Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9841
EUR
3.3422
RUR
0.0431
GBP
3.7394

დღეს ჩვენ გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ. „მწვანე შეთანხმებისა“ და სხვა ინიციატივების საშუალებით, ევროკავშირმა გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა უმთავრეს პრიორიტეტად აქცია, რადგან სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზნის, 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობის მიღწევის გზა - ამის შესახებ გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებაშია ნათქვამი.

 

როგორც კარლ ჰარცელი აცხადებს, საქართველოში, ერთობლივი ძალისხმევითა და ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების თუ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებების წყალობით, გარემოზე ზრუნვა წლიდან წლამდე უფრო პრიორიტეტული ხდება.

 

„COVID-19-მა ყველას შეუქმნა სირთულე და ახლა ჩვენი ძალისხმევა მიმართულია სწრაფი სოციალური და ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერისკენ. ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და ფინანსური ინსტიტუტები („ევროპის გუნდი“) საქართველოს მხარში დაუდგებიან ამ პროცესში. ყველა კრიზისს ახალი შესაძლებლობა მოაქვს და მომავალი აღდგენის პერიოდიც გვაძლევს შანსს, რომ საქართველო უფრო „მწვანე“, ჯანმრთელი და მდგრადი ქვეყანა გახდეს. შეგიძლიათ ამ წამოწყებაშიც იქონიოთ ევროკავშირის იმედი, იმედი იმისა, რომ ერთად მივმართავთ ძალისხმევას გვქონდეს უფრო სუფთა ჰაერი და წყლის რესურსი, შესაძლებელი იყოს ნარჩენების უკეთესად მართვა, იყოს მეტი ენერგოეფექტურობა და უკეთ დაცული ბიომრავალფეროვნება.

 

გარემოს დაცვაზე თუ ვისაუბრებთ, მთავარ „დაინტერესებულ პირებს“ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა წარმოადგენს. ახალგაზრდა თაობა კი არ უნდა იყოს ჩვეულებრივი მაყურებლისა თუ სხვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პასიური მსმენელის როლში. მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით, მოგიწოდოთ გახდეთ აუცილებელი ცვლილებების მომტანი მამოძრავებელი ძალა და მისაბაძი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს მდგრადი ცხოვრების წესი. ჩვენ გვჭირდება თქვენი ჩართულობა უფრო მდგრადი და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის მქონე საქართველოსთვის„- ნათქვამია ჰარცელის განცხადებაში.

ჰიმალაის მთების დანახვა 30 წლის განმავლობაში პირველად, ინდოეთის სხვადასხვა ადგილიდან უკვე შეუიარაღებელი თვალით არის შესაძლებელი, რადგან ჰაერის დაბინძურების დონემ დაიწია, რაც კორონავირუსისგან გამოწვეული კარანტინით აიხსნება, - ინფორმაციას ამის შესახებ independent ავრცელებს.

 

ინდოეთის 1,4-მილიარდიანი მოსახლეობა საყოველთაო კარანტინის ქვეშ იმყოფება, რომ მაქსიმალურად აიცილონ თავიდან კორონავირუსის გავრცელება.

 

ინდოეთში კორონავირუსით დაახლოებით 6,000 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 178 გარდაიცვალა, ხოლო 506 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დაუყოვნებლივ გარემოზე ზრუნვის დაწყებისკენ მოუწოდა.

 

ტუნბერგმა ფორუმის მონაწილეებს, რომელთა შორისაც მსოფლიოს ლიდერები და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებიც არიან მოუწოდა, რომ სასწრაფოდ შეაჩერონ ყველანაირი წიაღისეულის მოპოვებისთვის განკუთვნილი ინვესტიციები და სრულად უარი თქვან წიაღისეულ საწვავზე.

 

„ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს 2050, ან 2030, ან სულაც 2021 წლისთვის. ჩვენ გვსურს, რომ ეს ახლავე გაკეთდეს. ჩემ თავს ვეკითხები, როგორ აუხსნის თქვენს შვილებს რატომ განიცადეთ წარუმატებლობა და დატოვეთ ისინი კლიმატური ქაოსის წინაშე... ჩვენი სახლები ისევ ცეცხლშია გახვეულია. თქვენი უმოქმედობა ყოველ საათში აძლიერებს ცეცხლს“, - განაცხადა გრეტა ტუნბერგმა დავოსის ფორუმზე.

 

დღესვე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ეკოაქტივისტები გააკრიტიკა.

 

„უნდა შევაჩეროთ ისინი, ვინც სიკვდილს გვიწინასწარმეტყველებს. ახლა პესსიმიზმის კი არა, ოპტიმიზმის დროა. ეს ადამიანები ყოველთვის ერთსა და იგივეს ითხოვენ - აბსოლუტურ ძალაუფლებას ძალაუფლებას, დომინირებას, ჩვენი ცხოვრების თითოეული ასპექტის გაკონტროლებას“, - განაცხადა ტრამპმა.

 

წელს დავოსის ეკონომიკური ფორუმი 50 წლის გახდა. მსოფლიო ლიდერები სხვადასხვა საკითხებზე შვეიცარიაში 21-24 იანვარს იმსჯელებენ. საქართველოს დელეგაციას პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

 

ტუნბერგმა პოპულარობა 2018 წელს სტოკჰოლმის პარლამენტის წინ აქცია-გაფიცვის წყალობით მოიპოვა. ის აცხადებდა, რომ პარასკეობით სკოლაში არ ივლიდა, სანამ ხელისუფლება კლიმატის შეთანხმების დაცვას არ დაიწყებს. ოქტომბრის ბოლოს მან გარემოს დაცვის ჩრდილოეთის საბჭოს პრემიის მიღებაზე უარი თქვა.

