მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში, რეანიმაციაში მოათავსეს და მისი მდგომარეობა მძიმეა. მისმა მეგობარმა, ნუგზარ კვაშალმა იმედის დილის ეთერში ჩართვის დროს განაცხადა, რომ გამოჯანმრთელების იმედი აქვთ.

 

ნუგზარ კვაშალის განმარტებით, ზურაბ დოიჯაშვილს გულის პრობლემები აქვს და მისი მდგომარეობის გართულება საქმიანობიდან გამომდინარე გადატვირთულმა გრაფიკმა და შემდეგ უკვე თბილისის დატოვების შემდეგ ნერვიულობამ გამოიწვია.

 

ზურაბ დოიჯაშვილი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.