Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9682
EUR
3.298
RUR
0.0464
GBP
3.8242

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შესაძლო ესკალაციის გამო, - ამის შესახებ ერაყში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმდა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. BBC-ის ინფორმაციით, სტოლტენბერგს პირდაპირ არ დაუდანაშაულებია ირანი საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში, თუმცა აღნიშნა, რომ თეირანი ტერორისტულ ორგანიზაციებს უჭერს მხარს, და რეგიონის დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

 

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ მსგავსი თავდასხმებისგან, ვინაიდან ამას შესაძლოა მთელი რეგიონისთვის ნეგატიური შედეგი მოყვეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

14 სექტემბერს საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ობიექტები სახელმწიფო კომპანია Aramco-ს ეკუთვნის. მოგვიანებით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ თავდასხმაში ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ირანის მონაწილეობის დასტურის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღების პირობა დადო.

 

ირანმა აშშ-ის ბრალდება უარყო და ომისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

აფეთქებების გამო საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 50% შემცირდა, მსოფლიოში ნავთობის ფასი კი მკვეთრად გაიზარდა. დონალდ ტრამპმა აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული მარაგების გახსნის ნებართვა გასცა. 16 სექტემბერს აშშ-ის დაზვერვამ საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე აფეთქებაში ირანის მონაწილეობის მტკიცებულება წარადგინა.

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ორი წლით გაუხანგრძლივა და მოვალეობას 2022 წლის 30 სექტემბრამდე შეასრულებს. ამის შესახებ ნატო-ში განაცხადეს.

 

ალიანსში აღნიშნეს, რომ მოკავშირეებმა ნატოს ადაპტაციისა და მოდერნიზაციის საკითხში გენერალური მდივნის მუშაობას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

 

„ჩემთვის პატივია ნატოს მოკავშირეების გადაწყვეტილება გენერალური მდივნის თანამდებობაზე ჩემთვის ვადის გახანგრძლივების შესახებ. ერთად ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი ალიანსის ადაპტაციასა და მოდერნიზებას, რათა უზრუნველვყოთ მისი მომავალთან შესაბამისობა“ - დაწერა სტოლტენბერგმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

 

სტოლტენბერგმა ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობა 2014 წლის 1 ოქტომბერს დაიკავა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამუშაო ვახშამზე ნატო-ს გენერალურ მდივანს უმასპინძლა, რომელიც თბილისს დღეს ეწვია. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა იენს სტოლტენბერგს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ნატო-ს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.

 

მხარეებმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ალიანსის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთს აფრთხილებს. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მოსკოვის მცდელობას, რაიმე გავლენა მოახდინოს ევროპარლამენტის არჩევნებზე, ალიანსის მხრიდან მყისიერი რეაქცია ექნება. ამის შესახებ Daily Star-ი წერს.

 

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ევროპარლამენტის არჩევნებში ჩარევას კიბერთავდასხმის მეშვეობით შეეცდება, ნატო რეაგირებისთვის მის ხელთ არსებული შესაძლებლობების მთელს სპექტრს გამოიყენებს.

 

ევროპარლამენტის არჩევნები იწყება, რომელშიც მონაწილეობას ევროკავშირის 28 ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ. ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 427 მილიონ ადამიანს აქვს.

 

ევროპარლამენტის არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. ბოლო არჩევნები 2014 წლის 22-25 მაისს გაიმართა.

ნატო მოუწოდებს რუსეთს, მის მიერ აღიარებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალები გაიყვანოს, - ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ავიაციის მთავარმა მარშალმა სერ სტიუარტ პიჩმა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელიც თბილისში მიმდინარეობს.

 

სერ სტიუარტ პიჩმა საქართველოს მიერ გაწეულ წვლილზე ისაუბრა ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან მიმართებით და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ალიანსის სახელით კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

 

"ეს უკვე მესამე მუდმივი სესიაა, რომელიც ტარდება საქართველოში. წინა შეხვედრები 2016 და 2017 წლებში ჩატარდა. საქართველო ნატო-ს წვრთნები ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე ხილვადი მაგალითია. სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რა მნიშვნელობასაც ანიჭებს ალიანსი საქართველოსთან თანამშრომლობას.

 

სამხედრო კომიტეტის სახელით დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისთვის. თქვენ ხართ ღირებული პარტნიორი და მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი მისიებში მონაწილეობით. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნატო-ს არაწევრი ქვეყანა, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს მისიებში.

 

სამხედრო პირებმა ავღანეთში იციან, თუ რამდენად პატივს ვცემთ მათ თავდადებას ამ ძალისხმევაში. ამ თანამშრომლობით ჩვენ გავხდით უფრო მეტად გაძლიერებული, ვიდრე აქამდე ვიყავით. ეს წვლილი ძვირად დაუჯდა ბევრ ქართულ ოჯახს, რომელთა დანაკარგსაც მათთან ერთად ვიზიარებ.

 

სამხედრო კომიტეტი მიიღებს ინფორმაციას მიმდინარე სამხედრო რეფორმებზე. ასევე მოგვეწოდება ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების მდგომარეობაზე, როგორც აქ, ასევე რეგიონში.

