ნატო გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი Facebook-ზე წერს.

 

„როდესაც ქართველები აღდგომას აღნიშნავენ საგანგებო ვითარებაში, კოვიდ კრიზისი კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის თანამშრომლობას საზღვრებზე. ეს ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებულ ვითარებას კიდევ უფრო სამწუხაროს ხდის. ნატო გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის პატივისცემას საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“, – წერს ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში.

 

 

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.