Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9781
EUR
3.3
RUR
0.0467
GBP
3.8549

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, შეუძლებელი იქნება იმ შენობა-ნაგებობაში ადამიანების შესვლა და ცხოვრება, რომელიც არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისი ინფორმაციით, აქტი, რომელიც 2009 წელს გაუქმდა და რომელმაც შესაძლებელი გახადა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრება, ისევ ძალაში შევა.

 

„2009 წელს გაუქმდა აქტი და ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში შესაძლებელი გახდა ადამიანების შესახლება და ცხოვრება. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მაშინ მიღებული იყო იმიტომ, რომ სამშენებლო სექტორისთვის ხელშეწყობა მომხდარიყო, თუმცა დღეს უკვე იკვეთება, რომ ეს სერიოზული პრობლემაა. ვიღებთ გადაწყვეტილებას და გვინდა რომ ეს აქტი, რომელიც 2009 წლამდე მოქმედებდა, დავაბრუნოთ ძალაში და შეუძლებელი იქნება იმ შენობა-ნაგებობაში ადამიანების შესვლა და ცხოვრება, რომელიც არ არის ექსპლუატაციაში მიღებული.

 

ზოგადად, ექსპლუატაციაში მიღება არის ზედამხედველობის ის ნაწილი, რომლითაც დგინდება რამდენად შესაბამისობაშია ნაგებობა პროექტთან და უსაფრთხოების ნორმებთან. თქვენ იცით, რომ, როდესაც სამშენებლო ნებართვის გაცემა ხდება, იმ ნებართვის საფუძველზე უნდა განხორციელდეს შენობა-ნაგებობის პროექტი. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს იმ სამართლებრივ მოცემულობაში ვართ, როდესაც შეუძლებელია ექსპლუატაციაში მიუღებელი კორპუსებიდან მოსახლეობის გამოყვანა, თუმცა მიგვაჩნია, რომ ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ სამომავლოდ არ დავუშვათ ისეთ შენობა-ნაგებობებში ადამიანების ცხოვრება, რომლებიც ექსპლუატაციაში არ იქნება შესული,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მიუხედავად არსებული რისკებისა, საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში ძალაშია და ჩვენ არ ვაპირებთ მის გაუქმებას, - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს.

 

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საჯარო მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ მათი მხარდამჭერი ჯგუფები, ოჯახის წევრები, მეგობრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები, ევროკავშირისა და მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეები.

 

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში, თბილისის პრაიდის გუნდი რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. არაფორმალური ბანდ-ფორმირებები, რომლებიც თბილისის ქუჩებში აპირებდნენ პატრულირებას ჩვენი ფიზიკური ანგარიშსწორებისათვის, საფრთხეს გვიქმნიან არა მხოლოდ ჩვენ და სხვა ლგბტქი ადამიანებს, არამედ ყველას, ვინც მოძალადე ჯგუფების მიერ “განსხვავებულად” აღიქმება.

 

ამ ფონზე კი, სახეზე გვაქვს სახელმწიფოს უმოქმედობა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი განცხადებები, რომლებიც ერთ სიბრტყეში გვაყენებენ მოძალადე ჯგუფებთან. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება და გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ქვეყანაში სიძულვილის აღმოფხვრისა და სისტემური რეფორმების გატარების სურვილზე მიუთითებს. ხელისუფლების ქმედებები სიძულვილის ჯგუფების წინააღმდეგ არასაკმარისი და არაეფექტურია. საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ინსტიტუციები.

 

სწორედ ამიტომ, ჩვენ გავდივართ! გავდივართ, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება დაიცვას ადამიანის უფლებები და შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებები. გავდივართ, რათა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევები. გავდივართ, რადგან დღეს საფრთხეში ვართ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დემოკრატიული წყობილება.

 

ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად, შემოგვიერთდით!’, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჩვენი მართლწესრიგის ოფიცრები კარდაკარ ივლიან, დაარიგებენ საინფორმაციო ბროშურებს და ბუკლეტებს და მიაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას, რომ ნაადრევი ქორწინება დანაშაულია და უნდა შეატყობინონ პოლიციას, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრასა და ამ მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და პოლიციისათვის დროული შეტყობინების საკითხებზე საინფორმაციო კამპანიას სახელწოდებით "ნუ წაართმევ ბავშვობას" იწყებს.

 

კამპანიის გახსნითი ღონისძიება სასტუმრო "რუმსში" გაიმართა.

