი ღონისძიებები როგორიცაა: ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და მასობრივი თავშეყრის ადგილებში შესაბამისი სოციალური ღონისძიებების გამართვა.

 

იცით, რომ 10 პირამდე შეკრებაა ნებადართული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამიტომ ასეთი მასშტაბური ხასიათის ღონისძიებები აკრძალულია და თუ ასეთი რამ მოხდება, ეს ჩაითვლება მძიმე დარღვევად და ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 2 000 ლარიანი სანქციით, იურიდიული პირები - 10 000-ლარიანი ჯარიმით.

 

თუმცა, მე მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება მაღალი პასუხისმგებლობის, როგორც ეს აქამდე იყო და ასეთი ტიპის დარღვევები არ გვექნება. ასეთი მძიმე დარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ორი დღის განმავლობაში შემოწმებული 26 კვების ობიექტიდან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევის გამო 16 კომპანია ჯამში 160 000 ლარით დაჯარიმდა. როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, ინსპექტირების პროცესი გაგრძელდება.

 

მისივე თქმით, თვითმიზანი არა კომპანიების დაჯარიმება, არამედ პრევენციაა.

 

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც კვების ობიექტებზე რეკომენდაციების დარღვევა ფიქსირდებოდა. შაბათ-კვირის განმავლობაში კვების ობიექტების ინსპექტირებები განხორციელდა. ჯამში 26 კომპანია შემოწმდა, 16-მა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა,10 კი სრულად აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. თითოეული მათგანის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა 10 000 ლარის ლარის ოდენობით და შესაბამისად, ჯამში საჯარიმო სანქციებმა 160 000 ლარი შეადგინა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სანქცირება ჩვენი ან სახელმწიფოს თვითმიზანი არაა. გეგმურ ინსპექტირებამდე ჩვენ 11 400 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება განვახორციელეთ, თუმცა დავდექით იმ უკიდურესი აუცილებლობის წინაშე, რომ სანქცირება გამოგვეყენებინა და ამით მოგვეხდინა პრევენცია. აზრს კარავს ყველანაირი რეგულაცია, თუ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება. ინსპექტირებები გაგრძელდება და თითოეულ მეწარმეს მოვუწოდებ, დაიცვან ფუნდამენტური რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებელია,“-აღნიშნა ფერაძემ.

 

რაც შეეხება სასტუმროებს, ბექა ფერაძის თქმით, დარეგისტრირებულია 939 სასტუმრო, აქედან 150 მიეცა საქმიანობის უფლება, 175-მა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, ხოლო დანარჩენმა დრო ითხოვა ინსპექტირებამდე. „მინდა სასტუმრო სექტორს მოვუწოდო, რომ რეგისტრაცია და შესაბამისი სტანდარტების დაცვა აუცილებელ პირობას წარმოადგენს და გამოიყენონ პერიოდი, რომელიც აქვთ,“-აღნიშნა ფერაძემ.

ძლიერმა სეტყვამ ქედაში ხუთი სოფელი დააზარალა. ხარაულაში, დანდალოში, კოკოტაურში, ცხმორისა და აბუქეთაში სტიქიამ ერთწლოვანი კულტურები გაანადგურა. ადგილობროვების განცხადებით, დაზიანდა თამბაქოს ნარგავები, ხეხილი, ბოსტნეული და ვენახი.

 

ქედის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად შექმნილ მდგომარეობას მერის წარმომადგენლები სწავლობენ, ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია.

ახალი რეგულაციით, ჩვენ არ შემოგვაქვს ვალდებულება, რომ მოქალაქეს დილიდან საღამომდე ეკეთოს პირბადე. სამწუხაროდ, ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი ცდილობდა ამ თემით სპეკულაციას. საქმე ეხება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ისეთ დახურულ სივრცეებს, სადაც კონტაქტების მაღალი რაოდენობა გენერირდება დღის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

 

„ეს ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეს, რომელიც პირბადეს შეიძენს, შეუძლია, ის გამოიყენოს ზუსტად ასეთ ადგილებში და დაზოგოს მისი გამოყენება. არაა აუცილებელი, ქუჩაში ან ღია სივრცეში იაროს პირბადით. მსგავსი ვალდებულება არ შემოდის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები ბიუროს სხდომაზე დაინიცირდა. მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება და დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილდება 50 ლარის ნაცვლად 20-დან 30 ლარამდე განისაზღვრება. დღესვე გაიმართება საკომიტეტო მოსმენა და ზუსტი თანხა დადგინდება.

რიკოთის საავტომობილო გვირაბში, საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დაზიანებული ადგილების ასფალტ-ბეტონით შევსების სამუშაოების წარმოების მიზნით, 16 ივნისს 06:00 საათიდან 12:00 საათამდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა - ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

უწყების ინფორმაციით, დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

 

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

დახურულ საჯარო სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოქალაქეები დღიდან, 15 ივნისიდან დაჯარიმდებიან.

