ამერიკის შეერთებულ შტატებში, 96 წლის ასაკში, მანჰეტენის ერთ-ერთ საავადმყოფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოთჩის“ დამაარსებელი და გამომცემელი რობერტ ბერნშტაინი გარდაიცვალა. ამის თაობაზე ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“, გარდაცვლილის შვილზე პიტერ ბერნშტაინზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

რობერტ ბერნშტეინი 1966 წლიდან 1990 წლამდე ხელმძღვანელობდა მსხვილ გამომცემლობას „რენდომ ჰაუსს“. სამოცდაათიანი წლებიდან აქტიურად ჩაერთო ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში, 1978 წლიდან შექმნა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც 1988 წელს ერთ ორგანიზაციად - „ჰიუმან რაითს ვოთჩ“ გაერთიანდნენ. ბერნშტაინი ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობიდან 1998 წელს გადადგა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.