 

ალიანსი დიდ პატივს სცემს და აღიარებს საქართველოს საერთაშორისო საზღვარს, რომელშიც შედის როგორც აფხაზეთი, ასევე „სამხრეთ ოსეთი“.

 

ნატო ასევე მოუწოდებს რუსეთს, მის მიერ აღიარებული ტერიტორიებიდან გაიყვანოს სამხედრო ძალები. ნატო ასევე მიესალმება საქართველოს ძალისხმევას, კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვაროს ორივე რეგიონში. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ კუთხით", - განაცხადა სერ სტიუარტ პიჩმა სიტყვით გამოსვლისას.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველო დატოვა. დელეგაცია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა გააცილა.

 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის წევრებთან.

 

სტოლტენბერგი ვიზიტის ფარგლებში ასევე ეწვია ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრო მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.

 

სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში გუშინ, 24 მარტს ჩამოვიდა.

3-4 დეკემბერს ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურთა სამიტი ლონდონში გაიმართება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ნატოს 70 წლის საიუბილეო სამიტი ლონდონში 3-4 დეკემბერს გაიმართება. მოვლენის მზადების შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის უკვე ვესაუბრე და მადლობა გადავუხადე გაერთიანებულ სამეფოს ამ ღონისძიების ჩატარებაზე დათანხმებისთვის. ერთად ჩვენ განვიხილავთ მიმდინარე და ახალ გამოწვევებს უსაფრთხოების საკითხებში და იმას, თუ როგორ გააგრძელებს ნატო ინვესტირებასა და ადაპტირებას იმისთვის, რომ კვლავ დარჩეს სტაბილურობის საყრდენად მომდევნო წლებშიც“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება ბრაზილიის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე, ხელს არ უწყობს მსოფლიოში კონფრონტაციის განმუხტვას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.

 

„ნატო-ს წევრებს დიდი ამბიციები აქვთ. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი ტრამპი ინიციატივით გამოვიდა, ალიანსის პასუხისმგებლობის ზონა სამხრეთ ამერიკამდე გაფართოვდეს და ნატო-ში ბრაზილიის გაწევრიანება დაუშვა. გაუგებარია, წაკითხული აქვს თუ არა მას ვაშინგტონის ხელშეკრულება, რომელშიც ნათქვამია, თუ რომელ ქვეყნებს შეუძლიათ ალიანსში გაწევრიანება. ნებისმიერ შემთხვევაში ცალმხრივი სარგებლის მიღწევის პოლიტიკა ჯერ კიდევ ცოცხლობს. რა თქმა უნდა, ეს ხელს არ შეუწყობს კონფრონტაციული ატმოსფეროს განმუხტვას“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

 

შეგახსენებთ, რომ 19 მარტს, თეთრ სახლში ბრაზილიის პრეზიდენტთან, ჟაირ ბოლსონარუსთან შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ სერიოზულად განიხილავს ბრაზილიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თავად ნახა თუ რა დიდი პროგრესი განიცადა საქართველომ, ამ ცენტრმა და თითოეულმა ჯარისკაცმა იმ ამოცანების განხორციელებაში რა ამოცანებისთვისაც ეს ინიციატივები შეიქმნა, კერძოდ, ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მომზადებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კრწანისის სასწავლო ცენტრში ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

ლევან იზორიამ ნატო-ს გენერალური მდივნის მასპინძლობის შემდეგ ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი დღე. საქართველო მეორედ მასპინძლობს ნატო-საქართველოს სწავლებას. ამ სწავლების ფარგლებში გვყავს ძალიან მაღალი დონის სტუმარი, კერძოდ, ნატო-ს გენერალური მდივანი დელეგაციასთან ერთად.

 

ეს კვირა იქნება ასევე მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ვუმასპინძლებთ ნატო-ს სამხედრო კომიტეტს. მათაც ექნებათ შესაძლებლობა იხილონ თუ როგორი წარმატებით ხორციელდება ნატო-საქართველოს სწავლება.

 

აღსანიშნავია, რომ პირველად სწორედ ქართველების ორგანიზებით ხდება მისი ჩატარება როგორც დაგეგმვის, ისე აღსრულების ფაზის განხორციელება.

 

მათ იხილეს თუ რა წარმატებით ახორციელებენ ქართველი ოფიცრები და სერჟანტები მათზე დაკისრებულ მოვალეობებს“, - განაცხადა იზორიამ.

 

მან ასევე გაიხსენა, რომ 4 წლის წინ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გახსნა ცენტრი, რომელიც არის ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივა.

 

„მან თავად ნახა თუ რა დიდი პროგრესი განიცადა საქართველომ, ამ ცენტრმა და თითოეულმა ჯარისკაცმა იმ ამოცანების განხორციელებაში რა ამოცანებისთვისაც ეს ინიციატივები შეიქმნა, კერძოდ, ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მომზადებისთვის.

