Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.2897
EUR
3.8292
RUR
0.0427
GBP
4.196

თბილისის ,,ლოკომოტივი“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში მოსკოვის ,,დინამოს“ დაუპირისპირდება

 

უეფას ევროპალიგის კენჭისყრა დღეს, 31 აგვისტოს გაიმართა, შვეიცარიის ქალაქ ნიონში. კენჭისყრის შედეგად 1 მატჩიანი დაპირისპირება თბილისში, 17 სექტემბერს გაიმართება

 

როგორც ცნობილია, 27 აგვსტოს თბილისის ,,ლოკომოტივმა“ ევროპა ლიგის პირველ რაუნდში რუმინული ,,უნივერსტატია კრაიოვა“ 2:1 დაამარცხა

ფრანგულმა გამოცემამ, L’Équipe-მა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დაასახელა.

 

მასთან ერთად, საუკეთესო მწვრთნელის კატეგორიაში „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელები, იურგენ კლოპი და პეპ გვარდიოლაც იყვნენ, თუმცა გამოცემის რჩეული ზიდანი გახდა.

 

ზიდანის ხელმძღვანელობით, სამეფო კლუბმა, სამწლიანი პაუზის შემდეგ, 34-ე ლა-ლიგის ტიტული მოაგებინა.

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ტოკიოში მიმდინარე ბაშოზე, მე-6 საშეჯიბრო დღეს მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

 

ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა კოტოშოგიკუ იყო, რომელთანაც გორგაძეს უარყოფითი ბალანსი აქვს: 10 მოგება და 25 მარცხი. ამჯერად ტოჩინოშინმა მეტოქე უვატენაგეს ილეთით დაამარცხა.

 

ხვალ ტოკიოს ბაშოს მეშვიდე საშეჯიბრო დღეს ქართველი სეკიტორის მეტოქე დასავლეთის მე-16 მაეგაშირას წოდების მქონდე კოტოეკო იქნება. მას საზაფხულო სუპერტურნირზე ტოჩინოშინის მსგავსად ოთხი მოგება აქვს. ქართველთან ძალებს კი პირველად მოსინჯავს.

შემოდგომაზე, რვა ერის ტურნირში იაპონიას საქართველო ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს

 

როგორც გამოცემა წერს, იაპონიიის ნაცვლად შოტლანდიასთან თამაშს საქართველოს ნაკრები გამართავს.

 

BBC-ს ინფორმაციით, იაპონია ტურნირს, კორონავირუსის პანდმიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიზეზით ეთიშება.

 

,,ვიცი, რომ იაპონიას გარკვეული პრობლემები აქვს მოგზაურობასა და შეზღუდვებთან დაკავშირებით და ეს იმ გამოწვევის ნაწილია, რომელსაც ყველა გლობალურად ვაწყდებით“ - განაცხადა RFU - ს ხელმძღვანელმა ბილ სვინგმა BBC SPORT-თან მიცემულ ინტევრიუში.

 

რვა ერის ტურნიშლი მონაწილეობას, საქართველოსთან ერთად მონაწილეობას საფრანგეთის, იტალიის, ინგლისისი, სოტლანდიის, უელსის, ირლანდიის და ფიჯის სარაგბო ნაკრებები მიიღებენ. რვა ერის ტურნირი 14 ნოემბერს დაიწყება და 5 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება

ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილი მეკარე იკერ კასილასი ფეხბურთიდან წავიდა. ინფორმაცია ფეხბურთელმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

 

კასილასის გადაწყვეტილების მიზეზი გულის პრობლემები  გახდა. ლეგენდარული ესპანელი მეკარე მსოფლიო თასის მფლობელი და ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია, მის კოლექციაში კი 24 პრესტიჟული ჯილდოა. კარიერის ბოლო წლები კასილასმა პორტუგალიურ კლუბ "პორტუში" გაატარა.

 

იკერ კასილასის ფეხბურთიდან წასვლას, მადრიდის „რეალი“  ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით გამოეხმაურა.  როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, 118 წლიანი ისტორიის მანძილზე „ბლანკოსი“ ყოველთვის პატივს სცემდა იმ ღირებულებების მატარებელ მოთამაშეებს, როგორიც კასილასი იყო.

 

,,მადრიდის „“ხელმძღვანელობას სურს, გამოავლინოს დიდი პატივისცემა და სიყვარული მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, იკერ კასილასის მიმართა, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა საფეხბურთო კარიერის დასრულება.

 

118 წლიანი ისტორიის მანძილზე „ბლანკოსი“ ყოველთვის პატივს სცემდა იმ ღირებულებების მატარებელ მოთამაშეებს, როგორიც კასილასი იყო.

