ეს იყო მეგობრული საუბარი" - ამის შესახებ "დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ განაცხადა, რომელსაც ლევან გოგიჩაიშვილთან ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოუვიდა.

 

ვახტანგაძის თქმით, საკითხი მედიის გასარჩევი არ არის.

 

"ეს არ არის მედიით გასარჩევი თემა. ლევანი და მე მეგობრები ვართ და ეს იყო მეგობრული საუბარი", - განაცხადა მუხრან ვახტანგაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, დეპუტატებს მიხეილ ყაველაშვილს, მუხრან ვახტანგაძესა და ლევან გოგიჩაიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული დეპუტატები, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.