 

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით მომართვიანობა გაზრდილია, თუმცა ეს ჯერ ისევ გამოწვევად რჩება.

 

„დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“, რომელიც სიმბოლურად გაგრძელდება 18 დღის განმავლობაში. ამ კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქორწინების იძულებასთან და იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც წესი, ქორწინების იძულებას თან სდევს ხოლმე. ეს გახლავთ სექსუალური ძალადობა და ძირითადად, ოჯახში ძალადობა. დანაშაულის მსხვერპლები ძირითადად არასრულწლოვნები არიან და როგორც წესი, დანაშაულს ოჯახის წევრები ჩადიან. მართალია, მომართვიანობის მაჩვენებელი ბოლო პერიოდში გაიზარდა, თუმცა ეს ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს. ამ კამპანიით გვინდა, მოვუწოდოთ საზოგადოებას, ყველას, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ტიპის ინფორმაციას ფლობს, რომ ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინონ პოლიციას. დღეს გვაქვს იმის რესურსი, რომ თითოეულ ასეთ შემთხვევაზე მოვახდინოთ ეფექტიანი და დროული რეაგირება და ფაქტობრივად, გადავარჩინოთ ეს არასრულწლოვნები, მივცეთ მათ საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობა და რაც მთავარია, არ წავართვათ განათლების უფლება. ამ 18 დღის განმავლობაში იქნება შეხვედრები მოსახლეობასთან, სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან. ჩაერთვებიან განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები. ჩვენი მართლწესრიგის ოფიცრები კარდაკარ ივლიან, დაარიგებენ საინფორმაციო ბროშურებს და ბუკლეტებს და მიაწვდიან საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, რომ ეს ქმედება დანაშაულია და აუცილებლად უნდა შეატყობინონ პოლიციას,“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი, პარლამენტის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ღონისძიებაზე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა პრეზენტაციაც წარმოადგინა, სადაც ნაადრევი ქორწინების შესახებ სტუმრებს სტატისტიკური მონაცემები გააცნეს.

 

2018 წელს, არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. უმეტესად, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება ხდება შემთხვევიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, რაც ართულებს ეფექტიან და დროულ რეაგირებას. ამ მხრივ, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ნაკლებობა. შსს-ს ცნობით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება საინფორმაციო კამპანიაც.

 

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები რეგიონის მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებთან. აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას ადამიანის უფლებათა დაცვის და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები მიიღებენ. დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებსაც კამპანიის მიმდინარეობისას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მართლწესრიგის ოფიცრები თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობას გადასცემენ და კამპანიის მიზნებს გააცნობენ.

 

საინფორმაციო კამპანია გაერო-ს მოსახლეობის მხარდაჭერით, გაერო-ს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში ხორციელდება.

თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა Amnesty International-ს აცნობეს, რომ მათ სიკვდილით ემუქრებიან და ეს მუქარები გრძელდება. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თბილისი პრაიდის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება.

 

Amnesty International-ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეფექტურად გამოიძიოს მუქარები და თავდასხმის გეგმები და დაუყოვნებლივ მიიღოს ძალადობისგან დასაცავად რეალური და ეფექტური ზომები.

 

„ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები იძლევა საჯარო თავშეყრის ადგილებში მშვიდობიანი შეკრების გარანტიას სექსუალურ ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე. საქართველოს ოფიციალურ პირებს აქვთ პოზიტიური ვალდებულება, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა დაიცვან თბილისი პრაიდის მსვლელობა თავდასხმებისგან. Amnesty International მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რათა საჯაროდ გამოხატოს თბილისი პრაიდის მსვლელობის მიმართ მხარდაჭერა, ეფექტურად გამოიძიონ ზემოთ მოყვანილი მუქარები და თავდასხმის გეგმები და დაუყოვნებლივ მიიღონ ძალადობისგან თავის დასაცავად რეალური და ეფექტური ზომები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორება იგეგმება.  ვასაძე არ გამორიცხავს, რომ იგეგმებოდეს მისი ლიკვიდაციაც.

 

როგორც ლევან ვასაძემ  საუბრისას განაცხადა, მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით მას ინფორმაცია ძალოვანი უწყების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიაწოდა.

