Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9776
EUR
3.2956
RUR
0.0466
GBP
3.8444

ჩვენ ვართ ერი, ჩვენ ვართ ერთად, რომ გავაპროტესტოთ და ოპონირება გავუწიოთ ჩვენი ერისათვის მიუღებელ მორალურ ღირებულებებს, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიმართა. ვასაძემ ტრამპს ინგლისურად მიმართა.

 

„საქართველოში არავინ დევნის, არავინ სცემს სექსუალურად დეზრიენტირებულ ხალხს, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ გვაქვს, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ძალიან ძლიერი ღირსებისა და ცოდვის გრძნობა. ცოდვა არის რაღაც, რისიც უნდა გრცხვენოდეს. და ჩვენ მისი ნორმალიზების, შექებასა და აღნიშვნის უფლებას არ მივცემთ. ეს არ არის ჩვენი გზა.

 

როდესაც თქვენ პრეზიდენტობისკენ მიისწრაფოდით, თქვენი დაპირება ამერიკელი ხალხისა და საგარეო პოლიტიკისათვის იყო „გახადეთ ამერიკა კვლავ ძლიერი “ ... თქვენი გაპრეზიდენტებიდან 3 წლის შემდეგ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გააგრძელებთ თქვენს ომს. ჩვენ არ გვჯერა, რომ თქვენ უღალატებთ თქვენს დაპირებებს და გააგრძელებთ ფსევდომორალური ღირებულებებს არ დაშვებას, მე აგრეთვე დავამატებდი ფსევდოამერიკულ ღირებულებებს. დაგვეხმარეთ უკუვაგდოთ იმ ჭაობის გავრცელება, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. დაგვეხმარეთ შევაკაოთ გლობალისტები, რომლებიც დაბუდებულნი არიან აშშ-ის საელჩოში თქვენი წინა ხელისუფლებების დროიდან. ჩვენ არაფერი გვაქვს ამერიკელი ხალხის საწინააღმდეგო, ჩვენც აგრეთვე ვართ შრომისმოყვარე ხალხი, რომელსაც თქვენ, ამერიკელები კონსერვატორებს უწოდებთ, ჩვენ მათ ტრადიციონალისტებს ვუწოდებთ, ჩვენ მათ ვეძახით ეროვნულს...თუ ვიღაც გადაწყვეტს, ჰქონდეს განსხვავებული სექსუალური ცხოვრება, ეს მათი არჩევანია. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა ვიყოთ საზოგადოება, რომელსაც შეუძლია თქვას, თუ რას ფიქრობს, ეს ჩვენი არჩევანია. და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ უფლება მოგცეთ, ან მივცეთ ვინმეს, რომ წაგვართვას თავისუფლად საუბრის უფლება. ჩვენ ღრმად გვწამს ბატონო ტრამპ, რომ დაგვეხმარებით თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი რადიკალური მოქმედება. ჩვენ აქ ვართ, ჩვენ მოვედით ერთად, რათა დავამყაროთ წესრიგი ჩვენს ქვეყანასა და დედაქალაქში. დაგვეხმარეთ ბატონო ტრამპ, რათა თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო ქაოსი და გავაგებინოთ გლობალისტ ძაღლებს, რომ ქართული, ქრისტიანული და აბრაამული ღირებულებებს თავი დაანებონ“, - განაცხადა ვასაძემ.

უშიშროების ოფიცრებმა შემატყობინეს, დაგეგმილია კაცის მკვლელობა იქით მხარეს, ზვარაკად უნდათ, რომ შესწირონ რომელიმე უბედური, არასამთავრობოს წევრი ან მამათმავალი და ეს ჩვენ დაგვაბრალონ, მე მესროლონ ის ტყვია,- ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე განაცხადა.

 

„დღეს დილით ჩვენი უშიშროების ოფიცრებმა შემატყობინეს, რომ გლობალისტები ძალიან მაგრად მუშაობენ რომ ჩვენ შეგვარცხვინონ და გამოგვაჩინონ გიჟებად, ფანატიკოსებად და ფაშისტებად. დაგეგმილია კაცის მკვლელობა იქით მხარეს, ზვარაკად უნდათ, რომ შესწირონ რომელიმე უბედური ან არასამთავრობოს წევრი ან მამათმავალი და ეს ჩვენ დაგვაბრალონ. კატეგორიულად ვაცხადებ, ყველა, ვინც ამ უდიდეს ცოდვას ჩაიდენს, არის მტერი ჩვენი, საქართველოსი და ჩვენ მასთან არაფერი კავშირი არ გვაქვს. თუ მაინც და მაინც, მათ უნდათ, რომ ეს მოხდეს, აქ ვარ რვა შვილის მამა, მე მესროლონ ის ტყვია და ნურავის იმ გარყვნილი ადამიანებიდან ნუ შეწირავენ ზვარაკად ამ საშინელ დღეებს“,- განაცხადა ვასაძემ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი 18 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ხელმოწერების შეგროვება და მაჩალიკაშვილისთვის მხარდაჭერა იყო.

