Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.8661
EUR
3.19
RUR
0.0454
GBP
3.7821

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე,   კლინიკაში გარდაიცვალა.  მეუფე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 10 დღეზე მეტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

 

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე (მარგალიტაშვილი) 1938 წლის 20 ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში დაიბადა. 1982 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია. ამავე წელს აღიკვეცა ბერად. 1983 წლის აპრილიდან დაინიშნა ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად, რამოდენიმე თვეში აკურთხეს ეპისკოპოსად.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად.

 

1989 წლის 8 თებერვალს მეუფე კალისტრატე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 1992 წლის 25 დეკემბერს კი - მიტროპოლიტის ხარისხში.

 

მეუფის ცხედარი ბაგრატის ტაძარშია დასვენებული.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. სასულიერო პირთა ნაწილი და ლევან ვასაძის თანამოაზრეები „თბილისი პრაიდის“ ოფისთან არიან შეკრებილები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

 

როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, აქციის მონაწილეთა მოთხოვნა „თბილისი პრაიდის“ ოფისის დახურვაა. მისი თქმით, ეს არის ბუდე, რომელიც სიბინძურის პროპაგანდას ეწევა. ფალავანდიშვილის განცხადებით, ეს არის მშვიდობიანი აქცია, რომელიც დაახლოებით 30 წუთში დასრულდება.

ჩვენ, თითოეულ ადამიანს, ვინც აპირებს მარშში მონაწილეობას, ვეტყვით, რომ რისკები არსებობს და მათ ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება არიან თუ არა მზად ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, - აღნიშნულის შესახებ „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო ბოლქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა მონახოს თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის ფორმები, რაც თითოეული მოქალაქისთვის სასარგებლოც იქნება და უსაფრთხოც.

 

„ჩვენ თვეების განმავლობაში ვგეგმავდით, ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან, აქტორებთან, რომლებიც მნიშვნელოვანი შეიძლება იყონ ამ პროცესში. ბოლო დღეებში, მრავალსაათიანი მუშაობის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი: უსაფრთხოების რა ზომების გათვალისწინებაც არის შესაძლებელი ორგანიზატორების მხრიდან არის გათვალისწინებული. მიმდინარე მომენტში მიდის დაძაბული მუშაობა, ათეულობით ადამიანია ჩართული იმისთვის, რომ ყველა ღონისძიებამ ჩაიაროს მშვიდად. პროცესში ჩართულები არიან როგორც მაღალჩინოსნები ასევე სამართალდამცველებიც და იმედი მაქვს, ეს მუშაობა იქნება ეფექტური. რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს და ამ რისკების აცილებაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო. ჩვენ, თითოეულ ადამიანს, ვინც აპირებს მარშში მონაწილეობას ვეტყვით, რომ რიკსები არსებობს და მათ ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება არიან თუ არა მზად ღონისძიებაში მონაწილეობისთვის“-განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა. აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველმა გაავრცელა. შსს მიზეზად უსაფრთხოების რისკებს ასახელებდა. ამის მიხედავად, ორგანიზატორებმა 18 ივნისს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ „თბილისი პრაიდი“ ჩატარდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეებს მიმართავს, რომელსაც „გლობალპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

„გულითადად მოგესალმებით მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეთ, მოგესალმებით უფლის დედის,- ყოვლადწმინდა მარიამის წილხვედრი ქვეყნის სახელით, იმ ქვეყნის სახელით, სადაც მაცხოვრის ნებით და ღვთისმშობლის დავალებით ქრისტიანობა ჯერ კიდევ I საუკუნეში იქადაგა წმ. ანდრია პირველწოდებულმა და დაარსა პირველი ეპარქიები და ეკლესია. მან სამჯერ იმოგზაურა საქართველოში მოციქულ მატათასა და სვიმონ კანანელის თანხლებით.

 

მოციქული მატათა ბათუმის ახლოს, გონიოშია, დაკრძალული, სვიმონ კანანელი კი, -აფხაზეთში, კომანში.

 

თქვენ ჩამოხვედით ქვეყანაში, სადაც 1700 წლის წინ, ასევე ღვთისმშობლის დავალებით, მოვიდა კაპადოკიელი ქალწული, წმ. ნინო, რომლის ქადაგებით და ღვთის შეწევნით აღსრულებულ სასწაულთა მადლით მოექცა ჩვენი მეფე-დედოფალი, მთელი ერი და ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად. ეს IV საუკუნის 30-იან წლებში მოხდა; V საუკუნეში საქართველოს ეკლესია გახდა ავტოკეფალური, XI საუკუნიდან მისი საჭეთმპყრობელი კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულს ატარებს.