 

იკერმა „ბლანკოსის“ მაისურით 16 სეზონი ჩაატარა, მის ანგარიშზე 725 ჩატარებული მატჩი და 19 ტიტულია.

 

კასილასი „რეალს“ ეკუთვნის და ასე იქნება მუდამ.

 

ჰალა იკერ!!!" - წერია მადრიდის რეალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღეში შესაბამის პროტოკოლში შევა ცვლილებები და სტადიონებზე, საფეხბურთო მატჩებზე მაყურებლის დაშვება დისტანციის დაცვით და სპეციალური წესების გათვალისწინებით მოხდება. ინფორმაცია მედიას კობიაშვილმა საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ მიაწოდა.

 

„თვეზე მეტია ჩვენი საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო, თუმცა თამაშები მიმდინარეობს მაყურებლის დასწრების გარეშე. გარკვეულ ეტაპზე დადგა სირთულეები ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი პრიორიტეტია ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, თუმცა რაღაც ეტაპზე საჭიროა შეზღუდვების მოხსნა. დღეს საკოორდინაციო საბჭოს წევრებს მოვახსენე დღევანდელი მდგომარეობა სტადიონებთან დაკავშირებით. სტადიონების მიღმა გულშემატკივრები იკრიბებიან ვიწრო სივრცეში, რას უსაფრთხოების კუთხით კოვიდინფექციასთან მიმართებით, არაა სასურველი.

 

შესაბამისად, საკითხი დადგა გულშემატკივართა სტადიონზე დაშვებასთან დაკავშირებით. პოზიტიური მხარდაჭერაა ამ საკითხთან დაკავშირებით და შემდგომი დღეების განმავლობაში ცვლილებები შევა პროტოკოლში გულშემატკივრების დაშვებაზე. თუმცა ეს არ მოხდება ქაოტურად. პირველ რიგში მოხდება ყველა სტანდარტის დაცვა. ასევე დაითვლება თუ რა რაოდენობის გულშემატკივრის დაშვება შეიძლება სტადიონებზე. რასაკვირველია ეს მოხდება დისტანციის დაცვით“, - განაცხადა კობიაშვილმა.

 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დავით თარგამაძე კარიერას „სამტრედიაში“ გააგრძელებს. 30 წლის ნახევარმცველმა ახალ გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს ხვალიდან დაიწყებს.

 

თარგამაძე ბოლოს კრისტალბეთ ლიგა 2-ის გუნდ „შევარდენში“ გამოდიოდა, თუმცა პანდემიის გამო მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა.

 

კარიერის მანძილზე თარგამაძეს გერმანულ „ფრაიბურგში“, უკრაინულ „ოლექსანდრიასა“ და „ილიჩევეცში“, „საბურთალოსა“ და „სიონში“ უთამაშია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი მის ანგარიშზე 20 შეხვედრაში 2 ბურთია.

სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეები სტადიონებზე 2 სკამის გამოტოვებით განთავსდებიან. აღნიშნულს ახალი პროტოკოლი ითვალისწინებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო შეიმუშავა.

 

როგორც „გლობალრესს“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან დარცმელიამ განუცხადა, ღია სივრცეში მიმდინარე სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებას გულშემატკივრები უახლოეს პერიოდში შეძლებენ, ზუსტი პროტოკოლი კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

 

მისივე განმარტებით, სტადიონებზე მაყურებლის 2 სკამის გამოტოვებით განთავსების გარდა, პროტოკოლის თანახმად, კვლავ აუცილებელ პირობად რჩება პირბადეების გამოყენება და ხელების ჰიგიენური დამუშავება.

 

„სპორტული ღონისძიებებისას, ძირითადად ფეხბურთის მატჩის ჩატარებისას, ან ფეხბურთის შეჯიბრში მონაწილეობისას, სტადიონზე დამსწრეების ადგილი ისე უნდა მოინიშნოს, რომ დასაჯდომი ადგილების 33%, მესამედი იყოს დაკავებული. დამსწრეები სტადიონზე 2 სკამის გამოტოვებით უნდა განთავსდნენ.

 

შიდა დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის გამოყენება აუცილებელია. შეჯიბრში მონაწილეთათვის და დამსწრეებისთვის სავალდებულოა ხელის ჰიგიენის დაცვა 70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარით.

 

შეჯიბრში მონაწილეებმა მინიმალურად უნდა გამოიყენონ საერთო სპორტული ინვენტარი, გარდა ბატუტისა და ბურთისა.

