Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9336
EUR
3.2487
RUR
0.0447
GBP
3.5602

ნიდერლანდების ხელმძღვანელობით მიმდინარე გამოძიებამ მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი 4 პირის ვინაობა დაასახელა. ეჭვმიტანილებს შორის რუსეთის სამი მოქალაქეა: იგორ გირკინი, სერგეი დუბინსკი და ოლეგ პულატოვი და ერთი უკრაინის - ლეონიდ ხარჩენკო. ამ ოთხი ადამიანის დაკავებაზე საერთაშორისო ორდერებია გაცემული აღნიშნულ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

 

„მალაიზიის ავიახაზების“ „ბოინგი 777“ რეისს (MH17) ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში ასრულებდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 298 ადამიანი, მათ შორის 80 ბავშვი. გამოძიების ვერსიით, თვითმფრინავი ჩამოაგდეს პრორუსმა სეპარატისტებმა რუსული რაკეტით. რუსეთი ყველა ბრალდებას უარყოფს.

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის გაზრდილი რაოდენობის გამო, ევროკავშირი ზომების მიღებით იმუქრება.

 

„იმ შემთხვევაში თუ პროცესი გაგრძელდება, ევროკავშირმა შესაძლოა, ცალკეულ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს“ - აღნიშნული განცხადება ევროკავშირის შინაგან საქმეთა და მიგრაცის კომისარმა დიმიტრის ავრამოპოლუსმა გააკეთა.

 

ავრამოპოლუსის თქმით, გამარტივებული სავიზო რეჟიმით შესაძლოა ვეღარ ისარგებლონ დასავლეთ ბალკანეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა.

 

ევროკომისარმა უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების ხელმძღვანელებს მიმართა და აღნიშნა, რომ ამ პრივილეგიის დაცვა მათი პასუხისმგებლობაა. ავრამოპოლუსმა იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი უკიდურესი ზომებისთვის თავის არიდება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

აშშ-ის გეოგრაფიული სახელების მინიჭების საბჭომ უკრაინის დედაქალაქის, კიევის ინგლისური სახელწოდება შეცვლა და Kiev-დან Kyiv-ად გადააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში მდებარე კიევის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს.

 

ცვლილება 17 ივნისიდან ამოქმედდება. საბჭომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო, მას კი ამ საკითხის განხილვის თხოვნით აშშ-ში უკრაინის საელჩომ მიმართა.

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის სამხედრო მოქმედებების დასაწყებად, რათა ხელი შეუშალოს ირანს ბირთვული იარაღის მიღებაში. ამასთან, ტრამპმა ღიად დატოვა კითხვა, დაუჭერს თუ არა მხარს ძალის გამოყენებას სპარსეთის ყურიდან ნავთობის მიწოდების დასაცავად, რასაც აშშ-ის ღრმა რწმენით, ასევე ირანი უქმნის საფრთხეს.

 

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები ძალიან დაიძაბა ტანკერებზე კოორდინირებული თავდასხმების შემდეგ მაისში და ერთი კვირის წინ, რაშიც შეერთებული შტატებიც და საუდის არაბეთიც ირანს ადანაშაულებენ. ირანი კი ბრალდებებს უარყოფს.

დღეს დუშანბეში ვიზიტით მყოფმა ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ირანი გააგრძელებს ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებების შესრულებაზე თანმიმდევრულად უარის თქმას, თუ ხელშეკრულების სხვა ხელმომწერებისგან არ მიიღებს „პოზიტიურ სიგნალებს“. ეს განცხადება მან სპარსეთის ყურეში ტანკერების ინციდენტებისა და აშშ-სთან ურთიერთობის მორიგი გართულების ფონზე გააკეთა, თუმცა ეს ინციდენტი ამჯერად არ უხსენებია. ის ტაჯიკეთის დედაქალაქში „აზიაში ურთიერთქმედებისა და ნდობის ღონისძიებების თათბირის“ სამიტზე იმყოფება.

 

„ირანს არ შეუძლია დაიცვას ეს ხელშეკრულება ცალმხრივად“, - დასძინა როუჰანიმ.

 

ირანის გარდა ორი ხელმომწერი სახელმწიფოს ლიდერი სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინიც ამ სამიტზე იმყოფებიან.

 

ირანმა მაისში უკვე თქვა უარი ზოგი ვალდებულების შესრულებაზე - კერძოდ, დაიწყო ურანის უფრო მაღალ დონეზე გამდიდრება - რადგან შარშან ნოემბერში ხელშეკრულებიდან გავიდა აშშ და ირანს სანქციები გაუმკაცრა. როუჰანის არ დაუზუსტებია რა „დადებით სიგნალებს“ ელოდება და რის შესრულებაზე აპირებს უარის თქმას.