 

ადმინისტრაციული სანქციების მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა, ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით და ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, მგზავრი და მძღოლი 20 ლარით დაჯარიმდებიან. მოქალაქეებს, რომელთაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, საშუალება ექნებათ, შესაბამისი ცნობა აიღონ და ჯარიმა აღარ დაეკისრებათ. მათ ცნობა თან უნდა ატარონ და საჭიროების შემთხვევაში წარადგინონ.

მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ. ლაგოსიდან სპეცრეისით, ისინი წუხელ ჩამოფრინდნენ და 2-კვირიან კარანტინს გაივლიან.

 

მეკობრეებისგან გამოხსნილ მეზღვაურებს აეროპორტში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი დახვდა. 9 ქართველი მეზღვაური მეკობრეებმა 30 აპრილს, ნიგერიის ეკონომიკურ ზონაში, პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე თავდასხმისას გაიტაცეს.

 

გატაცებას მაშინ გემზე მყოფი 4 ქართველი მეზღვაური გადაურჩა. გამოხსნის პროცესსა და ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტრო მონაწილეობდა. პროცესის წარმატებით დასრულებაში დიდი წვლილი შეიტანა გემთმფლობელმა კომპანიამ. ისინი 22 მაისს გაათავისუფლეს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ სად არის სავალდებულო პირბადის ტარება. ეს ადგილებია:

 

საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში, სადაც ყველაზე მეტად არსებობს მოქალაქეებთან შეხების ალბათობა;

 

საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, შეკრებებისას, სადაც შეუძლებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა;

 

შეხვედრებზე, თავშეყრისას გამომსვლელს/მომხსენებელს შეუძლია, არ გამოიყენოს პირბადე გამოსვლისას, მოხსენებისას/პრეზენტაციის გაკეთებისას, თუ ადამიანს შეუძლია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა;

 

საერთო სარგებლობის ლიფტებში, სავაჭრო ობიექტებში. ესაა მაღალი რისკის შემცველი სივრცეები;

 

სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში;

 

ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;

 

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მეტროში, ტაქსიში.

 

საქართველოს პარლამენტმა პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები 12 ივნისს მესამე მოსმენით დაამტკიცა. დღეს მთავრობამ პირბადის ტარების წესის შესახებ დადგენილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმები დღეიდან ამოქმედდა.

 

ადმინისტრაციული სანქციების მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა, ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით და ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, მგზავრი და მძღოლი 20 ლარით დაჯარიმდებიან. მოქალაქეებს, რომელთაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, საშუალება ექნებათ, შესაბამისი ცნობა აიღონ და ჯარიმა აღარ დაეკისრებათ. მათ ცნობა თან უნდა ატარონ და საჭიროების შემთხვევაში წარადგინონ.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მგზავრობის მსურველებისთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი ძირითადი მოთხოვნებისა და რეკომენდაციების სიას აქვეყნებს:

 

პროცედურები გაფრენის ტერმინალში/დარბაზში:

 

ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები, შშმ პირების / ბავშვების გამცილებლები, მომსახურე პერსონალი ან უზრუნველყოფილი იქნება ტერმინალის გატიხვრა საერთო სერვისების (ბანკები, ავიასალაროები, მაღაზიები, კაფეები და ა.შ.) და მგზავრთა მომსახურების ზონებად. მგზავრთა მომსახურების ზონებში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები და მომსახურე პერსონალი;

 

მგზავრები და მომსახურე პერსონალი დაიშვებიან მხოლოდ დამცავი ნიღბით (გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ასაკის ბავშვები);

 

შენობაში შესვლისას, განხორციელდება მგზავრთა თერმული სკრინინგი. ცხელების ან/და ვირუსზე საეჭვო სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში, მგზავრი არ დაიშვება ტერმინალში / დარბაზში და შესაბამისად, რეისზე;

 

დაიცავით 1.5 მეტრის დისტანცია. გამონაკლისს წარმოადგენენ ოჯახის წევრები. შენობაში უზრუნველყოფილი იქნება სავალდებულო დისტანციის მარკირება;

 

დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები. თქვენი და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებისთვის, მგზავრთა მომსახურების არეებს და ხშირად გამოყენებულ ზედაპირებს რეგულარულად ჩაუტარდება დასუფთავება/დეზინფექცია;

 

დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, მგზავრთა პასპორტისა და ბარგის შესამოწმებელი ადგილები აღჭურვილი იქნება დამცავი გამჭვირვალე ბარიერებით;

 

გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცები და სხვა ჰიგიენური ნარჩენები მოათავსეთ დახურულ კონტეინერებში;

 

დაიცავით ადგილზე გამოცხადებული რეკომენდაციები და მითითებები. ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებები პერიოდულად გაკეთდება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;

 

გამცილებლებისთვის თავშეყრის ადგილები და ზონები გამოიყოფა ტერმინალის/შენობის გარე ტერიტორიაზე.

