ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა. ჩამოშლილი მასა გამვლელს დაეცა, რის შედეგადაც მოქალაქემ თავის არეში ღია ჭრილობა მიიღო.

 

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და შუახნის ქალი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

 

მედიკოსების თქმით, ჭრილობა საშიში არ არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.