„2019 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 3.7 მილიარდი ლარი მიიმართება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

 

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებულ ხარჯებზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან ჯამში 3.7 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

 

მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის მიიმართება 1 302.1 მლნ ლარი, მათ შორის, თანხები გათვალისწინებულია 2018-2024 წლებში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის და ე.წ. ტურისტული გზების უმნიშვნელოვანესი მონაკვეთების დასრულებისთვის, მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 1.3 მლრდ ლარი

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.