 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თვითონ აღიარა, რომ შთამბეჭდავი რეფორმები განხორციელდა თავდაცვის უწყების ფარგლებში. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ შევძელით ბოლო ორი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტიდან 20 პროცენტი მიგვემართა ძირითადი შეიარაღების შესყიდვებისთვის და აღნიშნა ინტენსივობა, მაღალი დინამიკა და მასშტაბურობა ერთობლივი სწავლებების, რომელიც ამ წლების განმავლობაში ერთად ჩავატარეთ და რომელსაც ექნება მომავალშიც მყარი საფუძველი კიდევ უფრო დაახლოების ნატო-სთან ჩვენი ქვეყნის.

 

ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების და რეგიონის უსაფრთხოებისთვის. გვქონდა საშუალება ასევე მომავალ პერსპექტივებზეც გვესაუბრა, განსაკუთრებით შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით და მომავალ სწავლების პერსპექტივაზე", - განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისთვის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება რჩება. ამის შესახებ იზორიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველო მზად არის გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა.

 

„რჩება ერთადერთი - პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე მიიღებენ ალიანსის წევრი ქვეყნები. თუმცა, მინდა აღვნიშნო და ეს ხაზგასმით თქვა ბატონმა სტლტენბერგმა, რომ საქართველო მზად არის გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა და ეს უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა იზორიამ.

 

რაც შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს, როგორც იზორიამ აღნიშნა, ნახავენ კონკრეტულ ინიციატივებს, რომლის საფუძველზეც პარტნიორებთან ერთად ითანამშრომლებენ რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიტიზი შეაფასა, ამის შესახებ „გლობალპრესს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა NATO-საქართველოს დატვირთული დღის წესრიგის მნიშვნელობას.

 

„ვფიქრობ, რომ NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი უაღრესად საჭირო იყო როგორც დროის, ასევე გზავნილების თვალსაზრისით. მისი მხრიდან პოზიტიურად იყო შეფასებული ყველა ის რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს როგორც თავდაცვის სფეროში, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების კუთხით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ნატოს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, რაც გაჟღერდა გენერალური მდივნის ვიზიტის დროს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რაც ასევე არის ასახული NATO-ს ბოლო სამიტის გადაწყვეტილებებში. ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხო, ასევე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს. ეს თემა იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველო-ნატოს ურთიერთობის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ცალკე საქართველოზე იქნება მსჯელობა ზუსტად შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. ეს თემა არის საქართველო-NATO-ს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. შავი ზღვა არის მოქცეული თავად NATO-ს მთავარ აქცენტებში და ფოკუსში, საქართველო როგორც ამ რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა და პარტნიორი", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა NATO-ს ღია კარის პოლიტიკას, მან ასევე აღნიშნა, რომ NATO-ში ინტეგრაციას პრიორიტეტული ადგილი უჭირავს საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ. მინისტრის შეფასებით, ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია NATO-საქართველოს წვრთნები, რომელიც უპრეცედენტოა თავისი შინაარსით. საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით ასევე მნიშვნელოვანია, რომ გენერალური მდივნის ვიზიტი, ისევე როგორც NATO-სთან დაკავშირებული აქტივობები, გააზრებული იქნას NATO-ს მოახლებული საიუბილეო მინისტერიალის ფარგლებში.

 

„წვრთნები, რომელიც პირველად ჩატარდა წვრთნისა და შეფასების ცენტრის ეგიდით არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, მსგავსი სახის წვრთნები საქართველოში NATO-ს ეგიდით არ ჩატარებულა. აღნიშნული ვიზიტი, ისევე როგორც ამ დღეების განმალობაში მთლიანად NATO-საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგი უნდა იქნას აღქმული ნატოს მოახლოებული მინისტერიალის ფარგლებში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ასეთი დატვირთული დღის წესრიგი NATO-სთან არის ჩვენი გააზრებული საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილი, სადაც ერთ-ერთ პრიორიტეტული ადგილი სწორედ ნატოსთან ინტეგრაციას უჭირავს. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ მივდივართ, რა გზით მივდივართ, რა თანმიმდევრობით მივდივართ და ყველა ეს ნაბიჯი არის შეთანხმებული ჩვენს პარტნიორებთან, ერთ დღე-ღამეში არ ხდება მსგავსი მაღალი დონის ღონისძიებების დაგეგმვა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ უსაფრთხოების სფეროში ნატო-ს და საქართველოს შორის თანამშრომლობა, რომელიც არსებობს კიდევ ერთხელ გავიაზროთ და მყარად დავუჭიროთ მხარი,- ასე შეაფასა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში. მისივე თქმით, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ევროპისა და ნატო-ს მიმართულებით მიდის.

 

"ვიცი, რომ სტოლტენბერგის ვიზიტი ემთხვევა იმ მნიშვნელოვან წვრთნებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ევროკავშირი ნამდვილად უჭერს მხარს საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობას და ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ უსაფრთხოების სფეროში ნატო-ს და საქართველოს შორის თანამშრომლობა, რომელიც არსებობს კიდევ ერთხელ გავიაზროთ და მყარად დავუჭიროთ მხარი",- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » October 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?