ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე - თამარ ბაჩალიშვილის ე.წ. შეყვარებული ბაჩანა ლობჟანიძე აცხადებს, რომ თამარის ახლო მეგობარი, ვინმე მარიამ ვარდიაშვილს თეთრწყაროსთან კავშირი აქვს.

 

„ტვ პირველთან“ საუბრისას, ე.წ. შეყვარებული ამბობს, რომ მარიამ ვარდიაშვილს „მესინჯერში“ მისწერა, თანამშრომლობდა თუ არა გამოძიებასთან, თუმცა ვარდიაშილმა უთხრა, რომ არავის დაუკითხავს.

 

როგორც ლობჟანიძე აცხადებს, როდესაც ის თამარის ოჯახში მივიდა და მისი მშობლებს გაესაუბრა, მან იმ ღამესვე მისწერა მარიამ ვარდიაშვილს, რომელმაც დაუდასტურა, რომ მას კავშირები ჰქონდა თეთრიწყაროში.

 

"მარიამ ვარდიაშვილი მე თამარმა გამაცნო დაახლოებით 2017-2018 წლებში. როგორც თავისი მეგობარი. მეც გავიცანი. ის მისი ახლო მეგობარი იყო. მე არ ვიცოდი თუ ვარდიაშილი თეთრწყაროში იმყოფებოდა. მე გავიგე თამარის მშობლებისგან, რომ თურმე მას თეთრიწყაროში აქვს რაღაც შეხება. მერე მე დავუკავშირე, რომ რაღაც შეიძლებოდა ყოფილიყო ...ეს მარიამ ვარდიაშვილი... და სახლში რომ მივედი მესენჯერში მივწერე თუ ჰქონდა რაიმე შეხება და დამიდატურა, რომ ჰქონდა შეხება. ვკითხე გამოძიებასთან თუ თანამშრომლობ-თქო... მითხრა, რომ მეძებდა თეთრიწყაროს პოლიციაო. მე გავარკვიე, რომ ის არ გამოუკითხავთ" - აღნიშნა ბაჩანა ლობჟანიძემ.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.