ბელგიის 2019-2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი, კორონავირუსის გამო დასრულდა ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატი COVID-19 პანდემიის გამო დასრულებულად გამოცხადდა. ამის შესახებ sport.be წერს

 

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის ჩემპიონის ტიტული პირველადგილოსანმა ''ბრიუგემ'' მოიპოვა, მეორე ადგილზე კი გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას ''გენტი'' გავიდა.

 

ქართველი ლეგიონერების გუნდი შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

 

ბელგიური მედიის ცნობით უცნობია, რა მოხდება ბელგიის თასის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ თემაზე, 15 აპრილს, ბელგიის პრო ლიგის მმართველი საბჭოს წევრები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ.

 

მსოფლიოში ბელგია პირველი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის პანდემიის გამო ჩემპიონატის დარჩენილი შეხვედრები არ ჩაატარდება და პირველადგილოსანი ჩემპიონად გამოაცხადეს.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.