 

თქვენ ჩამობრძანდით ქვეყანაში, სადაც ჩვენს სულიერ დედაქალაქ მცხეთაში დაფლულია ძველი და ახალი აღთქმის უდიდესი სიწმინდენი,- კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ხალენი წმ. ილია წინასწარმეტყველისა, სადაც დაცულია ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატები, ღვთისმშობლის კვართი და მრავალი სხვა სიწმინდე.

 

საქართველომ, კავკასიის ამ პატარა ქრისტიანულმა ოაზისმა, დიდი მსხვერპლის ფასად 2000 წლის მანძილზე შეურყვნელად დაიცვა უცვალებელი სწავლება ეკლესიისა. არაერთი მაგალითი გვაქვს, ათასობით ბერის, მონოზვნის, სასულიერო პირისა და ერისკაცთა თავდადებისა. ჯალალედინის დროს მარტო ერთ დღეს 100 000 მართლმადიდებელს მოკვეთეს თავი, რომელთაც არ შეურაცხყვეს მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები.

 

თუმცა გვქონდა დიდი ჩავარდნის პერიოდიც – ათეისტური რეჟიმის ხანა, როდესაც თითქმის ყველაფერი განადგურდა: ხელნაწერები, ხატები, ტაძრები, საეკლესიო ნივთები; გადაასახლეს, დაარბიეს და დახვრიტეს თითქმის მთელი სასულიერო დასი, რის შედეგადაც 25 000 მოქმედი ეკლესიიდან XX საუკუნის სამოციანი წლებისთვის 48-ღა დარჩა.

 

მადლობა ღმერთს, დღეს სხვა მდგომარეობაა. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ პრობლემები, შიდა თუ გარე, მრავლად გვაქვს. ყველაზე მოუშუშებელი და მტკივნეული კი მაინც ის არის, რომ მართალია, საქართველოს ეკლესიის საზღვრები შენარჩუნებულია, მაგრამ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სახელმწიფო თავის იურისდიქციას დღეს ვერ ანხორციელებს, რადგან ეს ტერიტორია (ქვეყნის 20%) ოკუპირებულია.

 

ძვირფასო სტუმრებო, თქვენც იმ ქვეყნების წარმომადგენლები ბრძანდებით, რომელთა წარსულიც ქრისტესთვის თავდადების მაგალითია, რომელთა კულტურა, აზროვნება და ცხოვრების წესი ქრისტიანობითაა განმსჭვალული. დღეს, მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში, ჩვენ ყველანი და, ზოგადად, კაცობრიობა მრავალი საერთო სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შეფასებების მოსმენა თანამედროვე ტენდენციებზე, თქვენეული ანალიზი გამოწვევების თაობაზე და ხედვა მომავლისა“, - აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

„მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ დააპატიმროს ექსტრემისტები იმიტომ, რომ ისინი არ ემორჩილებიან შსს-ს განჩინებას,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს ვერის ბაღში განუცხადა. ვასაძე შსს-ს იმ პირთა დაკავებისკენ მოუწოდებს, რომლებიც მისი თქმით, 200-300 კაცის მეშვეობით საზოგადოებაში არეულობის შეტანას ცდილობენ.

 

„ისინი ახდენენ რადიკალიზაციას იმ 200-300 კაცის მეშვეობით. ეს არის ის ერთი მუჭა ხალხი, რომელიც მათ უნდა ანაცვალონ მთელ ქართველ ერს,“- განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

ბიზნესმენის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე ჭკვიანი წევრი ნიკა მელია აღმოჩნდა, რადგან ვასაძის ინფორმაციით, ისიც პრაიდის ჩატარების წინააღმდეგია. ლევან ვასაძემ პოლიციელებს მათ მხარეზე გადასვლისკენ მოუწოდა.

