საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა 28 იანვარს. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც საქართველოში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული და ინფიცირების პირველი შემთხვევა რეალურად მხოლოდ 1 თვის შემდეგ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

 

გიორგი გახარიას თქმით, დღეს ჩვენ ოფიციალურად შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიმარულებით.

 

„თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია. პანდემია საქართველოშიც არ არის დამარცხებული, ისევე როგორც გლობალურად არ არის დამარცხებული. პანდემიის მიმართულებით 2 ფრონტზე ბრძოლა მოგვიწევს. პირველ რიგში, ეს არის და რჩება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და შემდგომ, ჩვენი ეკონომიკის აღორძინება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.