საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა 8 ივნისიდან განახლდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხდა.

 

„ეს ნაბიჯები მიღებულია ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელი პირობაა, რომ შევინარჩუნოთ ეპიდემიის ეს ტემპი, არის პირბადეების ტარება“, - აღნიშნა გახარიამ.

 

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა ქვეყანაში 24 მარტს აიკრძალა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.