 

„რაც შეეხება პროცესებს, რომელიც წასულია ე.წ. ლიბერალ-ფაშისტ-მარქსისტების ბანაკში, ძალიან სასაცილოა. წასულია რღვევა. ყველაზე ჭკვიანი „ნაცი“ მელია აღმოჩნდა, როგორც ველოდებოდით. ის გადმოვიდა ხალხის მხარეს და თქვა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს. ეს პროცესი მათში გაგრძელდება. ჩვენ ველოდებით, რომ პოლიციელების გარკვეული ნაწილი ასევე გადმოვა ხალხის მხარეს. მათ მოვუწოდებ, არ დაარღვიონ საზოგადოებრივი წესრიგი, არ დაექვემდებარონ ჩვენს სახელმწიფოზე უკანონო ზეწოლას და თავის ხელფასები ხალხის სიყვარულს არ ანაცვალონ,“ - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ერთადერთი თხოვნა მექნება: მე და გიგა ბოკერია ჩაგვსვით ორკაციან კამერაში და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

ვასაძე შსს-ს მიმართავს, მისი დაპატიმრების შემთხვევაში, დააპატიმრონ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიაც.

 

„თუ დამაპატიმრებთ, ერთი პატივი დამდეთ რა. მე თუ დასაპატიმრებელი ვარ, იმედია, იმას მაინც მიხვდებით, რომ მაშინ, მაგალითად, გიგა ბოკერია არის დასაპატიმრებელი, რომელიც აი, ამ არეულობის იდეოლოგია. ერთადერთი თხოვნა მექნება: ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტახანი. მერე მართლა გექნებათ ჩემი დაკავების ლეგალური მიზეზი. ამას ვამბობ ყოველგვარი იუმორის გარეშე. მე პირად შეურაცხყოფებზე არ გადავდივარ, მაგრამ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენს რეპუტაციას კავკასიის რეგიონში,“ - განაცხადა ლევან ვასაძემ.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებენ, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 26-ე სესიას ესწრება.

 

მათი თქმით, სერგეი გავრილოვი რუსეთის დუმის დეპუტატია და ის იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ აფხაზეთის ომში. ამასთან, აქციის მონაწილეების თქმით, რუსი დეპუტატის ინიცირებული კანონპროექტით 2011 წელს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეჟიმებს დიდი დახმარება გაეწიათ. აქციის მონაწილეების თქმით, ეს ადამიანი პუტინის იდეოლოგიური მოკავშირეა და არ უნდა ჩამოდიოდეს საქართველოში.

 

შეგახსენებთ, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 26-ე სესია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მიმდინარეობს.

საქართველოს საპატრიარქო LGBT-პრაიდთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საპატრიარქოს სრულიად მიუღებლად მიაჩნია და ემიჯნება აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან.

 

„ბოლო დროს ე.წ. LGBT-პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში.

 

აღნიშნულთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა.

 

ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან.

 

პირველ რიგში მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

თუ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მორალის, უსაფრთხოების, წესრიგის დაცვას, მაშინ ქართველი ხალხი მათ თავად დაიცავს“, - ამის შესახებ ლევან ვასაძის თანამოაზრეების ადვოკატმა, დავით ცინცქილაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, შეიქმნა ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მზადყოფნას აცხადებს, „ჭეშმარიტი ქართველების უფლებები დაიცვან“.

 

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები და საინიციატივო ჯგუფის წევრები მზად ვართ, ყოველგვარი სასყიდლის გარეშე დავიცვათ ჭეშმარიტად ქართველების კანონიერი უფლებები და ინტერესები, ვინც მოძალადეების, ლესბოსელების, მამაძაღლების, უკუღმართების დემონსტრაციებსა და გალა-კონცერტებს ეწინააღმდეგება. თუ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მორალის, უსაფრთხოების, წესრიგის დაცვას, მაშინ ქართველი ხალხი თავად დაიცავს ამ წესრიგს. სახელმწიფოს ძალაუფლების წყარო არის ხალხი, ასევე, სამართლის წყარო. ქართველი ხალხი მოახდენს თვითორგანიზებას იმ ლოკაციაზე, ქართველი ხალხის ორგანიზებით იქნება მოწყობილი აქცია, იქნება ათეულები, ასეულები, ათასეულები, ლეგიონები და ხალხი თავად აირჩევს მათ მეთაურებს, ათისთავს, ასისთავს და ა.შ. ქართველი ხალხის ნება თუ არ იქნება, მას შეუძლია, არა მხოლოდ თვითორგანიზება, არამედ აჯანყებაც კი განახორციელოს“, - განაცხადა ცინცქალაძემ.

 

მან შსს-ს მიერ დაწყებული გამოძიებისა და ლევან ვასაძის მიერ ნახსენები კომბლების შესახებ ისაუბრა.

