საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს პეტრე-პავლობის მარხვაში, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზის მიღების კურთხევა მისცა. ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

 

"ხვალ იწყება პეტრე პავლობის მარხვა. პეტრე პავლობის მარხვის დროს თევზი არ იჭმევა ოთხშაბათს და პარასკევს. დანარჩენ დღეებშში გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ მიიღოთ თევზი", - განაცხადა პატრიარქმა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.