 

თავის გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ რუსეთი დაიცავს შეთანხმებას და ამისკენ მოუწოდა დანარჩენ ხელმომწერ სახელმწიფოებსაც (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი).

მოსკოვში Meduza-ს ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მხარდამჭერ მსვლელობაზე რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

 

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულთა საერთო რიცხვი 200-ს აღემატება. ივან გოლუნოვის მხარდამჭერი მსვლელობაში სულ 1200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მსვლელობის მონაწილეები მოსკოვის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან მივიდნენ. მოსკოვის მერიას აქციის გამართვის ნებართვა არ გაუცია. მედიის ინფორმაციით, მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენა.

 

Meduza-ს ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მიმართ საქმის გამოძიება შეწყდა. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ კოლოკოლცევმა განაცხადა.

 

გამოცემა Меduza-ს კორესპონდენტს ივან გოლუნოვს ბრალი დიდი რაოდენობით ნარკოტიკების ფლობასა და გასაღების ფაქტზე წარუდგინეს. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით აღნიშნული ბრალდება 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

რუსი ჟურნალისტი, რომელიც მოსკოველი მაღალჩინოსნების კორუფციის საქმეს იძიებდა, პოლიციამ 6 ივნისს მოსკოვში დააკავა. 8 ივნისს მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

 

36 წლის ივან გოლუნოვი Меduza-ს კორესპონდენტია. გამოძიების ცნობით, დაკავებისას მას ნარკოტიკული საშუალების შეკვრა აღმოუჩინეს, მეორე პაკეტს კი ჟურნალისტის სახლში მიაგნეს.

 

დამოუკიდებელი რუსულენოვანი ინტერნეტ-გამოცემა Meduza-ს ოფისი ლატვიის დედაქალაქ რიგაში მდებარეობს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დაიწყო თავისი მეორე, 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანია ფლორიდიას შტატის ქალაქ ორლანდოში გამართულ მიტინგზე.

 

როგორც „როიტერსი“ წერს, მან თავი წარმოადგინა იგივე ამბოხებულ პოლიტიკოსად, რომელმაც შეაჯანჯღარა ვაშინგტონის ისტებლიშმენტი ოთხი წლის წინ და მსხვერპლად, რომელსაც „დემოკრატები“ ჩამოგდებას უპირებენ.

 

მათივე ცნობით, ტრამპისთვის პრიორიტეტული თემებიც იგივეა - ბრძოლა მასობრივი უკანონო იმიგრაციის, ასევე მტრულად განწყობილი მედიის წინააღმდეგ.

 

როგორც ტრამპი აცხადებს, „დემოკრატები“ რადიკალურად შეცვლიან პოლიტიკას, შეეცდებიან იმიგრანტების სტატუსის ლეგალიზაციას, რათა მომავლისთვის გაზარდონ საკუთარი ამომრჩევლის რაოდენობა.

 

„მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს თავშესაფარი კანონმორჩილი ადამიანებისთვის და არა დამნაშავეებისთვის. 2020 წელს, ნებისმიერი „დემოკრატისთვის“ ხმის მიცემა ეს არის რადიკალური სოციალიზმის ზრდა და ამერიკული ოცნების დანგრევა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა გუშინ გამართულ მიტინგზე.

 

„დემოკრატიულ პარტიაში“ კანდიდატად დასახელებისთვის წინასწარ ეტაპზე ოცამდე კანდიდატი იბრძვის. მათგან ბევრი სოციოლოგიური გამოკითხვებით ტრამპს რეიტინგით უსწრებს იმ შტატებში, სადაც ძირითადი ბრძოლაა მოსალოდნელი.

მოლდოვას პრემიერის მაია სანდუს ახალი კაბინეტი მთავრობის რეზიდენციაში დღეს პირველად შეიკრიბა. ის მინისტრებთან ერთად დაუბრკოლებლად შევიდა შენობაში.

 

„დემოკრატიული პარტიის“ ხელმძღვანელობამ ოლიგარქ პლახოტნიუკის ჩათვლით და მათთან დაკავშირებულმა ბიზნესმენებმა ქვეყანა დატოვეს. პარტიის პრეს-სამსახურში კი აცხადებენ, რომ პლახოტნიუკი ქვეყნიდან რამდენიმე დღით გავიდა ოჯახის მოსანახულებლად.

 

„დემოკრატიულმა პარტიამ“, რომელიც ინერციით აკონტროლებდა მთავრობას თებერვალში ჩატარებული არჩევნების შემდეგ და არ ცნობდა 8 ივნისს ახალი სამთავრობო კოლალიციის შექმნას, ოპოზიციაში გადასვლა გადაწყვიტა. გუშინ გვიან ღამით გადადგა პაველ ფილიპის მთავრობა. „დემოკრატიულმა პარტიამ“ სამთავრობო შენობებთან შეკრებილ თავის მომხრეეებს მოუწოდა დაშლილიყვნენ.

