პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაურია. ერთმანეთს სიტყვიერად ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დაუპირისპირდნენ. ინციდენტი გია ვოლსკის სიტყვით გამოსვლისას მოხდა, რა დროსაც გიგა ბოკერიამ რეპლიკა წარმოთქვა.

 

„შე ყეყეჩო ადამიანო შენა, გიგა ბოკერია“- ამ რეპლიკით მიმართა გია ვოლსკიმ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას. მანამდე ვოლსკიმ პარალმენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისგან განსხვავებით მამაკაცი ყავარჯნით არ გაუუპატიურებია, ახალგაზრდა ქუჩაში არ მოუკლავს და არ უწამებია.

 

ვოლსკის ამ განცხადებას ადგილიდან გიგა ბოკერიამ რეპლიკებით უპასუხა. ბოკერიამ ვოლსკის „ცეკას“ ინსტრუქტორი და ვიგინდირა უწოდა. სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

 

ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.