 

ლევან ვასაძის განცხადებითვე, აღნიშნული ქმედება, რომელიც მის წინააღმდეგ შესაძლოა განხორციელდეს, გარე ძალების მიერ არის ორგანიზებული, რათა მოხდეს ქვეყნის შიგნით სიტუაციის გამწვავება და ქმედების მოქმედი ხელისუფლებისთვის გადაბრალება.

 

„ერთ-ერთმა ადამიანმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ იგეგმება ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება. ყურადსაღებად მივიღე ეს ინფორმაცია და ჩავთვალე საჭიროდ, რომ აღნიშნულზე გამეკეთებინა განცხადება. ეს ყველაფერი კეთდება სიტუაციის არევისთვის, რათა შემდგომ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს დაბრალდეს ეს ქმედება. აქ იკვეთება გარე ძალების ინტერესი. გლობალისტების, რომლებიც ზოგადად ამ პროცესში არიან ჩართული“, - აღნიშნა ლევან ვასაძემ.

 

 დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიმართოს ძალოვან უწყებას და ჩაერთოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ პროგრამაში, ლევან ვასაძე პასუხობს, რომ მას გვერდით ჰყავს ის ადამიანები, რომლებიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

 

„მე გვერდით მყავს ისეთი ბიჭები, რომლებიც ნებისმიერ პროგრამას შეშურდება და რომლებიც ზრუნავენ ჩემს უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა ლევან ვასაძემ.

 

ამ წუთებში ვერის ბაღში „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა ნაწილი ისევ შეკრებილია, რომლებიც ლევან ვასაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და აღნიშნავენ, რომ იმოქმედებენ კანონის დაცვის ფარგლებში, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე.

 

თავად ლევან ვასაძემ ტერიტორია უკვე დატოვა.

განცხადებები, რაც გუშინ ისმოდა, ჩემი შეფასებით, ცალსახად არის ძალადობის პროპაგანდა და ძალადობისკენ მოწოდება, - ასე აფასებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.

 

თამარ ხულორდავას თქმით, სახელმწიფო ძალადობას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს.

 

"ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიციამ ძალიან სწორად იმოქმედა 14 ივნისს, როცა ბოლო პერიოდში ამ საკითხთან დაკავშირებით იყო აუცილებლობა , რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების და წესრიგის უზრუნველყოფა მომხდარიყო. მე იმედი მაქვს, რომ შევინარჩუნებთ საღ გონებას, სიმშვიდეს და გავემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას. მგონი, დროა ვიფიქროთ ვის აძლევს ხელს ამ დაძაბულობის შემოტანა ქართულ სივრცეში, ჩვენს პოლიტიკაში, ჩვენს რეალობაში. ეს ნამდვილად არ არის კარგი ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი განვითარებისთვის და ძალიან ვწუხვარ, რომ გვიწევს ამ პროცესებზე კომენტარების გაკეთება, ნაცვლად იმისა, რომ ვიზრუნოთ ჩვენს უკეთეს მომავალზე და ხვალინდელ დღეზე", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება მიმდინარეობს უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძის განცხადებით, თბილისში პატრულირებას სახალხო რაზმები დაიწყებენ.

Amnesty International-ი თბილისი პრაიდის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

„18-22 ივნისს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში პირველი ლგბტი (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალური) პრაიდის კვირეული ჩატარდება, საქართველოს დედაქალაქ თბილისში საჯარო მსვლელობით. საქართველოს ხელისუფლებამ ყველა აუცილებელი ზომა უნდა მიიღოს, რათა უზრუნველყოს თბილისი პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება უპრეცედენტო ძალადობრივი მუქარების ფონზე, მათ შორის ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან.

 

ჰომოფობიური ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს ადგილობრივი ბიზნესმენი და რომელსაც აქვს ახლო კავშირები საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, გეგმავს ძალადობრივ კონტრდემონსტრაციას, რათა თბილისი პრაიდის ჩატარება შეაჩეროს. 16 ივნისს ჯგუფის ლიდერმა განაცხადა, რომ სამოქალაქო დანაყოფების ფორმირებას იწყებს, რომლებიც აღიჭურვებიან ხის ხელკეტებით, რათა თავს დაესხან მშვიდობიან თბილისი პრაიდის მსვლელობის მონაწილეებს. ის ასევე დაემუქრა საერთაშორისო დამკვირვებლებსა და დიპლომატებს, რომლებიც გეგმავენ მსვლელობის დასწრებას. 16 ივნისს რამდენიმე ქართულმა მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ათობით მხარდამჭერი ეწერებოდა სამოქალაქო დანაყოფებში.

