ეკა, ამ სკამს სახლში გაგატან, შენ ამ სკამზე ხარ ჩაბღაუჭებული, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მის წინამორბედს, ეკა ბესელიას.

 

ოხანაშვილის განცხადებით, ეკა ბესელია კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს იმის გამო, რომ ვერ შეელია თანამდებობას.

 

„ეკა ამ სკამს სახლში გაგატან, შენ ამ სკამზე ხარ ჩაბღაუჭებული, ვერ შეელიე ამ სავარძელს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

აღნიშნულ განცხადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ხმაური მოჰყვა.

 

როგორც ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს რეპლიკის სახით უთხრა.

 

„ანრი, შენ სამარცხვინო ხარ, შენ ხარ პატარა კაცუნა, რომელიც ვერ გაიზარდა და ვერ გაიზრდება“, - უპასუხა ეკა ბესელიამ.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.