Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.8661
EUR
3.19
RUR
0.0454
GBP
3.7821

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საუდის არაბეთს S300-ის ან S400-ის ტიპის რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენა შესთავაზა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, პუტინმა განაცხადა, რომ თუკი საუდის არაბეთი „ჭკვიანურ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას“ მიიღებს და რუსულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს შეიძენს, ქვეყანა მის ტერიტორიაზე მდებარე ნებისმიერი ინფრასქტრუქტურული ობიექტის დაცვას შეძლებს.

 

„ჩვენ მზად ვართ საუდის არაბეთს შესაბამისი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ჭკვიანური სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, როგორც ეს ირანელებმა გააკეთეს, როცა მათ S-300 შეიძინეს და ასევე პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელმაც რუსეთისგან S-400 შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო,“ - განაცხადა პუტინმა.

 

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს ანკარაში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე განხორციელებულ თავდასხმაზე არ უსაუბრიათ.

 

14 სექტემბერს საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონების საშუალებით თავდასხმა განახორციელეს. შეერთებულმა შტატებმა აღნიშნულ თავდასხმაში, რომელზეც პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, ირანი დაადანაშაულა, თუმცა ირანის პრეზიდენტმა ამ ბრალდებას „უაზრო და გაუგებარი“ უწოდა და განაცხადა, რომ თავდასხმა იემენელი ხალხის მხრიდან საპასუხო მოქმედება იყო. თავდასხმის შედეგად ნავთობის წარმოება დღეში 5.7 მილიონი ბარელით შემცირდა. მსოფლიოში ნავთობის ფასი კი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

ექსპერტების ვარაუდით, იმისათვის, რომ ნავთობტერმინალები ნორმალურ ფუნქციონირებას დაუბრუნდნენ, რამდენიმე კვირაა საჭირო.

ვაშინგტონთან სამხედრო ურთიერთობების კუთხით თურქეთი სერიოზული შედეგების წინაშე დადგება, თუ რუსულ საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400-ს მიიღებს. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩარლზ სამერსმა განაცხადა.

 

„თუ თურქეთი С-400-ს მიიღებს, ეს სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს ჩვენ ორმხრივ სამხედრო ურთიერთობებში“, - განაცხადა ჩარლზ სამერსმა.

 

აშშ-ს თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ С-400-ის შესყიდვა გავლენას მოახდენს თურქეთისთვის ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის Patriot-ის და ბომბდამშენის F-35-ის მიყიდვაზე.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთში რუსეთის საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400-ის განთავსება მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება.

აშშ-ის საზღვაო ხომალდის შემოსვლა დასტურია იმ მტკიცე თანამშრომლობის, რომელიც ჩვენს მთავარ პარტნიორ ქვეყანასთან გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განუცხადა. მისი თქმით, ასეთი ტიპის თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის უზრუნველყოფს უსაფრთხოების განმტკიცებას შავი ზღვის რეგიონში.

 

„ამ ხომალდის შემოსვლა დასტურია იმ მტკიცე სტრატეგიული თანამშრომლობის, რომელიც ჩვენს მთავარ პარტნიორ ქვეყანასთან გვაქვს. ასეთი თანამშრომლობა უზრუნველყოფს შავი ზღვის რეგიონსა და ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოებას და სტაბილურობას. ეს თანამშრომლობა მაღალ ხარისხშია აყვანილი და შემდგომშიც გვექნება მსგავსი ვიზიტები“, - განაცხადა იზორიამ.

 

21 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი Donald Cook (DDG 75) რეგულარული დისლოკაციის ფარგლებში, ბათუმის ნავსადგურში შევიდა. ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, Donald Cook (DDG 75) არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი, რომელიც ექსპლუატაციაში ჩაეშვა 1998 წელს.

 

შავ ზღვაში ყოფნისას სამხედრო ხომალდი Donald Cook მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების თანამშრომლობის საჩვენებელ ქმედებებში, რომელიც ემსახურება აშშ-ის ევროპული სარდლობისა და მეექვსე ფლოტის მიზნებს. ხომალდის ვიზიტი ხელს შეუწყობს აშშ-ის რეგიონული პარტნიორების საზღვაო უსაფრთხოების, სტაბილურობის, მზადყოფნისა და საზღვაო-სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

 

მათივე ცნობით, Donald Cook-ის შემოსვლა შავ ზღვაში ხაზს უსვამს ამერიკის როლს ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის სფეროში. ბათუმში საპორტო ვიზიტი ემსახურება მოკავშირეების გაძლიერებით თანამშრომლობის გამყარებას, რაც ადასტურებს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშესაწყობად.

საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცედენტოდ მჭიდრო და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა აქვს, განსაკუთრებით, სამხედრო სფეროში, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას განუცხადა.

 

მინისტრი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციას გამოეხმაურა, რომელმაც “ამერიკის ხმასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ “არ ჰგონია რეკომენდებული იყოს” საქართველოში ამერიკული ბაზების მშენებლობა. თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტის პოზიციის შეფასებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ის, პერსპექტივაში, ამერიკული ბაზების საქართველოში არსებობას მხოლოდ მიესალმება.

 

ლევან იზორიამ, ამერიკაში ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წარმატებებით მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს, საქართველო-ამერიკას შორის სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება, რაც სამხედრო სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთთან მიღწეული შეთანხმება რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400-ის შესყიდვის შესახებ დასრულებულია და გადახედვას არ ექვემდებარება.

 

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე არ გამორიცხა, რომ მომავალში ანკარამ შესაძლოა, რუსეთისგან С-500-ის შესყიდვის შესაძლებლობა განიხილოს.