 

17 ივნისს საქართველოს შსს-მ დაიწყო გამოძიება არალეგალური ფორმირებების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებთ. ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ მიუხედავად გამოძიებისა სამოქალაქო დანაყოფებში ჰომოფობების მხარდამჭერთა ჩაწერა გრძელდება. თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა Amnesty International-ს აცნობეს, რომ მათ სიკვდილით ემუქრებიან და ეს მუქარები გრძელდება.

 

ასევე 17 ივნისს შსს-ს წარმომადგენლები შეხვდნენ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს და განაცხადეს, რომ არ შეუძლიათ პრაიდის მსვლელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საჯარო თავშეყრის ადგილებში. ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერმა განაცხადა, რომ წყვეტს სამოქალაქო დანაყოფების ჩამოყალიბებას, მაგრამ ამას გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ პრაიდის ჩატარების გეგმები გაგრძელდება.

 

ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები იძლევა საჯარო თავშეყრის ადგილებში მშვიდობიანი შეკრების გარანტიას სექსუალურ ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე. საქართველოს ოფიციალურ პირებს აქვთ პოზიტიური ვალდებულება, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა დაიცვან თბილისი პრაიდის მსვლელობა თავდასხმებისგან. Amnesty International მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რათა საჯაროდ გამოხატოს თბილისი პრაიდის მსვლელობის მიმართ მხარდაჭერა, ეფექტურად გამოიძიონ ზემოთ მოყვანილი მუქარები და თავდასხმის გეგმები და დაუყოვნებლივ მიიღონ ძალადობისგან თავის დასაცავად რეალური და ეფექტური ზომები.

 

Amnesty International-ის მონიტორინგის ჯგუფი დააკვირდება თბილისი პრაიდის მსვლელობას.

 

ლგბტი პირები განიცდიან დისკრიმინაციასა და ძალადობას საქართველოში, მაშინ როცა ხელისუფლება ხშირად ვერ ახერხებს ჰომოფობიური და ტრანსფობიური მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძეებას. 2012 წლის 17 მაისს თბილისის ცენტრში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს მშვიდობიან მსვლელობას თავს დაესხნენ, მაშინ როცა მართლმადიდებელი ქრისტიანების ჯგუფმა დაიწყო ლგბტი პირების შეურაცხყოფა და მუქარა. 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საპროტესტო აქცია ჩაიშალა ათასობით დემონსტრანტის მხრიდან ძალადობრივი შეტევით, მაშინ როცა პოლიციამ ვერ შეძლო მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. არც ერთი თავდასხმა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ შეკრებებზე არ ყოფილა ეფექტურად გამოძიებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმადაა შეშფოთებული ლგბტ თემის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარებით „თბილისი პრაიდის“ მარშის წინ და კატეგორიულად გმობს ადამიანების დევნას.

 

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტი, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. სახელმწიფო დეპარტამენტი კატეგორიულად გმობს ადამიანების დევნას რაიმე, კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიზეზით. ამასთან, აშშ-ის საგარეო უწყება, მიესალმება საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ ის თითოეული ადამიანის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს.

 

განცხადების თანახმად, აშშ კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა მოქალაქე დაიცვას სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მიუხედავად.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი თავის მრევლს მოუწოდებს შეუერთნენ ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ წამოყებულ მოძრაობას. ამის შესახებ ეპისკოპოსის განცხადება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფეისბუკგვედზე ვრცელდება.

 

"მოგმართავთ ჩემს სამწყსოს,კერძოდ კაცებს, ვისთვისაც ღმერთი,სამშობლო და ადამიანის ღირსება წარმოადგენს მთავარ ღირებულებას, შეუერთდეს ლევან ვასაძის წამოწყებულ მოძრაობას,რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყანაში სოდომიტურ-აღვირახსნილი მოძრაობის ალაგმვას", - მეუფე გიორგი.

 

დღეს, ვერის ბაღში გამართულ "ნამდვილი კაცების შეკრებაზე" ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მოუწოდა სხვადასხვა ჯგუფებს სახალხო რაზმის შექმნისკენ, რომლებიც "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ იქნებიან მიმართული.