 

პროცედურები თვითმფრინავში:

 

თვითმფრინავში მგზავრები დაიშვებიან დამცავი ნიღბებით. 4 საათზე მეტი ხანგრძლივობის ფრენისას უნდა გქონდეთ სათადარიგო ნიღბები;

 

მგზავრთა განლაგება უზრუნველყოფილი იქნება იმგვარად, რომ შეძლებისდაგვარად დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია. გამონაკლისს წარმოადგენენ ოჯახის წევრები;

 

თვითმფრინავში შესვლისას, გთხოვთ დროულად დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი და ყურადღებით გაეცნოთ ეკიპაჟის წევრების მითითებებს;

 

იკრძალება 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში გამოყენებული იქნება წინასწარ შეფუთული/დალუქული საკვები და სასმელი პროდუქტები;

 

 

დაუყოვნებლივ მიმართეთ პერსონალს, თუ აფრენის შემდეგ თავს იგრძნობთ შეუძლოდ, აღმოგაჩნდებათ COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, ხველა, ღებინება, დიარეა, სუნთქვის გაძნელება ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. ასეთ შემთხვევაში, ეკიპაჟის მიერ განთავსდებით იზოლირებულად და გაგეწევათ შესაბამისი მეთვალყურეობა;

 

ინფექციაზე საეჭვო მგზავრის მომსახურე პერსონალს და ასეთი მგზავრის თანმხლებ პირს ფრენის დასრულების შემდგომ ჩაუტარდება ტესტირება და გადავა თვითიზოლაციაში/კარანტინში;

 

ხომალდიდან გადმოსვლის დროს, დაიცავით გადამყვანი ავიაკომპანიის მითითებები სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილების შესახებ;

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყოველი რეისის შემდეგ საჰაერო ხომალდი დასუფთავდება სველი წესით და ჩაუტარდება დეზინფექცია.

 

პროცედურები მოფრენის ტერმინალში/დარბაზში:

 

ხომალდიდან გადმოსვლისას, განხორციელდება მგზავრთა თერმული სკრინინგი. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს დაუფიქსირდება სიცხე, მისი მომსახურება/ გადაყვანა განხორციელდება არსებული პროტოკოლის დაცვით; მოფრენის ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები და მომსახურე პერსონალი;

 

მგზავრების ყოფნა დასაშვებია მხოლოდ ნიღბით (გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ბავშვი);

 

ეკიპაჟის წევრებისთვის, შშმ პირებისთვის და ბავშვიანი მგზავრებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ცალკე დერეფანი;

 

დაიცავით 1.5 მეტრის დისტანცია, განსაკუთრებით, თერმული სკრინინგის, საზღვრის კვეთის და ბარგის მიღების პროცესში. გამონაკლისს წარმოადგენენ ოჯახის წევრები;

 

დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები. თქვენი და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებისთვის, მგზავრთა მომსახურების არეებს და ხშირად გამოყენებულ ზედაპირებს რეგულარულად ჩაუტარდება დასუფთავება/დეზინფექცია;

 

დაიცავით ადგილზე გამოცხადებული რეკომენდაციები და მითითებები. ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებები პერიოდულად გაკეთდება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;

 

დამხვედრთათვის თავშეყრის ადგილები და ზონები გამოიყოფა ტერმინალის/შენობის გარე ტერიტორიაზე.

 

საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი განახლდება. იგეგმება ფრენების აღდგენა და ვიზიტორების მიღება. პირველი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელ ტურისტებსაც მიიღებს.

დღეიდან, 8 ივნისიდან საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.

 

დასაშვები გახდება

 

ყველა სახის მომსახურება იმ სასტუმროებსა და რესტორნებში, რომელიც უსაფრთხოების ზომებს აკმაყოფილებს და შესაბამისი რეკომენდაცია აქვს.

 

საქალაქთაშორისო მიმოსვლა  მეორე და მესამე კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. მგზავრები ვალდებულნი იქნებიან, ეკეთოთ პირბადე.

 

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ფუნქციონირება. სავალუტო ჯიხურების ასოციაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის სავალუტო ჯიხურების საქმიანობის განმსაზღვრელი კრიტერიუმები გაწერილი არ არის, თუმცა ეს ობიექტებიც იმავე წესებით იმუშავებს, როგორც საფინანსო ორგანიზაციები, რადგან იქაც ფულის გადაცვლის ოპერაციები სრულდება.

 

აკრძალული რჩება

 

რკინიგზისა და საჰაერო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა ქალაქებს შორის. არსებული ინფორმაციით, სარკინიგზო მიმოსვლა, სავარაუდოდ 15 ივნისიდან აღდგება.

 

ტაქსით სამ პირზე მეტის გადაყვანა (მათ შორის ერთი მძღოლია). მგზავრები ამ შემთხვევაში კვლავ უკანა სავარძელზე უნდა ისხდნენ და ყველას პირბადე უნდა ეკეთოს;

 

სპორტული, კულტურული, გასართობი ღონისძიებები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურები და აქტივობები.

 

10 პირზე მეტის შეკრება, მათ შორის ქორწილისა და ქელეხების გადახდა.

არქივი

« « » » July 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?