 

„С-400-ის საკითხი უკვე დასრულებულია. არავითარ შემთხვევაში უარს არ ვიტყვით მის შესყიდვაზე. მივაღწიეთ შეთანხმებას რუსეთთან. შესაძლოა, ერთობლივი წარმოებაც გვქონდეს. С-400-ის შემდეგ შესაძლოა, С-500-ის შესყიდვის ვარიანტები განვიხილოთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს შეიარაღბული ძალების ევროპის სარდლობის მეთაურმა გენერალმა კურტის სკაპაროტიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უნდა მიჰყიდოს თურქეთს გამანადგურებელი-ბომბდამშენი F-35, თუ ანკარა უარს არ იტყვის რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის С-400-ის შესყიდვაზე.

 

„ჩემი საუკეთესო სამხედრო რჩევა იქნება, რომ არ უნდა გადავცეთ F-35 ისეთ მოკავშირეს, რომელიც რუსეთის სისტემებს იყენებს, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს“, - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

ანტისაჰაერო სისტემის შეყიდვასთან დაკავშირებით საქართველოსა და საფრანგეთს შორის კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდება.  როგორც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მიზნით ის ხვალ საფრანგეთში მიემგზავრება.

 

„მნიშვნელოვანი პროგრესი და მიღწევები გვაქვს. თავდაცვის ბიუჯეტიდან 20% წელს პირველად მივმართეთ შეიარაღებაზე, რის საფუძველზეც ვყიდულობთ თანამედროვე ტექნოლოგიების სისტემებს. განსაკუთრებით აღვნიშნავ ანტისატანკო სისტემებს. ეს სისტემები წლის დასაწყისში შევიძინეთ. ამ საღამოს მივემგზავრები საფრანგეთში, რათა ხვალ გაფორმდეს ახალი კონტრაქტი ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით ფრანგულ მხარესთან. ეს პროცესი გრძელდება და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. პირველი შეიარაღება ანტისაჰაერო სისტემის ფარგლებში მივიღეთ და უკვე ავამოქმედეთ",- განაცხადა იზორიამ.

 

ლევან იზორიამ ასევე ისაუბრა სამინისტროს მიერ 2018 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს დაიწყო ყველაზე ამბიციური პროგრამა - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა.

 

„ავაშენეთ რეგიონში უპრეცედენტო საბრძოლო მომზადების ცენტრი, სადაც ჩვენი სამხედროები სხვა ქვეყნის სამხედროებთან ერთად გადიან სამხედრო საბრძოლო მომზადებას.

 

წელს ამოქმედდა სიახლე ახალი სარეზერვო სისტემის სახით. დასავლეთ საქართველოში გვაქვს ახალი სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც სამი კვირის წინ გავხსენით. ამით პრაქტიკულად უფრო ეფექტურს ვხდით სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას. წელს ასევე დავიწყეთ სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესება, რომელიც შეეხო 2500 სამხედრო მოსამსახურეს. ეს პროცესი გაგრძელდება 2020 წლამდე და შეეხება 10 000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს. ასევე მინდა აღვნიშნო ნატო-სთან თანამშრომლობის უპრეცედენტო დინამიკა. მომავალ წელს გვექნება ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება. ჩვენ ამ დინამიკას გაორმაგებული ძალისხმევით გავაგრძელებთ, რათა ის ამბიციური გეგმები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას, იყოს მიღწეული", - განაცხდა იზორიამ.

აშშ თურქეთს ორი კვირის ვადას აძლევს, რომ უარი თქვას რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ის შეძენაზე და შეიძინოს ამერიკული ანალოგი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემისა Patriot-ი. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება.

 

„ივნისის პირველი კვირის დასრულებამდე თურქეთმა უნდა გააუქმოს რუსეთთან შეთანხმება და იყიდოს ამერიკული Patriot-ი. წინააღმდეგ შემთვევაში, ანკარას ემუქრება პროგრამა Lockheed Martin-დან გარიცხვა, შეპირებული 100 თვითმფრინავის - F-35-ის კონფისკაცია, ამერიკის მხრიდან სანქციების დაწესება და ნატო-ს მხრიდან პოტენციური შედეგები“, - იუწყება CNBC წყაროებზე დაყრდნობით.

 

მათი ინფორმაციით, ეს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან უკანასკნელი გაფრთხილებაა.

 

„ნატო-ს ქვეყნებმა უნდა შეიძინონ საბრძოლო ტექნიკა, რომელიც თავსებადია ნატო-ს სისტემებთან. რუსული სისტემა ვერ შეესაბამება ამ სტანდარტს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ თურქეთი შეეჯახება რეალურ და ნეგატიურ შედეგებს, თუკი ის დაასრულებს რუსული საზენიტო სარაკეტო კომპლექასის შეძენას”, - განუცხადა მედიასაშუალებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უნდა მიჰყიდოს თურქეთს გამანადგურებელი-ბომბდამშენი F-35, თუ ანკარა უარს არ იტყვის რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის С-400-ის შესყიდვაზე, - ამის შესახებ ამერიკის ევროპის სარდლობის მეთაურმა გენერალმა კურტის სკაპაროტიმ განაცხადა.

 

„ჩემი საუკეთესო სამხედრო რჩევა იქნება, რომ არ უნდა გადავცეთ F-35 ისეთ მოკავშირეს, რომელიც რუსეთის სისტემებს იყენებს, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს“, - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

 

მისივე თქმით, ამერიკელი ოფიციალური პირები ამჟამად თურქეთში იმყოფებიან და თურქ კოლეგებს განუმარტავენ, თუ რა შედეგები მოჰყვება С-400-ის შესყიდვას.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და თურქეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც, ანკარა რუსეთისგან С-400 კლასის თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეიძენს.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » December 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?