პარლამენტმა 82 ხმით, 21 წინააღმდეგი, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია. თოლორაიამ ინსპექტორის პოსტი 6 წლის ვადით დაიკავა.

 

მის კონკურენტს ვალერი ლომუაშვილს 7-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

 

სახელმწიფო ინსპექტორის არჩევა პირდაპირ კენჭისყრით მოხდა - პარლამენტში წარდგენილი კანდიდატებისთვის პლენარულ სხდომაზე არ მოუსმენიათ.

 

სახელმწიფო ინსტიტუტის აპარატი სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმია, რომელიც 1-ელი ივლისიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე ამოქმედდება.

 

ლონდა თოლორაია უფლებამოსილების განხორციელებას 3 ივლისიდან შეუდგება.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.