 

„რაც შეეხება ბრალს, ვერავის წაუყენებენ ბრალს. ქართველი ხალხი წაუყენებს ამ სახელმწიფოს ბრალს. გამოძიებას ძირითადად აქვს შეკითხვები ვასაძის პიროვნებასთან დაკავშირებით, ჰგონიათ, რომ მან შექმნა უკანონო ჯგუფი, რაზმი, ლაშქარი გამოძიების მთავარი შეკითხვა თვითორგანიზების ჯგუფის წევრებთან იყო, თუ სად მდებარეობს კომბლების საწყობი და ვინ არის კომბლების მომწოდებელი. ეს იუმორისტული შეკითხვა იყო. საზოგადოება შეშინებულია, რა კომბლებზეა საუბარიო. მაგალითად, ჩემი კომბალი ჩემი კალამია და ეს კრებით სახელია, ზოგს სახლში აქვს ეს „კომბალი“ შენახული, ზოგი მას თან დაატარებს“, - განაცხადა ცინცქალაძემ.

 

კომენტარი საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ადვოკატმა ბესარიონ ბოჭორიშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიდის ლგბტ პროპაგანდა, რომლის მიზანიც საზოგადოებებში დაპირისპირებების გაღვივებაა.

 

"ლგბტ პროპაგანდა, რასაც გამოხატვის თავისუფლებას ეძახიან, სინამდვილეში საერთაშორისო პოლიტიკაა, ამ პირების ფარული დისკრიმინაცია და დანაშაულია კაცობრიობის წინაშე. ამის იქით სამართლებრივად წასვლა არ შეიძლება, ეს სიცოცხლის უფლების დარღვევაცაა. აღზრდის პროცესში ვინც ლგბტ ჯგუფის წევრად ჩამოყალიბდა, მათი შეცვლის მაგალითები არის, როდესაც იცვლის დამოკიდებულებას და ხდება ჩვენნაირი, ჩვეულებრივი ადამიანი. ჩვენ ამას მათ არ ვაიძულებთ. მაგრამ პოლიტიკოსები მათ ცუდად იყენებებ იმ მიზნით,რათა საზოგადოება დაშალონ და კონფლიქტურ ჯგუფებად აქციონ. მათ არავინ არაფერს უშავებს, პირიქით, თუ არსებობს მკურნალობის საშუალება, სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი. ლგბტ და სხვა ნეო-ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციები და პროცესები ფინანსდება. რატომ არ იქნება საქართველოში პირობები „ენჯეოები“ ჩვენ თვითონ დავაფინანსოთ? სინამდვილეში, მათ სურთ გრანტები, უნდათ, თანხები მიიღონ და მათ უკან დგას ნეო-ლიბერალური ჯგუფების დასავლეთში დამარცხებული ფრთა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

მისივე თქმით, საერთოდ, ფორმირების შექმნა არ არის დანაშაული, არამედ, დანაშაული შეიარაღებული ფორმირების შექმნაა.

 

ამასთან, საინიციატივო ჯგუფის წევრის, გაიოზ ჩარკვიანის თქმით, საქართველოში ქართული იდეა, ქართული აზრი და ქართლი ჭეშმარიტება არსებობს და თუ საჭირო გახდა, მოწინააღმდეგე მხარე „სამართლებრივ ჭინჭრებს მიიღებს“.

„თბილისი პრაიდის“ ოფისი გეგმავს დესტაბილიზაციას და ჩვენი შვილების სიბილწეში ჩათრევას, ამიტომ როგორც მავნებელი ორგანიზაცია, უნდა დაიხუროს, - ამის შესახებ გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს აქციაზე განუცხადა, რომელიც ამ წუთებში „თბილისი პრაიდის“ ოფისთან მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, აქცია 15 წუთში დაიშლება, რათა ვნებათაღელვაში არ გადაიზარდოს. გურამ ფალავანდიშვილმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ფიზიკურად არ შეეხონ „თბილისი პრაიდის“ არც ერთ წევრს.

 

მისი განცხადებით, თუ მთავრობა მათ ოფისს არ დახურავს, ისინი ორგანიზაციის წევრებს სამსახურში სიარულის საშუალებას არ მისცემენ.

