ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ჩინეთის პარლამენტის მიერ ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებას გამოეხმაურა.

 

იენს სტოლტენბერგის თქმით, აღნიშნული კანონის მიღება ჰონგ-კონგის ავტონომიას ძირს უთხრის.

 

„ცხადია, რომ ჩინეთი არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება და კანონის უზენაესობა. ამას ჩვენ ჰონგ-კონგში ვხედავთ, სადაც უსაფრთხოების ახალი კანონი მის ავტონომიას ძირს უთხრის“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

დღეს ჩინეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო. კანონი მიმართულია ჰონგ-კონგის მთავარი კანონის 23-ე მუხლის განხორციელებისკენ. ეს მუხლი ადმინისტრაციულ რაიონს ჩინეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებით „დივერსიული საქმიანობის“ წინააღმდეგ კანონების მიღებას ავალდებულებს. უფრო კონკრეტულად, ეს კანონი ჰონგ-კონგში სეპარატიზმსა და ბუნტს კრძალავს.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.