„დღეს თქვენ მხარი უნდა დაუჭიროთ ლონდა თოლორაიას, რომელიც ადეიშვილის გაზრდილი პროკურორია და რომლის დროსაც განსაკუთრებულად აწამებდნენ არასრულწლოვნებს,“ - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან კოლეგებს მიმართა, რომ თუ ისინი დღეს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიას აირჩევენ, მათაც დაეკისრებათ პასუხისმგებლობა 2010-2012 წლებში არასრულწლოვნების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე.

 

„მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა. დღეს თქვენ მხარი უნდა დაუჭიროთ კანდიდატურას, რომელიც 2010 წლიდან ადეიშვილის პროკურატურაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს ხელმძღვანელობდა. არასრულწლოვნების წამება და არაადამიანური მოპყრობა განსაკუთრებით პიკში იყო 2010, 2011, 2012 წლებში. დღეს თქვენ მხარი უნდა დაუჭიროთ ლონდა თოლორაიას, რომელიც ადეიშვილის გაზრდილი პროკურორია და რომლის დროსაც განსაკუთრებულად აწამებდნენ არასრულწლოვნებს გლდანის #8 პენიტენციალურ სისტემაში და იმ ადგილებში, სადაც ისინი სასჯელს იხდიდნენ. ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც ამ კანდიდატურების წამოწევა და წახალისება ხდება. ვინც დღეს ქალბატონ ლონდას დაუჭერს მხარს, პასუხისმგებლობას აიღებს ბავშვებზე იმ არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელიც აი, ამ ქალბატონის საზედამხედველო ფუნქციების შესრულების დროს ხდებოდა,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატებს კენჭს უყრიან. ცნობისთვის, ერთ-ერთი კანდიდატი შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაიაა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.