მეუფე პეტრემ ლოცვა-კურთხევა მიიღო სინანულისა, რომ ის განწესებულ იქნეს მონასტერში და ჰქონდეს მას სინანული, - ამის შესახებ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მას კითხვით მიმართეს, დაუჭერს თუ არა მხარს მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთას, თუკი ეს საკითხი წმინდა სინოდზე დადგება. მეუფე მიქაელის თქმით, თუ ეკლესია დაინახავს, რომ მეუფე პეტრე სინანულშია, მისი განკვეთის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება.

 

"თუ დაინახავს ეკლესია, პატრიარქი და მღვდელმთავრები, რომ სინანულშია მეუფე, სტკივა, აწუხებს და გრძნობს შეცდომას, რატომ უნდა განიკვეთოს?! თუ მაგალითად, პირიქით გაგრძელდება, მხოლოდ და მხოლოდ განკითხვა და არ იქნება სინანული, მერე, ალბათ, რასაკვირველია, დადგება ნელნე-ნელა ეგ საკითხიც", - განაცხადა მეუფე მიქაელმა.

 

მღვდელმთავრობიდან მეუფე პეტრე წმინდა სინოდმა გადააყენა. აღნიშნულის მიზეზი მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა. მის ნაცვლად კი ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე გრიგოლი (კაცია) დაინიშნა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.