 

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სურს იმისთვის, რომ ხელისუფლება ჩამოშალოს.

 

"18 პარტიის წარმომადგენელს შევხვდი. შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ხელმოწერები არა 100 000, არამედ უფრო მეტი შეგროვდება. თუ შექმნიან დროებით საგამოძიებო კომისიას, შექმნიან, თუ არადა სიტყვას გაძლევთ, რომ ვაიძულებთ მის შექმნას. გეგმების კომენტირებისგან, რაც აქ შევიმუშავეთ, თავს შევიკავებ. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მსურს იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება ჩამოვშალო. სწორედ თემირლანის საქმეა, რომელიც ამ ხელისუფლებას ჩამოშლის", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მინდა გავაფრთხილო ჩვენი საყვარელი პოლიციელები - არაფერი შეგეშალოთ, ძმებო. კორდონების გარღვევისას ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაუწყოთ ცემა ჩვენებს იმიტომ, რომ მაგ შემთხვევაში მიიღებთ პასუხს,- ასე მიმართა სამართალმდამცველებს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე, სადაც განაცხადა, რომ თბილისში სახალხო რაზმები დაიწყებენ პატრულირებას.

 

ვასაძის თქმით, სახალხო რაზმებს კომბლებიც ექნებათ, რომელთაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებენ.

 

„არ ვარ მიამიტი კაცი, ისევე როგორც ყველა, ვინც აქ შეიკრიბა და ძალიან კარგად მესმის, რომ როდესაც ჩვენ დავალაგებთ ჩვენი სამხედროების, მორაგბეების და მოჭიდავეების ხელმძღვანელობით კორდონების გარღვევის სტრატეგიებს - ეს იქნება სოლისებური შესვლება, ათეულების დარტყმები ამ კორდონებზე. ჩვენ გვესმის, რომ პირველი ათეული შევა, ვერ გაანგრევს, მაგრამ არევს, მეორე დაასუსტებს და მესამე შევა, მეოთხე, მეხუთე ხომ შევა. ჩვენ ეგ არ გაგვიჭირდება, ქართველმა კაცმა იცის, რომ უნდა დაეცეს იმისთვის, რომ დროშა წინ წავიდეს. მინდა გავაფრთხილო ჩვენი საყვარელი პოლიციელები - არაფერი შეგეშალოთ, ძმებო. კორდონების, თუ თქვენს ხელმძღვანელობას ჭკუა არ ეყო და მაინც დაგაყენეს იქ, გარღვევისას ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაუწყოთ ცემა ჩვენებს იმიტომ, რომ მაგ შემთხვევაში მიიღებთ პასუხს. ჩვენ არ მოვალთ იქ იარაღით, ჩვენ მოვალთ შიშველი ხელებით და ქამრებით“,- განაცხადა ვასაძემ.

 

ლევან ვასაძის განცხადებით, ის, რაც რამდენიმე დღის წინ კანცელარიასთან მოხდა, აღარ განმეორდება.

 

„მინდა მივმართო ჩვენც პოლიციელებს, ის რაც თქვენ გააკეთეთ კანცელარიასთან აღარ გამოგივათ. არც ერთ ჩვენიანს არ გაგატანთ. სტაცებთ ხელს ვინმეს ათეულში? ათეული გამოესარჩლება მას. არ ეყოფა ათეული? ასეული გამოესარჩლება. თუ რაღაც სასწაული მოხდა და ჩვენს ლომივით მეომრებს მაინც გამოსტაცეთ ერთი ჩვენიანი თქვენს თავს დააბრალეთ. სადაც წაიყვანთ, რომელ პოლიციის განყოფილებაშიც იქ მოგაკითხავთ, იმ კორდონს გავარღვევთ და იქიდან გამოვიყვანთ ჩვენიანს. ერთადერთი გზა, როგორც შეგეძლებათ გაგვაჩეროთ, არის ტყვია და გთხოვთ, მე მესროლეთ ის პირველი ტყვია,- განაცხადა ვასაძემ.

ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე გადადიან ძალიან ზედმეტებში და თავს უნდათ მოგვახვიონ რაღაც ისეთი, რაც ჩვენი ერისთვის მიუღებელია,-ამის შესახებ მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა. მეუფე იაკობმა ქადაგებაში 14 ივნისს თბილისში „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერებსა და მოწინააღდმეგეებს შორის განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაპირისპირება ქვეყანას არ წაადგება, რადგან ქვეყნის „სახელმწიფოებრიობა ისედაც მყიფეა“.

 

„კარგად ვხედავთ რა ბოლო დროის პერიპეტიებს, უნდა შევეცადოთ, რომ რაღაც ისეთი გამოსავალი გამოვნახოთ, რომ ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი სახელმწიფო არ დავაზიანოთ და არ დავაზარალოთ. კარგად ვხედავთ ვნებათაღელვას. ეს დაპირისპირებული მხარე ძალიან ცუდია საერთოდ.​ შეიძლება, მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყნებში შეიძლება სხვადასხვა რაღაც წესები ჰქონდეთ, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, საქართველოში ყველა წესი გადმოვიღოთ. რაც კარგია, გადმოვიღოთ და ხალხში ასეთ ვნებას, როცა ხელს უწყობ ალბათ, უნდა გაიაზროს საზოგადოების ამ (მე არავის შეურაცხყოფა არ მინდა) ნაწილმა, ის რომ რა შეიძლება ამას მოჰყვეს“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

მისივე თქმით, ლიბერალიზმი თავისუფლებას ნიშნავს, მაგრამ ასევე ითვალისწინებს სხვა პიროვნებასთან თანაცხოვრებასაც და არ შეიძლება, ძალით მოახვიო ისეთი რამ, რაც მიუღებელია ერისთვის.

 

„ჩვენ კარგად ვიცით რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, ერის, მრევლის ძალიან დიდი მრევლის რასაც დაუჭერს მხარს. ამიტომ მე მინდა მივმართო საზოგადოების იმ ნაწილს, ამ მორალურ ტერორს შეეშვან მოსახლეობის მიმართულებით და იცხოვრონ ისე,როგორც ცხოვრობენ, არავინ არავის არ ჩაგრავს, მაგრამ რაღაც მიუღებელი რომ მივიღოთ, ასეც არ გამოვა, იმიტომ, რომ თქვენ როგორც ხედავთ, პოლიტიკოსები ებმებიან ამაში და ერთი მხარე ასე ვთქვათ თავის სიმართლეს ლაპარაკობს, მეორე მხარე თავის სიმართლეს და შეიძლება ქვეყანა საერთოდ დაღუპონ, ისე წაიყვანონ. მე ამას ვხედავ, რაც შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები ლევან ვასაძის დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვას ეხმაურებიან.

 

„ლევან ვასაძე უკვე მეორედ იმუქრება მართლწესრიგის დარღვევით, ადამიანებზე და პოლიციელებზე ძალადობით და გადატრიალებით. ამჯერად, გუშინდელი მოვლენების ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისი პრაიდის კვირეული სულ რამდენიმე დღეში იწყება, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ მუქარა არის რეალური საფრთხის შემცველი და შსს-მ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ამ შემთხვევაზე გამოძიება. ასევე მოვუწოდებთ სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გააკეთონ შეფასება, შეიცავს თუ არა მოცემული განცხადება დანაშაულის ნიშნებს“, - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღეს გავრცელებული ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ის და მისი თანამოაზრეები არ დაუშვებენ, დედაქალაქში ლგბტ აქტივისტების მიერ დაგეგმილი ღონისძიება „თბილისი პრაიდი“ გაიმართოს. მისივე განმარტებით, სამოქმედო გეგმაზე ხვალ შეთანხმდებიან. "ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც საქართველოს სათავეშია, მინდა ვუთხრა, არაფერი შეგეშალოთ. ამ კვირაში, მაგათ მიერ რაიმე საჯარო აქციების გამართვისა და კორდონების ჩაყენების უფლებას არ მოგცემთ, კინოთეატრში იქნება ეს, სკვერში, ქუჩაში, მთაზე, ტბაში და ტყეში, ყველგან მოგაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ“, - განაცხადა ვასაძემ.

 

გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის გამართვა ჰქონდათ დაანონსებული, თუმცა მანამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები მივიდნენ. მათ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით სამართალდამცეველები. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციას შორის პოლიციის კორდონი იყო. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცავებმა 28 ადამიანი დააკავეს.

მიიღებთ მსოფლიოში პირველ კომბლების რევოლუციას, ჩვენ მოვდივართ შიშველი ხელებით იმისთვის, რომ არ ჩაგატარებინოთ გარყვნილების აღლუმი, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე განაცხადა.