ბრაზილიის ტერიტორიაზე ამაზონის ტყის უკანონო გაჩეხვის ტემპი გაიზარდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, აპრილში უკანონოდ 405 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორია გაიჩეხა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64%-ით მეტია. 2020 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი 55%-ით გაიზარდა.

 

გარემოს დამცველების თქმით, ასეთი მაღალი აქტივობა პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს რიტორიკა უწყობს ხელს. თავად ბოლსონარუ ამას უარყოფს და კვირის დასაწყისში ტყის დასაცავად რეგიონში შეიარაღებული ძალების დანაყოფები გაგზავნა.

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა ეკოაქტივისტ გრეტა ტუნბერგს ურჩია ჯერ ეკონომიკურ კოლეჯში ისწავლოს და შემდეგ დაიწყოს აშშ-ს რჩევების მიცემა, როგორი ენერგეტიკული პოლიტიკა აწარმოოს. ამის შესახებ განცხადება მან დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

 

„ვინ რის ის? რომელიმე წამყვანი ეკონომისტი?“ - იხუმრა მნუჩინმა ეკოაქტივსტზე. „მას შემდეგ, რაც თავად ისწავლის ეკონომიკას კოლეჯში, შეუძლია დაბრუნდეს [დავოსში] და გვასწავლოს მუშაობა“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა.

 

ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დაუყოვნებლივ გარემოზე ზრუნვის დაწყებისკენ მოუწოდა.

 

ტუნბერგმა ფორუმის მონაწილეებს, რომელთა შორისაც მსოფლიოს ლიდერები და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებიც არიან მოუწოდა, რომ სასწრაფოდ შეაჩერონ ყველანაირი წიაღისეულის მოპოვებისთვის განკუთვნილი ინვესტიციები და სრულად უარი თქვან წიაღისეულ საწვავზე.

 

იმავე დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ეკოაქტივისტები გააკრიტიკა.

 

„უნდა შევაჩეროთ ისინი, ვინც სიკვდილს გვიწინასწარმეტყველებს. ახლა პესსიმიზმის კი არა, ოპტიმიზმის დროა. ეს ადამიანები ყოველთვის ერთსა და იგივეს ითხოვენ - აბსოლუტურ ძალაუფლებას ძალაუფლებას, დომინირებას, ჩვენი ცხოვრების თითოეული ასპექტის გაკონტროლებას“, - განაცხადა ტრამპმა.

ეროვნული სატყეო სააგენტო მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოებს აგრძელებს. ამის შესახებ „გლობალპრესს“ ეროვნული სატყეო სააგენტოდან აცნობეს.

 

მათი ინფორმაციით, ბორჯომში, პლატოს ტარიტორიაზე, სანიტარული ჭრები მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

 

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი დღეს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სანიტარული ჭრების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

 

„ხშირ შემთხვევაში სანიტარული ჭრები საზოგადოების მწვავე განხილვის საგანია და ტყის არამიზნობრივ ჭრასთან ასოცირდება. სანიტარული ჭრების დანიშნულებაა დაავადებული ტყის კორომების გაჯანსაღება. ჭრაში ინიშნება ისეთი ხეები, რომელთა ადგილზე დატოვება განაპირობებს მავნებელ-დაავადებების გავრცელებას. სამცხე-ჯავახეთის ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ-კორომებში მასიურადაა გავრცელებული მავნებელი-მბეჭდავი ქერქიჭამია Ips typographus, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოყვა შემოტანილ ხე-ტყეს და საგრძნობლად დააკნინა ტყეების ხარისხი. სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე (ახალციხის, ასპინძა-ახალქალაქის, ადიგენის, ბორჯომისა და ბაკურიანის ტყეებში), 26000 ჰა ფართობზე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2013 წელს განხორციელდა ტყეებში მავნებლის გავრცელების შესწავლა. მიღებული დასკვნების საფუძველზე დაიგეგმა ბრძოლის ღონისძიებები. მთელ ტერიტორიაზე განთავსდა ფერომონიანი მწერმჭერები, მუდმივად ტარდებოდა მონიტორინგი, მწერმჭერებში მავნებლის შეგროვება და განადგურება. აღნიშნული ღონისძიება გაგრძელდება 2019 წელსაც. სულ 2013-2018 წლებში დაჭერილი და განადგურებული იქნა 15 მილიონამდე ქერქიჭამია. ასევე, აუცილებელია ხმელი და დაავადებული ხეების ფართობიდან გამოტანა, რაც ხორციელდება სანიტარული ჭრების საშუალებით“, - განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.

 

ცნობისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტო ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, სანიტარულ ჭრებს 2016 წლიდან 269 ჰა ფართობზე ახორციელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სანიტარული ჭრის ჩატარების შემდეგ, ტყეების მდგომარეობის გაუმჯობესება საგრძნობლადაა შესამჩნევი. ასევე, სააგენტოს მეტყევე სპეციალისტების მიერ, ხორციელდება ტყის აღდგენის ღონისძიებები. 2017 წლიდან მიმდინარეობს ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა 27,7 ჰა ფართობზე. ამ ღონისძიებების შემდეგ ხდება ტყეებში სანიტარული ჭრების შედეგად გამოთავისუფლებული ადგილების შევსება და შესაბამისად, ტყის კორომების შემადგენლობის გაუმჯობესება.

ევროკავშირი

არქივი

« « » » June 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?