 

 

 

 

სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან ერთად გავაგრძელებთ მსჯელობას, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს, როდესაც საზოგადოებაში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, დაძაბულობა და შფოთის საშიშროებაა, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ქვეყანაში ორი რადიკალურად დაპირისპირებული შეხედულების არსებობა, როგორიცა ლგბტ მხარდამჭრები და მათი მოწინააღმდეგეები, აწუხებს არა მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას, არამედ ყველას.

 

„დღევანდელ შეხვედრას სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ებრაელთა, მუსლიმთა წარმომადგენლები, ასევე სომხური ეკლესიის წარმომადგენლები. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და გავაგრძელებთ შეხვედრებს, თუ რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს როდესაც საზოგადოებაში რელიგიური გრძნობების შეურაცყოფასთან დაკავშირებით მსგავსი დაძაბულობა და შფოთის საშიშროებაა. ქვეყანაში არის ორი რადიკალურად დაპირისპირებული შეხედულება. ეს იწვევს საზოგადოებაში ძალიან დიდ შფოთს და ეს აწუხება ყველას. ეს არ ეხება მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

სოდომის ცოდვა ეკლესიამ ჯერ თავის წიაღში უნდა დაამარცხოს - მეუფე პეტრე ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს მკაცრ შეფასებას აძლევს.

 

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ლგბტ თემის მიმართ გამოთქმულ მუქარის შემცველ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ჯერ კიდევ 80-იან წლებში ეკლესიაში სოდომური ცოდვის პრობლემებზე ზვიად გამსახურდია წერდა, თუმცა ეკლესიამ ბრძოლას თავი აარიდა.

 

მეუფე პეტრეს განცხადებით, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ეკლესია საკუთარ სულიერ შვილებზე ზრუნვას. მანამდე კი ყველა განცხადება, სასულიერო თუ საერო პირის სანდოობით არ სარგებლობს.

 

​„წამახალისებელია ამ მოვლენების ის ფაქტი, რომ ეკლესიამ თავის წიაღში არ გამოუცხადა ბრძოლა, მიუხედავად, ჯერ კიდევ 80-იან წლებში, ეროვნული ლიდერის, პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას წერილისა და მისი მოწოდებისა, რომ ეკლესიის წიაღში არის პრობლემები და სოდომური ცოდვის წინააღმდეგ შიგნით უნდა დაწყებულიყო ბრძოლა. დღესაც ვფიქრობ არ არის დაგვიანებული და ადამიანები, საერონი თუ სასულიერონი, რომლებიც გამოდიან თითქოს უკომპრომისოდ ებრძვიან უზნეობას, უწმინდურობას, პიდარასტიას, მამათმავლობის პროპაგანდას და უღმერთოებას ეს ადამიანები ამავე დროს არიან კომპრომისულ დამოკიდებულებაში ეკლესიის შიგნით წიაღში და არიან კომფორმისტები. აქედან გამომდინარე მათი სანდოობა არ არის მაღალი ხარისხის,“-  ამბობს მეუფე პეტრე.

თუ პარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გაითვალისიწინებს “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას ჩემს დაკავებაზე, ღმერთმა ხელი მოუმართოს, მე არ მეშინია, – ასე უპასუხა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მის შესაძლო დაკავებაზე კითხვას.

 

“ჩვენი ქისტი ძმები რომ შედგნენ ამ პოლიციელებს, ერთი კაცი დააკავეს?

 

გიგა ბოკერიამ და მიშა სააკაშვილმა 330 ათასი კაცი უკანონოდ დააპატიმრეს, დააკავეს? ცოცხები გაყარეს, გაძარცვეს, დედა უტირეს, დააპატიმრეს? თუ პარლამენტში გვიზიან ეხლა?

 

გიგა ბოკერიამ თქვა( ვიცნობ და არ უნდა ეკადრებინა), რომ ლევანის ადგილი არის საპატიმროშიო. გამეცინა, ჩემი შენ გითხარიო… თუ გიგას რეკომენდაციას ბიძინა გაითვალისწინებს და ნაცვლად იმისა რომ გიგა იხდიდეს სასჯელს სულხან მოლაშვილის წამების და მკვლელობისთვის… თუ ბიძინას უნდა გიგას რეკომენდაცია გაითვალისწინოს და მე დამიჭირონ, ღმერთმა ხელი მოუმართონ, მე არაფრის არ მეშინია. მე არც კონსტიტუციის ფარგლებიდან გავდივარ, არც ძალადობა მინდა”. – განაცხადა ლევან ვასაძემ.

არქივი

« « » » November 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?