 

ამ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა გუშინ „დემოკრატიული პარტიის“ ოფისში მოლდავეთში აშშ-ის ელჩის დერეკ ჰოგანის ვიზიტის შემდეგ. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი, მიესალმა ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას. რუსეთის ვიცე-პრემიერმა, პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მოლდოვის საკითხებში დმიტრი კოზაკმა ასევე განაცხადა, რომ მოლდოვის პოლიტიკური კრიზისის საკითხში მოხერხდა აშშ-ის, ევროკავშირისა და რუსეთის ერთობლივი პოზიციის დაკავება დემოკრატიის მხარდასაჭერად.

 

ინფორმაციას სააგენტო „ტასს“-ი ავრცელებს.

ჰონგ-კონგში ​ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტს ისევ აპროტესტებენ. ამის შესახებ BBC წერს.

 

დემონსტრანტებმა სამთავრობო შენობების პიკეტირება მოახდინეს. პარლამენტი იძულებული გახდა ამ საკითხზე მსჯელობა გადაედო. ექსტრადიციის კანონში ცვლილებების მიღების შემდეგ მძიმე დანაშაულში ბრალდებულთა ჩინეთში, ტაივანსა და მაკაუში გაგზავნა შესაძლებელი გახდება.

 

ამ მასშტაბის საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგში 2014 წლის "ქოლგების მოძრაობის" შემდეგ არ ჩატარებულა.

 

ჰონგ-კონგს დიდი ბრიტანეთის კოლონიის სტატუსი 1997 წელს ჩამოერთვა და ჩინეთის შემადგენლობაში იმ პირობით შევიდა, რომ ფართო ავტონომია ექნებოდა, გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, ის დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებებს.

 

მაშინდელი ლიდერები საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ ჰონგ-კონგი, მაკაო და შეერთების შემთხვევაში ტაივანი, შეინარჩუნებდა პრინციპს - „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა.“

ბრაზილიამ რამდენიმე ქვეყანას უვიზო რეჟიმი დაუწესა. დღეიდან ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, იაპონიისა და ავსტრალიის მოქალაქეები ლათინური ამერიკის ქვეყანაში ბიომეტრიული პასპორტის მეშვეობით იმოგზაურებენ. უვიზო რეჟიმის ფარგლებში ისინი ბრაზილიაში 90 დღის გატარებას შეძლებენ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ვადის გახანგრძლივების უფლება 180 დღემდე ექნებათ. 4 ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების გეგმის შესახებ ბრაზილიის ხელისუფლებამ განცხადება ჯერ კიდევ მარტში, პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს თეთრ სახლში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა.

მექსიკის პრეზიდენტი ამერიკის მიმართულებით მიმავალი მიგრანტების რაოდენობის შესამცირებლად საკუთარ თვითმფრინავს გაყიდის.

 

ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორის განმარტებით, თვითმფრინავის გაყიდვით მიღებულ შემოსავალს გაჭირვებულ მოქალაქეებს დაურიგებს და ამით არალეგალური მიგრაციის შეკავებას შეეცდება. მექსიკის პრეზიდენტმა აღნიშნული ინიციატივა მას შემდეგ გამოთქვა, რაც თეთრ სახლთან შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმების თანახმად, ოფიციალური ვაშინგტონი მეხიკოს ტარიფებს არ დაუწესებს იმ შემთხვევაში, თუ ის ცენტრალური ამერიკიდან მიგრანტთა ნაკადის შემცირებას შეეცდება.

 

მექსიკის პრეზიდენტის განკარგულებაში არსებული Boeing 787 Dreamliner 2016 წელს 218 მილიონ დოლარად არის შეძენილი, თუმცა ახლა ის 150 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 გუბერნატორი თანამდებობიდან გადააყენა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ ცვლილების შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რუსლან რიაბოშაპკამ განაცხადა.

 

რუსლან რიაბოშაპკას განცხადებით, ზელენსკიმ თანამდებობები ჩერნიგოვსკის, ხმელნიცკის, ხერსონის, ტერნოპოლის, სუმსკის, პოლტავსკის, ოდესის, ნიკოლაევსკის, ლვოვსკის, კიროვოგრადსკის, კიევის, ივანო-ფრანსკოვსკის, ზაპოროჟიის, კარპატების, ვოლენსკის გუბერნატორებს დაატოვებინა.

 

ამ გადაწყვეტილების მიზეზი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს არ დაუზუსტებია.

არქივი

« « » » August 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?