 

მატჩის შემდგომ უნდა ჩატარდეს დასაჯდომი ადგილების დეზინფექცია. ასევე, უნდა იყოს გაკრული აბრები ყველასთვის, რომ არ ჩამოართვან ხელი ერთმანეთს და დაიცვან დისტანცია.

 

სტადიონზე დამსწრეების ნახევარზე ნაკლები უნდა შევიდეს.

 

სპორტის სხვა სახეობების, კალათბურთის, ხელბურთის, ან ფრენბურთის შემთხვევაშიც, აღნიშნული რეკომენდაციები იმოქმედებს“, - განაცხადა ქეთევან დარცმელიამ.

 

ამასთან, გულშემატკივრები სტადიონზე შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან.

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ განახლებული ბაშო მოგებით დაიწყო. ამ ბაშოს ნაგოიას ნაცვლად, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანი“ მასპინძლობს.

 

32 წლის ტოჩინოშინი ივლისის სუპერტურნირის დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და რეტინგში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაწინაურდება თუ ბაშოზე დადებით ბალანს დააფიქსირებს.

 

ტოჩინოშინი ბაშოს პირველ დღეს, კარიერაში პირველად შეხვდა აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა შიმანოუმის და მეტოქე იორიკირით დაამარცხა.

 

ტოკიოს ბაშოს მე-2 დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა კაისეის შეხვდება, რომელთანაც ქართველ მებრძოლს დაპირისპირების დიდი ისტორია გააჩნია. ტოჩინოშინი ბრაზილიელ სეკიტორს 19-ჯერ შეხვედრია და 12 ორთაბრძოლა მოგებული აქვს.

უეფას ჩემპიონთა ლიგა „იუვენტუსისა“ და „რეალ მადრიდის“ გარეშე გრძელდება. მადრიდელები მანჩესტერში „სიტისთან“ 1:2 დამარცხდნენ და ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ ტურნირზე მერვედფინალში გამოსვლა მეორედ დაასრულეს.

 

მასპინძელთა შემადგენლობაში გოლები რაჰიმ სტერლინგმა და გაბრიელ ჟეზუსმა გაიტანეს, რასაც სტუმართა თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ თავური დარტყმით უპასუხა.

 

ტურინის „იუვენტუსმა“ საკუთარ მოედანზე რონალდოს დუბლით „ლიონს“ 2:1 მოუგო, თუმცა ეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ტურინელებს საფრანგეთში 0:1 ქონდათ წაგებული.

 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი დღეს „ბარსელონა“ - „ნაპოლის“ და „ბაიერნი“ - „ჩელსის|“ თამაშებით დასრულდება.

 

ორივე შეხვედრა საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი სერხიო რამოსი მამა მეოთხედ გახდა.

 

34 წლის სპორტსმენმა და თავისმა მეუღლემ, პილარ რუბიომ ახალშობილ ბიჭუნას, რომელიც 3.27 კილოგრამი დაიბადა, მაქსიმო როდრიგო დაარქვეს.

 

სერხიო რამოსი პილარ რუბიოსთან ქორწინებაში 2012 წლიდანაა და მაქსიმო როდრიგოს გარდა, მათ კიდევ სამი შვილი, 5 წლის სერხიო-უმცროსი, 4 წლის მარკო და 2 წლის ალეხანდრო ჰყავთ. რამოსი გასულ სეზონში „რეალთან“ ერთად ესპანეთის ლა ლიგის გამარჯვებული გახდა.

ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა გამართა და რუს მეტოქეს ხადის იბრაგიმოვს პირველივე რაუნდში ნოკაუტით სძლია.

 

დოლიძე გახდა პირველი ქართველი, რომელმაც პირველივე ბრძოლის მოგება ნოკაუტით მოახერხა. პირველი რაუნდის განმავლობაში იბრაგიმოვს გარკვეული უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ბოლო წუთზე რომანმა კარგი დარტყმა შეასრულა და იბრაგიმოვი ოქტაგონზე დააგდო, რის შემდეგაც მსაჯმა ქართველის გამარჯვება დააფიქსირა.

 

32 წლის რომან დოლიძისთვის კარიერაში ეს მეშვიდე ბრძოლა იყო და მან შვიდივე ბრძოლაში გაიმარჯვა. მან აქამდე ექვსი ბრძოლა MMA-ში გამართა.

 

ის მეორე ქართველია, რომელიც აბუ დაბიში „მებრძოლთა კუნძულზე“ ოქტაგონზე გამოვიდა.

არქივი

« « » » September 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?