 

მან მოუწოდა მხარდამჭერებს ძალადობისგან თავი შეიკავონ.

 

„ვფიქრობდი, რა არის ქართული ზღაპრებიდან სიმბოლო, რაც მე უნდა მქონდეს ასეთ დროს? კომბლე გამახსენდა. ეს კომბალი არ მოხვდეს არცერთ გარყვნილ ადამიანს, ქათამს, არასამთავრობოს და არც პოლიციელს, თუ ისინი ცემას არ დაგვიწყებენ, მაგრამ თუ ისინი შეგვდგებიან, თავს არ გაგალახინებთ, გამორიცხულია. მიიღებთ მსოფლიოში პირველ კომბლების რევოლუციას, რომელიც ჩვენ არ გვინდა. მე ჯვრით მოვალ და ამით ვძლევ. ყველა ის ადამიანი, ვინც გვეტყვის, რომ ჩვენ არ ვემორჩილებით ვინმეს, ცრუობს, რადგან ეს არის ხალხის ნება. ხალხის ნებას უნდა დაემორჩილოს სახელმწიფო. ჩვენ არ გვინდა ძალადობა, არ გვინდა ესკალაცია. არავითარი ძალადობა, მხოლოდ ხელების შეკვრა და გაყვანა ადგილიდან. ჩვენ მოვდივართ შიშველი ხელებით იმისთვის, რომ არ ჩაგატარებინოთ გარყვნილების აღლუმი“,- განაცხადა ვასაძემ.

ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე, მრავალი განსაცდელი ხდება ადამიანს ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

 

პატრიარქმა მრევლს სულთმოფენობა მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პატრიარქმა ბრძანა, რომ ქართველ ადამიანს არ სჭირდებოდა ოქრო, ვერცხლი, სიმდიდრე, ქართველ ადამიანს სჭირდებოდა მადლი ღვთისა.

 

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. არ ჰქონდათ მათ სიმდიდრე, მაგრამ ჰქონდათ სიწმინდე და ეს სიწმინდე, ეს ძალა ღვთისა, რომელსაც გვაძლევდა ჩვენ უფალი ღვთისმშობლის შუამდგომლობით, ეს სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე, მრავალი განსაცდელი ხდება ადამიანს ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს, ნათქვამია საქართველო გაბრწყინდებაო უკანასკნელ ჟამს და ინებოს უფალმა, მადლი ღვთისა მოვიდეს ჩვენზედა და ძალი მადლისა მოვიდეს ჩვენზედა,- ბრძანა პატრიარმა.

პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, „თავისუფლების მოედანზე“ „პატრიოტთა ალიანსის“ აქციის პარალელურად, საკრებულოს შენობის აივნიდან ბანერი - „NATO აქაურობას“ გადმოფინეს.

 

როგორც პარტიის წარმომადგენელმა თამარ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობის ნებაა, რომ საქართველო გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი და სწორედ ამ მიზეზით გამოფინეს დროშა აივნიდან.

 

მისივე განმარტებით, „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამ უფლებით თავადაც სარგებლობენ და არავითარ პროვოკაციას არ აქვს ადგილი.

 

რამდენიმე წუთის შემდეგ, "პატრიოტთა ალიანსის" აქციის მონაწილემ აღნიშნული ბანერი ჩამოხია.

 

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დავით გარეჯში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, „თავისუფლების მოედანზე“ აქციას მართავს. პატიის ლიდერების განცხადებით, აქციის მთავარი მიზანია, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაინახოს, რომ ქართველი ხალხი დავით გარეჯის დათმობას არ აპირებს. ამასთან, პარტიის ლიდერებმა აქციაზე სხვა საკითხებზეც, მათ შორის სამართლიანობის აღდგენაზე ისაუბრეს.

გვექნება ლეგიონი, იქნება ქალაქის პატრულირება და თუ ეცდებიან რაიმე სახის დემონსტრაციის ჩატარებას, ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს, აუცილებლად გავარღვევთ. ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით, რომლებიც თან გვქნება და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან სადაც ისინი იქნებიან,- ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა. როგორც ვასაძემ აღნიშნა, მათი ბრძოლა მშვიდობიანი იქნება.