 

„აუცილებელია ამათი ოფისის დაკეტვა. ეს ოფისი გეგმავს დესტაბილიზაციას და ჩვენი შვილების სიბილწეში ჩათრევას. ამიტომ როგორც მავნებელი ორგანიზაცია, უნდა დაიხუროს. არც არაფერს ვამტვრევთ, უბრალოდ გვინდა, რომ დაიხუროს. თუ არ დახურა მთავრობამ, ბოლოს და ბოლოს, ეს კარი მაინც აიჭედოს. თუ გაგრძელდა რომელიმე ოფისიდან ჩვენი ბავშვების დატერორება, ვიზამთ ისე, რომ მათ მშიდად არ იარონ სამსახურში. ასევე, მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს ფიზიკურად არ შეეხოთ ამ ორგანიზაციის არც ერთ წევრს. ვნახოთ რა იქნება. ჩვენ ხელისუფლებიდან კარგი მესიჯი გვაქვს.

 

დაკითხვაზე ყოფნისას ვნახეთ, რომ იქ ძალიან დიდი ზიზღის განწყობაა. სამართალდამცავს ეზიზღება ეს სიბილწე. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ წყლის ჭავლი მიუშვან პოლიციელებმა იქ შიშველი ხელებით და თეთრი ცხვირსახოცებით მისულ ხალხს,“ - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

თბილისის მერის ინიციატივა ქაოტური განაშენიანების დასრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს „ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი თბილისის მერის ინიციატივას ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების შესახებ.

 

დავითულიანის თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული კონცეფციით, სამშენებლო ფართისა და სანებართვო პირობების დამრღვევი კომპანია სისხლის სამართლის წესით დაისჯება, ასევე, იკრძალება ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობებით სარგებლობა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა წამოაყენა ქალაქის მერმა, რომლის მიხედვით დედაქალაქში ქაოტური განაშენიანება და თბილისის იერსახის დამახინჯება სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება. კანონი შეეხება ისეთ მძიმე დარღვევებს, როგორიც სამშენებლო ფართის გადამეტება და სანებართვო პირობების დარღვევაა. შემიძლია გითხრათ, რომ კომპანიები ხშირად არღვევდნენ სამშენებლო პირობებს. მაგალითად, 10 სართულის ნაცვლად 12 სართულიან შენობას აშენებდნენ, რისთვისაც განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უღირდათ,“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

მისივე თქმით, რეგულაციების გამკაცრების გამო, დედაქალაქის მთავრობა ერთჯერად აქტს მიიღებს და იმ ნაგებობებს, რომელშიც ხალხი ცხოვრობს, მაგრამ წლებია მერიას არ ჩაუბარებია, ექსპლუატაციაში მიიღებს.

 

„ქალაქში არის დაახლოებით 700 შენობა, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. ჩვენ ეს ობიექტები აღვრიცხეთ. სამწუხაროდ, ბევრი დარღვევა ვეღარ გამოსწორდება, ზოგი სამშენებლო კომპანია, რომელმაც ეს შენობები ააშენა, ბაზარზე აღარც არსებობს. შესაბამისად, გადავწყვიტეთ ის ობიექტები, რომელთაც აქვთ დარღვევები, მაგრამ იქ ადამიანების ცხოვრება სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, ექსპლუატაციაში მივიღოთ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

აღნიშნულ კომენტარს თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, მაგრამ გამოხატვა აღარ არის, თუ მისი მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევაა,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, "ღირსების მარშის" და მის მოწინააღმდეგეთა მიერ მოსალოდნელი საფრთხეების თაობაზე განაცხადა.

 

"ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, ოღონდ ეს გამოხატვა უნდა იყოს მშვიდობიანი და გამოხატვა არ არის, თუკი მისი მიზანია დაარბიონ მშვიდობიანი მოქალაქეები და მათი უფლებები შეზღუდონ. ეს არის კრიმინალი და იმედია, კრიმინალს შსს გასცემს შესაბამის - ადეკვატურ პასუხს",- განაცხადა ლომჯარიამ.

 

რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა ომბუდსმენი "ღირსების მარშზე" , ნინო ლომჯარიას თქმით, ის იქნება ყველგან, სადაც გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება.

 

"მე ვიქნები ყველგან, სადაც შეექმნება საფრთხე ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. ჩემთვის ცნობილი არ არის, სად და რა ფორმით იმართება ეს ღონისძიება, მაგრამ ვიქნები ყველგან, სადაც საჭიროა ადამიანის უფლებების დაცვა",- განაცხადა ლომჯარიამ.

არქივი

« « » » December 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?