გთავაზობთ, არაკონსტიტუციურად გამოვაცხადოთ კომპარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად და მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ამასთან დაკავშირებით, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეპუტატ გიორგი კანდელაკს, რომელმაც „ქართული ოცნება“ კომუნისტურ პარტიასთან გააიგივა და მასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

 

ირაკლი კობახიძის აღნიშნული განცხადება გიორგი კანდელაკის გამოსვლას მოყვა.

 

„თუ კიდევ იყო დარჩენილი რამე კითხვა იმის შესახებ თუ ვინ დგას დავით გარეჯის ირგვლივ ბოლო ესკალაციის მიღმა, ვის სურს საქართველოს გაუფუჭდეს ურთიერთობები აზერბაიჯანთან, ვის სურს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან ფოკუსის გადატანა სხვაგან, ვის სურს წარმოჩენა იმის, რომ აზერბაიჯანიც „ოკუპანტია“, ვის სურს ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა, ვის სურს რუსეთის ინტერესების ასე დესტრუქციულად გატარება საქართველოში?! ყველა ამ კითხვას გაეცა პასუხი-„ქართულ ოცნებას“! იცით რატომ?! ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აწარმოებს კამპანიას ამ საკითხის ირგვლივ სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის მიზნით, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევენებზე გამოდიოდა „ქართულ ოცნებასთან“ საერთო ფრონტით, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ღიად აჟღერებს კრემლის მესიჯებს საქართველოში, რომელიც ღიად გამოდის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ, რომელიც ღიად გამოდის სხვადასხვა საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ერთიანი ფრონტით. ამ პოლიტიკურ ძალასთან ბატონებო, თქვენ ხართ ერთ სულ და ერთ ხორც. „ქართული ოცნება“ და ეს პოლიტიკური ძალა არის ერთი და იგივე. ჩემი კოლეგები ქანთარია და ქაცარავა სხვადასხვა კონფერენციაზე გამოდიან და ლამაზ-ლამაზ სიტყვებს ამბობენ, როგორც სურს საქარათველოს ნატო-ში გაწევრიანება. ქალბატონო სოფო, თქვენც ინაწილებთ პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური ძალა და თქვენ მაგალითად საპრეზიდენტო არჩევნებზე ბევრ მნიშნელოვან საკითხზე გამოდიოდით ერთად, გამოდიოდით ერთიანი ფრონტით. ახლა დავით გარეჯში პრობლემა დგას საბჭოთა კავშირის გამო, იქ საზღვარი გაავლეს კომუნისტური პარტიის წევრებმა და არა აზერბაიჯანელებმა“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

 

მან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც მიმართა და კომუნისტური წარსული შეახსენა და აღნიშნა, რომ თუ უმრავლესობა საუბარს წარსულზე არ მიატოვებს, თავად ოპოზიციაც შეახსენებთ ცალკეულ დეპუტატებს კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობის წლებს.

 

„ასე, რომ თუ წარსულზე ისაუბრებთ, ჩვენც შეგახსენებთ და ყოველთვის თქვენ წარსულს, რომელშიც ემსახურებოდით საბჭოთა ოკუპანტებს, რომლებმაც გაავლეს ეს საზღვარი რომლის შედეგადაც გვაქვს დღეს ეს პრობლემა და რომლის აქტუალიზაციასაც ცდილობს თქვენი პარტნიორი, რომელიც თავის დროზე ლექსებს უძღვნიდა კომუნისტურ პარტიას“, - დასძინა კანდელაკმა

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.