ქუთაისში მცხოვრებლები მ.ჯ, მ.ც. გ.ც თ.ც და ს.კ არიან იმათი ნაწილი, რომლებმაც საცხოვრებელ კორპუსში სადეზენფიქციო სამუშაობების სანაცვლოდ, უცნობ პირებს თანხა გადაუხადეს.

 

ადგილობრივების თქმით, უცხო პირები, მათ კომპანია ,,იმედის“ სახელით გაეცნენ და უთხრეს, რომ კომპანია წერეთლის 199 მდებარეობს, ასევე აღნიშნეს, რომ მათ სამი ლარი გადაუხადეს, თუმცა თანხის გადახდის ჩეკი არ მიუციათ.

 

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სადეზინფექციო საშუალებას, მწერების საწინააღმდეგო ხსნარის სუნი ქონდა, რაც ეჭვის საფუძველი გახდა

 

,,სპეციალური ფორმებით 3 ადამიანი დადიოა, რომლებიც სადარბაზოების სადეზიფექციო ხნარით მოწმენდის სანაცვლოდ 3 ლარს ითხოვდენ, მეზობლები ამაზე დავთანხმდით, რადგან სადარბაზოს ჭირდებოდა დეზინფექცია, მითუმეტეს ამ ვირუსის დროს.

 

მათ, ჩეკი არ მოუციათ და არც ჩვენ მოგვითხოვია, ეჭვიც არ შეგვპარვია რამეზე. თუმცა, როცა ხსნარით მოწმენდა დაიწყეს, სადარბაზოში მწერების საწინააღმდეგო ხნარის სუნი დადგა, რამაც ეჭვი გაგვიჩინა, რომ შეიძლება მოტყუებული ვიყავით.“ - განაცხადა ბ.ც

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ,,გლობალპრესი“ ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურს, ცხელ ხაზე დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მერია სადეზინფექციო სამუშაობს არ ახორციელებს, აღნიშნულთან დაკავშირებით კი არაფერი სმენიათ

 

,,ქუთაისის მერია საცხოვრებელ კორპუსებში, სადეზინფექციო სამუშაობს არ ახორციელებს. აღნიშნული ფაქტი ჩვენთვის უცნობია. შარშან კი ჩავატარეთ სადეზინფექციო სამუშაოები, დაქირავებული გვყავდა კერძო კომპანია, მაგრამ წელს მსგავსი რამ არ მომხდა. რაც შეეხება კომპანიას, ჩვენთვის უცნობია აღნიშნული კომპანია“ - განაცხადეს ქუთაისის დასუფთავების სამსახურში

 

,,გლობალპრესი“ შეეცადა კომპანიის მოძიებას, თუმცა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა ფირმის პოვნა, კომპანიის წარმომადგენელბის მიერ ადგილობრივებისთვის მიცემული მისამართი კი არ არსებობს. ინფორმაციის მოძიების შემთხევვაში. ჩვენს მკითხველს მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას კომპენია ,,იმედის“ შესახებ.

 

,,გლობალპრესი“ ქუთაისში მცხოვრებ ადამიანებს, აფრხილებს, რომ ეს შესაძლოა იყოს თაღლითობა და თავი შეიკავონ, უცხო პირებისთვის თანხის გადახდისგან

 

 

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.