 

„ჩვენ მოვახდებთ დღეს თვითორგანიზებას სახალხო რაზმებად. ჩვენ გვეყოლება ათეულები, ეს შეიკრიბება ასეულებად ასისთავით, რომელიც შეიკრიბება ათასეულად და იქნება ლეგიონი. აქ შეკრებილებს შორის არის უამრავის სამხედრო გამოცდილების მქონე პირი, უამრავი სასახელო სპორტსმენი, მორაგბეები, მოჭიდავეები. შექმნილი ათეულები, შეკრულები ათასეულებად ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში, გაინაწილებენ ქალაქს და იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად. არავითარი იარაღი ჩვენ არ გვექნება გარდა ერთისა - ეს იქნება იარაღი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ, თუკი, პროპაგანდისტები გარყვნილებისა ეცდებიან რაიმე სახის დემონსტრაციის ჩატარებას, ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს და იმედია, ეყოფათ ჭკუა, რომ ეს არ გააკეთონ, აუცილებლად გავარღვევთ. რისთვის გავარღვევთ? რომ ქათმები ჩავქოლოთ ან ვიღაც ლესბოსელები, უსინდისო არასამთავრობოს ჭიჭყინა ბავშვები, ვინც ფულს აკეთებენ სამშობლოს გაყიდვაზე? არა. ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით, რომლებიც თან გვქნება და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან სადაც ისინი იქნებიან. თუ ქალაჩუნა კაცი შეგაგინებთ, შეგაფურთხებთ , ნუ დაარტყამთ ხელს, ძალიან თუ გაგაბრაზათ ყური აუწიეთ“,- განაცხადა ვასაძემ.

 

მისი თქმით, სახალხო რაზმებს კომბლებიც ექნებათ და მათ მხოლოდ პოლიციის კორდონების გასარღვევად გამოიყენებენ.

ქართველ ადამიანს არ სჭირდებოდა ოქრო, ვერცხლი, სიმდიდრე, ქართველ ადამიანს სჭირდებოდა მადლი ღვთისა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

 

პატრიარქმა მრევლს სულთმოფენობა მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

"გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს სულთმიდენობას, სულიწმინდა მივიდეს ჩვენს ზედა და ძალი მათი გადმოვიდეს ჩვენზედა. უფალი გვფარავდეს ჩვენ. დღეს კაცობრიობა დგას მრავალი პრობლემის წინაშე, მრავალი საკითხის წინაშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა. რით მოიპოვება სულიწმინდა? თავმდაბლიბით, მორჩილებით, კეთილი საქმეებიით და ამაზე ზრუნავდა ქართველი ადამიანი. ქართველ ადამიანს არ სჭირდებოდა ოქრო, ვერცხლი, სიმდიდრე, ქართველ ადამიანს სჭირდებოდა მადლი ღვთისა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. არ ჰქონდათ მათ სიმდიდრე, მაგრამ ჰქონდათ სიწმინდე და ეს სიწმინდე, ეს ძალა ღვთისა, რომელსაც გვაძლევდა ჩვენ უფალი ღვთისმშობლის შუამდგომლობით, ეს სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე, მრავალი განსაცდელი ხდება ადამიანს ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს, ნათქვამია საქართველო გაბრწყინდებაო უკანასკნელ ჟამს და ინებოს უფალმა, მადლი ღვთისა მოვიდეს ჩვენზედა და ძალი მადლისა მოვიდეს ჩვენზედა,- ბრძანა პატრიარმა.

 

პატრიარქმა დღესვე აბიტურიენტები დალოცა.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ლგბტ თემის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული აქციის მიმდინარეობისას განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ინციდენტებსა და მოწოდებებს ეხმაურება.

 

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დაგმობას საჯარო განცხადებებით.

 

„მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ასევე აქციის მიმდინარეობის ადგილზე დაკვირვებით, გამოიკვეთა კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან ჩადენილი არაერთი სამართალდარღვევა, რაც საგამოძიებო ორგანოთა მხრიდან დამატებით დროულ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. კერძოდ, ადგილი ჰქონდა:

 

ჟურნალისტებზე თავდასხმასა და მათი პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას; ძალადობის და ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარას აქციის მონაწილეთა მიმართ; სახალხო დამცველის მოადგილეზე თავდასხმის მცდელობას და ძალადობის მუქარას;

 

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დაგმობას საჯარო განცხადებებით; მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ რომელიმე ჯგუფის დამამცირებელი მოპყრობა, მათ მიმართ ძალადობის წახალისება დაუშვებელია. ტოლერანტობა და განსხვავებულის პატივისცემა არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ სამართლებრივი წესრიგი, რასაც საფრთხეს უქმნის მსგავსი ჯგუფების გაძლიერება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის გამართვა ჰქონდათ დაანონსებული, თუმცა მანამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები მივიდნენ. მათ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით სამართალდამცეველები. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციას შორის პოლიციის კორდონი იყო. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცავებმა 28 ადამიანი დააკავეს.

არქივი

« « » » November 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?